x
image
ზოგადი განათლება
ლევან ბერძენიშვილი შობის დღეებში წასაკითხი წიგნების სიას გვიზიარებს

ყველასთვის საყვარელი ფილოლოგი, პოლიტიკოსი, ლიტერატურული გადაცემების (''წახნაგები", ''წითელი ზონა'') წამყვანი ლევან ბერძენიშვილი 2019 წელში წასაკითხი წიგნების სიას გვიზიარებს. თითოეულ მათგანს იგი მისებურ ანოტაციას ურთავს. აღსანიშნავია, რომ სიაში ბერძენიშვილმა 2 თანამედროვე ქართველი მწერლის უკვე გახმაურებული რომანები შეიტანა.



image

*

სამხრეთული სპილო- არჩილ ქიქოძე

image

*

ურბანული რომანია, რომელშიც მოქმედება ერთი დღის განმავლობაში ვითარდება. რეჟისორი, რომელიც კინოს აღარასოდეს გადაიღებს, თავის ბინას მეგობარს უთმობს იქ საყვარელ ქალთან შესახვედრად, თავად კი, დრო რომ გაიყვანოს, თბილისის ქუჩებში დაეხეტება. ეს წარსულის სარკეში ჩახედვისა და საკუთარი ცხოვრების გადაფასების დღეა, სადაც კინოკადრებად ჩაირბენს ბავშვობა, სიყვარული, ვნება, ფათერაკები და ტრაგედიები. მთავარი გმირის მოგონებების ფონზე იშლება საქართველოს უახლესი ისტორია, რომელიც მთხრობელს მუდმივ აჩრდილად ასდევნებია და პასუხისმგებლობას აკისრებს იმაზე, რაც მის გარშემო ხდება.

*

კუპიდონი კრემლის კედელთან – აკა მორჩილაძე

image

*

„…რაიც მერე ვაგონში დატრიალდა, იმას საბჭოთა კინოში კომედიათ ვერავინ გადეიღებდა…”

იმას, რაც თბილისიდან კრემლისკენ მიმავალი მატარებლის „მეჟდუნაროდნი“ ვაგონში ხდება, არათუ საბჭოთა, ალბათ ვერც თანამედროვე კინოს მესვეურები გადაიღებენ კომედიად, ვინაიდან ეს საოცარი ამბავი, რომელიც ერთი ამოსუნთქვით იკითხება, ტრაგედია უფროა. საბჭოთა სისტემის მიერ უგზო-უკვლოდ გამქრალი ქმრისა და სამართლის საძიებლად პირდაპირ სტალინთან მიმავალი ახალგაზრდა ქართველი ქალის დაუჯერებელ ისტორიას აკა მორჩილაძე ენაკვიმატი იმერელი „მკვლევრის“ პირით მოგვითხრობს და სევდანარევი იუმორით აღწერს იმ ეპოქას, რომელსაც თანამედროვე მსოფლიო სტალინურ რეჟიმად იცნობს.

*

თოვს და ითოვოს – ჯონ გრინის, ლორენ მირაკლის და მორინ ჯონსონი

image

*


შობის ღამეს ქალაქ გრეისთაუნის მცხოვრებლებს მოულოდნელად ქარბუქი დაატყდება თავს: ჩერდება მატარებლები, მანქანები თოვლში ეფლობა და ადამიანები ცდილობენ, გამოდარებას სახლებში დაელოდნონ. მხოლოდ ერთი გოგონა გაბედავს, თოვლში გაჩხერილი ექსპრესიდან გადმოვიდეს. ის ვერც კი წარმოიდგენს, რომ იწყება მოვლენები, რომლებიც ბევრის ცხოვრებას შეცვლის: ერთ გოგონას მომხიბლავი უცხო ბიჭი შეუყვარდება, სამი მეგობარი რბოლაში გაიმარჯვებს, ხოლო ჯუჯა გოჭის ბედი შეყვარებული ბარისტას ხელში აღმოჩნდება… კრებული “თოვს და ითოვოს!” სამი ამერიკელი მწერლის: ჯონ გრინის, მორინ ჯონსონისა და ლორენ მირაკლის მხიარული საშობაო მოთხრობებისაგან შედგება. აქ ყველაფერია: ქარბუქი, მეგობრობა, სიყვარული, კოცნა… - შობა-ახალწლის დღესასწაულების მთელი ხიბლი.

*

ვაფლის გულები – მარია ფარი

image

*

განუყრელი მეგობრები, ლენა და თრილე მათილდეს ყურეში ცხოვრობენ. ლენას თავგადასავლები უყვარს და შარშიც ხშირად ეხვევა თრილესთან ერთად. ბავშვები ხან მეზობლის ჯაგლაგს გამოიხსნიან სასაკლაოდან; ხან, როგორც ბიბლიური ნოე – კიდობანში, კატარღაზე შინაურ ცხოველებს მოათავსებენ; ხანაც, მსოფლიო ომის გასახსენებლად, ყველა რადიოს დიდ ორმოში ჩამარხავენ…

„ვაფლის გულების“ ავტორს, მარია ფარს ხშირად ადარებენ ასტრიდ ლინდგრენს და არცთუ უსაფუძვლოდ: მის წიგნში მოთხრობილი მხიარული, ხიფათიანი ამბები აუცილებლად გაგახსენებთ დიდ შვედ საბავშვო მწერალს, თუმცა, მეორე მხრივ, ახალგაზრდა ნორვეგიელი ავტორი სრულიად განსხვავებულ სამყაროს ქმნის, რომელშიც ბევრი სიკეთე, ერთგულება, სიყვარული და სევდაა. სწორედ ეს უმნიშვნელოვანესი ადამიანური თვისებები აერთიანებს “ვაფლის გულების” ყველა პერსონაჟს – როგორც ბავშვებს, ისე უფროსებს.

*

მადიკენი და იუნიბაკენელი კუდრაჭაასტრიდ ლინდგრენი

image

*

ონავარი, ანცი, მაგრამ ძალიან კეთილი და გამბედავი გოგონა მადიკენი უმცროს დაიკოსთან, ოქროსფერკულულა ლისაბეტთან ერთად, თავის საყვარელ იუნიბაკენში დროს მხიარულად ატარებს. აქ ხომ ყოველთვის საოცარი ამბები ხდება, ამიტომ მადიკენსა და ლისაბეტს უამრავი სახიფათო თუ სასაცილო თავგადასავალი გადახდებათ და ბოლოს ნანატრ საჩუქარსაც მიიღებენ. მათ საოცარ თავგადასავალს უფრო დაწვრილებით შეიტყობთ, თუ ამ მხიარულ, ილონ ვიკლანდის ორიგინალური ილუსტრაციებით გაფორმებულ წიგნს წაიკითხავთ.


უძლიერესი მოთამაშის ურთულესი ბლიცი '' წიგნების თაროში'' და ტრიუმფალური გამარჯვება - ''წიგნების თაროში'' გამარჯვებული გამოვლინდა



0
122
შეფასება არ არის
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
122
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0