კაბები Vera Wang-ის საქორწილო კაბები 2012, 13 ივლისი, 14:56 63 წლის Vera Wang-ი არის ამერიკელი მოდის დიზაინერი ჩინური ფესვებით, თუმცა თითონ ნიუ იორკში დაიბადა და გაიზარდა. იგი ცნობილია თავისი დახვეწილი და გამორჩეული საქორწილო კაბების სტილით. მისი მომხმარებლები არიან ელიტის ცნობილი წარმომადგენლები. სწორედ მისი შემოტანილია შავი ფერის გამოყენება საქორწილო კაბებში. მისი კაბები ეცვათ ქორწილში ისეთ ცნობილ ვარსკვლავებს, როგორებიც არიან:Jessica Simpson, Mariah Carey, Jennifer Lopez, Alicia Keys, Avril Lavigne, Kim Kardashian და ბევრი სხვები.
მისი ნამუშევარი ამშვენებს Carrie Bradshaw-ს ცნობილ ტელესერიალში Sex and the City. ასევე დანარჩენ სამ მეჯვარესაც, ცნობილ მეგობრებს Bride Wars, Anne Hathaway-ს და Kate Hudson-საც მისი შექმნილი კაბები აცვიათ. ასევე ცნობილ ფილმში "Bridal Wars" მთავარ გმირებს Kate Hudson-ს და Anne Hathaway-საც სწორედ მისი კაბები აცვიათ. Vera Wang-მა მალევე გააფართოვა თავისი ხაზი ფეხსაცმელების, სუნამოს, სამკაულების და თეთრეულის მიმართულებითაც. მისი წიგნები საეხლწოდებით 'Vera Wang on Weddings' და '100 Unforgettable Dresses' დიდი პოპულარობით სარგებლობს. [ 290 7-ს მოსწონს
|