x
მეტი
  • 24.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512072
ისპანახი - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

ისპანახი - ორსახლიანი, ერთ- ან ორწლოვანი ბალახოვანი მცენარის გვარი ჯიჯლაყასებრთა ოჯახისა. შუა აზიაში, ირანსა და კავკასიაში ცნობილია 3 სახეობა. ყველაზე გავრცელებულია ბოსტნის ისპანახი (Spinacia oleracea). ისპანახის ღერო 25-50 სმ აღწევს, აქვს სამკუთხა-შუბისებური ან კვერცხისებრ წაგრძელებული სადა ან გოფრირებული ფოთოლი. კარგად იტანს სიცივეს (უძლებს 8-10 °C ყინვას), სწრაფად იზრდება. ისპანახის სამშობლოა ირანი, კულტურულ მცენარედ აშენებენ ზომიერი ჰავის ქვეყნებში. იყენებენ კულინარიაში. საქართველოში ისპანახს იყენებენ აგრეთვე შემამჭიდროვებელ კულტურად ბოსტნის თესლბრუნვაში. გავრცელებული ჯიშებია როსტოვული, ვიროფლე, გორდი და ვიქტორია.


image




რა სარგებლობა მოაქვს ისპანახს თქვენი ორგანიზმისთვის? რომელ ვიტამინებს და მინერალებს შეიცავს? თუ გაინტერესებთ, მაშინ ამომწურავ პასუხს დღევანდელ სტატიაში მიიღებთ!


image




ისპანახი მდიდარია რკინით, სხვა ფოთლოვანი მცენარებიისგან განსხვავებით, უფრო მეტ პროტეინს შეიცავს. არის წნევის მარეგულირებელი და ასევე სისხლის შედედების წინააღმდეგ ეფექტური საშუალებაა. ბეტაკაროტინის შემცლელობა კანის დაბერებას ანელებს, თვალის დაავადებების რისკსაც ამცირებს. პროფესორების მიერ დამტკიცებულია, რომ ისპანახი კარგად მუშაობს კუჭის სიმსივნის წინააღმდეგაც. ეს მცენარე აძლიერებს იმუნურ სისტემას!


image




ისპანახის შემადგენლობა:


წყალი, ცილები, ნახშირწყლები, ცხიმები, ბოჭკოვანა, სახამებელი, შაქარი, კალციუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი, კალიუმი, ფოსფორი, რკინა, თუთია, სპილენძი, მარგანეცი, სელენი… ვიტამინები: A, B1, B2, B4, B5, B6, B7 B9, C, E, К, PP.



image




კვების რაციონში დიდი რაოდენობით ისპანახის ჩართვა აუმჯობესებს გონებრივ შესაძლებლობებს, ზრდის სისხლძარღვთა დაზიანებისადმი ტვინის წინააღმდეგობის უნარს. ისპანახი "მუხტავს" მეხსიერებას და თავიდან გვაცილებს დაბერებით გამოწვეულ ჩავარდნას ნერვული სისტემის მუშაობაში. ისპანახი შეიცავს ლუთეინს, რომელიც ტვინის უჯრედებს დაშლისგან იცავს.


image




ისპანახის უარყოფითი თვისებები:


რეალურად ისპანახს უარყოფითი თვისება არ გააჩნია, უბრალოდ არ უნდა მიირთვათ გადაჭარბებული ოდენობით, როგორც სხვა სასარგებლო პროდუქტი, რათა კუჭი არ გაღიზიანდეს!


image
















სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


{თქვენთვის საინტერესო}


"არაქალიშვილს არასოდეს მოვიყვან" - ასეთი აზროვნების მამაკაცების 13 თვისება

მეცნიერებმა დაამტკიცეს - საყვარელი ადამიანის და ძაღლის სიკვდილი ერთნაირად მტკივნეულია!

საბავშვო ბაღში აღმზრდელი ეხმარება ბიჭუნას ფეხსაცმლის ჩაცმაში...

"რომ იტყვიან სიყვარული აბრმავებსო"... - აი ესაა ზუსტად!

15 ბრძნული იტალიური გამონათქვამი, რომლებიც დაგაფიქრებთ რამდენად სწორად ცხოვრობთ

მამაკაცი ყოველდღე 45 კმ-ს გადის სატვირთო მანქანით, როდესაც ის წყალს უშვებს, რაღაც საოცრება ხდება...

როგორი იქნება 2019 წელი ლომებისთვის?






2
1547
7-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
1547
  
2019, 16 იანვარი, 23:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 15 იანვარი, 2:08
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2