სხვა 10 ნატურალური წამალი,რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ 2019, 4 იანვარი, 12:34 მედიკამენტების უმეტესობას უკუჩვენება აქვს. ამიტომ, სანამ წამალს დალევდეთ ან მალამოს გამოიყენებდეთ, გაიხსენეთ, რომ ზოგიერთმა ნატურალურმა პროდუქტმა შეიძლება საუკეთესოდ გიმკურნალოთ.
- უსიამოვნო სუნს პირში მოიშორებთ, თუ ლიმონის წვენს გამოივლებთ ან ორ ჩაის კოვზ მაწონს შეჭამთ.
- ყელის ტკივილისას დაჭყლიტეთ 6 კბილი ნიორი, გახსენით თბილ წყალში და გამოივლეთ დღეში ორჯერ.
- ფეხების ოფლიანობისას კვირაში ორჯერ გაიკეთეთ ძმრის აბაზანები ან მუქი ჩაის ფერის აბაზანები.
- დამწვრობისას გიშველით ალოე ვერა. წაისვით დაზიანებულ კანზე დღეში სამჯერ. - გულისრევის შეგრძნებას შეებრძოლებით ჯანჯაფილით. მისი ფესვი გახეხეთ, დაუმატეთ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 10 წუთი, დალევამდე ჭიქაში ჩააგდეთ ყინულის ნაჭერი. - კბილების სიყვითლეს მოიშორებთ, თუ სოდას დაუმატებთ გახეხილ მარწყვს და ასეთი კბილის პასტით გამოიხეხავთ კბილებს. - ხველებას მოგიხსნით შავი შოკოლადი, რომელიც ჩაგიდნებათ ყელში. შებერილობისას დალიეთ პიტნის თბილი ჩაი. - თუ უძილობა გაწუხებთ, ძილის წინ შეჭამეთ 1 მუჭა კენკრა ან ფეხები ცხელი წყლით დაიბანეთ. ეს დაგეხმარებათ მოდუნებასა და დაძინებაში. - სილურჯე თვალებქვეშ გაგიქრებათ, თუ გამოყენებულ ჩაის პაკეტს გააცივებთ (თუნდაც მაცივარში) და თვალებზე 10 წუთის განმავლობაში დაიდებთ. 113 შეფასება არ არის
|