საზოგადოებრივი უძველესი "ვენერას ფიგურები" - მატრიარქალური ევროპის პირველი მოქანდაკეები 2019, 2 იანვარი, 23:25 ადამიანის ფორმის უძველესი სკულპტურა 40, 000 - 35, 000 წლისაა და გაკეთებულია დაახლოებით ძვ.წ. 380-ე საუკუნეში. ეს არის ე.წ. "ვენერას ქანდაკება" გერმანიიდან, ჰოჰლე ფელსის მღვიმიდან და მამონტის ძვლისგანაა გამოთლილი. ასეთი ფიგურები მთელი ევროპის კონტინენტზეა აღმოჩენილი, რომელიც შექმნილია მატრიარქალურ პერიოდში, ძვ.წ. 380-ე საუკუნიდან ძვ.წ. მე-100 საუკუნემდე მთელ კონტინენტზე აკეთებდნენ ამგვარ, ქალ-ღვთაებათა ფიგურებს და ჰქონდათ ქალების კულტი, როგორც ნაყოფიერებისა და გამრავლების სიმბოლოსი. უკვე აღმოჩენილია 200-ზე მეტი ასეთი ფიგურა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. აქაა წარმოდგენილი რამდენიმე "ვენერას ფიგურა" მინიმალური ასაკით. აქ ისიც კარგად ჩანს თუ როგორ ვითარდებოდა სილამაზის აღქმა და იცვლებოდა საუკუნეების განმავლობაში: 1) ჰოჰლე ფელსის ვენერა - ძვ.წ. 350-ე საუკუნე. გერმანია. 2) გალგენბერგის ვენერა - ძვ.წ. მე-300 საუკუნე. ავსტრია. 3) დოლნი ვესტონიცეს ვენერა - ძვ.წ. 280-ე საუკუნე. ჩეხეთი. 4) ლესპუგეს ვენერა - ძვ.წ. 260-ე საუკუნე. საფრანგეთი. 5) ვილენდორფის ვენერა - ძვ.წ. 240-ე საუკუნე. ავსტრია. 6) მორავანის ვენერა - ძვ.წ. 230-ე საუკუნე. სლოვაკეთი. 7) ბრასემპუის ვენერა - ძვ.წ. 220-ე საუკუნე. საფრანგეთი. 8) იულიევიჩის ვენერა - ძვ.წ. 160-ე საუკუნე. რუსეთი. 9) მონრუზის ვენერა - ძვ.წ. 110-ე საუკუნე. შვეიცარია. განაგრძეთ ძალიან საინტერესო სტატიების კითხვაავტორი: თორნიკე ფხალაძე 501 2-ს მოსწონს
|