x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2019 წლის ასტროლოგიური პროგნოზი და წინასწარმეტყველება ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ძველი ჩინური და სხვა აღმოსავლეთის ქვეყნების კალენდრის მიხედვით, 12 წლიანი ციკლის ფარგლებში, ყოველი წელი რომელიმე ცხოველის ნიშნით მიმდინარეობს. ამ ქვეყნებში ახალი წელი 21 იანვრის შემდეგ, პირველ ახალმთვარეობაზე დგება. ამიტომ, ახალი წლის თარიღი სტატიკური არ არის და მისი აღნიშვნა, მთვარის კალენდრის მიხედვით, – 21 იანვრიდან – 20 თებერვლამდე პერიოდში, სხვადასხვა დღეს ხდება. წელს ასტროლოგიური ახალი წელი, აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, ამა წლის 5 თებერვალს დადგება და სწორედ ამ დღეს აიღებს პლანეტის მართვის სადავეებს მიწის ყვითელ ტახი.


image


მისი ბატონობა მომავალი წლის 25 იანვრამდე გაგრძელდება და ამ პერიოდის მანძილზე, კაცობრიობა შრომისმოყვარე, ალალი და ამავდროულად, ფეთქებადი ხასიათის ტოტემის გავლენის ქვეშ იქნება. გასული წლის სიმბოლოს – კეთილშობილი, ტყუილის და ღალატის მოძულე ძაღლისგან განსხვავებით, ტახი მზრუნველობით, ყაირათიანობით და კომფორტისადმი სწრაფვით გამოირჩევა. 2019 წლის სტიქია – მიწაა. ამიტომ, ახალი წლის სიმბოლური ფერი – ყვითელია. ტახი კაცობრიობას მატერიალურ კეთილდღეობას და სტაბილურობას მოუტანს, ხოლო ყვითელი ფერი – სიბრძნის სიმბოლოა.

აღმოსავლელი ასტროლოგები ყვითელი ტახის წელიწადს წინააღმდეგობრივ წლად მიიჩნევენ, – სრულიად მოულოდნელი მოვლენებით, გარდატეხებით პოლიტიკაში და ისტორიაში. მათი პროგნოზით, ახალი წელი დიდი ცვლილებების წელი იქნება, როგორც ცალკეული ადამიანების პირად ცხოვრებაში, ისე ქვეყნებისთვის და მთლიანად მსოფლიოში.

image
ყვითელი ტახის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის იმედის მომცემია. ახალ წელს შრომისმოყვარეობა ყოველმხრივ წახალისდება და დაფასდება, ხოლო დასახული მიზნისკენ სწრაფვა მხარდაჭერილი იქნება 2019 წლის მმართველი ტოტემის მიერ. ტახი – ძალიან ენერგიული და მგრძნობიარე არსებაა და თუ ბუნებაში დიდ დროს გაატარებთ, ის თქვენ იღბალს მოგიტანთ!

ახალი 2019 წელი – ყველაფრის თავიდან დაწყების შანსს იძლევა: შეგიძლიათ უარი თქვათ მავნე ჩვევაზე, უინტერესო სამუშაოზე, გართულებულ ურთიერთობაზე...


ვერძი. წლის დასაწყისი ვერძებისთვის დიდი ამბიციების და წარუმატებლობის პერიოდი იქნება. მაგრამ, დარწმუნებულები იყავით, რომ გამარჯვების დროც დადგება. მთავარია – საკუთარი ძლიერი მხარეების შესახებ არ დაივიწყოთ: ამტანობა, დამოუკიდებლობა – და არანაირი სისუსტე. 2019 წელი არაერთი გამოწვევის წინაშე დაგაყენებთ, რომლის მიღება და ბრძოლა საჭირო იქნება, –ბრძოლა ბოლომდე, გამარჯვებამდე...


კურო. ჯიუტი კუროები არასდროს ტოვებენ ბრძოლის ველს, თუ გამარჯვებაში დარწმუნებულები არიან. ამიტომ, 2019 წელი მათთვის ძალიან საინტერესო იქნება: ისინი უნდა დაფიქრდნენ უკვე მიღწეულ შედეგებზე და ახალ თავგადასავლებზე. თუმცა, სიფრთხილის გამოჩენა არის საჭირო ამბიციებთან და სურვილებთან დაკავშირებით, შეეცადეთ ზღვარი არ გადაკვეთოთ და წონასწორობა შეინარჩუნოთ. და თუ სირთულის წინაშე აღმოჩნდებით, – მას მარტო ნუ გადალახავთ, მიენდეთ საქმის პროფესიონალებს, რომლებიც მხოლოდ რჩევით კი არა, საქმითაც დაგეხმარებიან.


მარჩბივი. 2019 წელი ტყუპისთვის საბოლოო ჯამში წარმატებული და ნაყოფიერი იქნება. მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის პრობლემების გარეშე ჩაივლის. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს დიდი გარჯა მოუწევთ დასახული მიზნების მისაღწევად. მაგრამ, მათ ეს წინააღმდეგობები მხოლოდ სასიკეთოდ წაადგებათ: მიიღებენ ფასეულ გამოცდილებას და შესაძლებლობას, რომ საკუთარი მომავალი უკეთესობისკენ შეცვალონ. მთავარია, ბრძოლა არ შეწყვიტონ და მობილიზებულები იყვნენ, რომ შანსი ხელიდან არ გაუშვან.



კირჩხიბი. კიბოები მზად არიან ცვლილებებისთვის. თუმცა, ჩვეული კომფორტული ზონის დატოვება მათთვის ადვილი არ იქნება. მიუხედავად ამისა, 2019 წელი მათ მოუტანთ: ახალ შესაძლებლობებს კარიერაში, ურთიერთობებში, დიდია ბინის მისამართის შეცვლის შანსი. იყავით გახსნილი, მოქნილი და ნუ გაგიკვირდებათ, თუ თქვენი პრიორიტეტი წლის მანძილზე, არაერთხელ შეიცვლება.


ლომი. 2019 წელს ლომებს სიყვარული და აღფრთოვანება ელით. ზოდიაქოს ამ ნიშნებისთვის სიბრძნე და საღი აზრი თანდაყოლილი თვისებებია, რომლებიც განსაკუთრებით სასარგებლო იქნება მაშინ, როდესაც მათ ახლობლების და სხვა ადამიანების რთული მდგომარეობიდან გამოყვანა მოუწევთ.


ქალწული. ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის 2019 წელი წარმატების მომტანი იქნება – რა თქმა უნდა, ეს იმ შემთხვევაში, თუ პროცესების მართვას საკუთარ თავზე აიღებენ და საქმის ბოლომდე მისაყვანად, ძალ-ღონეს არ დაიშურებენ. ერთადერთი, რაც ქალწულებმა უნდა გაითვალისწინონ ის არის, რომ უკან დასახევი გზა აღარ ექნებათ. ამიტომ, გადაწყვეტილების მიღებამდე, კარგად უნდა დაფიქრდნენ. მთავარია – ემოციებს არ აჰყვნენ, რადგან შეცდომის დაშვების რისკი არსებობს. თუმცა, სწორი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დასაჩუქრდებიან.



სასწორი. სასწორებისთვის ეს წელი სურპრიზებით იქნება სავსე, – შესაძლებელია, მოულოდნელად მემკვიდრეობა ან ჯილდო მიიღონ. თუმცა ფულზე ნუ ჩაიციკლებით, – ის მხოლოდ დამატებითი მოტივაცია იქნება იმისთვის, რომ სასურველს მიაღწიოთ.



მორიელი. ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის 2019 წელი ფინანსურად მომგებიანი იქნება, მაგ., კარიერული წინსვლა, სამუშაოს შეცვლა... უფრო მეტიც, არ უნდა ინერვიულოთ წარუმატებლობებზე, – ასეთი რამ უბრალოდ არ იქნება. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, იმისთვის, რომ წელმა უპრობლემოდ ჩაიაროს, დიდი ენერგიის და ძალისხმევის გაღება იქნება საჭირო, მაგრამ შედეგი ნამდვილად ღირს საამისოდ. და კიდევ, თუ არჩევნის გაკეთება მოგიწევთ «დღევანდელ კვერცხს» და «ხვალინდელ ქათამს» შორის, – «ქათამი» აირჩიეთ.



მშვილდოსანი. ახალი წელი ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებისთვის ბევრად უკეთესი იქნება, ვიდრე წინა წელი იყო. თუმცა, მშვილდოსნებისთვის სიმართლის გამხელის და მისი მიღების დროც დადგება, – ყველა ფარული გამჟღავნდება, როგორც ჯანმრთელობის, ისე პირადი ურთიერთობის მხრივ, რომელიც უნდა დასრულდეს. მაგრამ, ამის გამო განცდა და ნერვიულობა საჭირო არ არის – ყველა პრობლემა მოგვარდება, მხოლოდ ცოტაოდენი მოთმინების და ძალისხმევის გამოჩენა იქნება საჭირო.



თხის რქა. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები ყოველთვის მეტისმეტად თვითკრიტიკულები არიან და თვლიან, რომ იღბალი ნებისმიერთან შეიძლება იყოს, – მაგრამ არა მათთან. 2019 წელი ყველაფერს შეცვლის – გაჩნდება ახალი მანათობელი ვარსკვლავი, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშნებს, ადრე უცნობ მწვერვალებამდე მიიყვანს.



მერწყული. პატიოსანი და გულწრფელი მერწყულები – იდეალური მეგობრები არიან. ეს თვისებები მათთვის განსაკუთრებით სასარგებლო ახალ წელს იქნება, იმ საქმეების და პროექტების რეალიზციისთვის, რომელზეც აქამდე უარის თქმა უწევდათ. ეს წელი ზოდიაქოს ამ ნიშნებისთვის მაქსიმალური ურთიერთობების და ახალი ნაცნობების შეძენის წელი იქნება, როგორც საქმიან, ისე სასიყვარულო ურთიერთობებში. მაგრამ, ამ დადებით «ორომტრიალში» სიფრთხილის გამოჩენა არის საჭირო: მეტისმეტი დაკავებულობის გამო შესაძლებელია, არ დაგრჩეთ დრო დასვენებისთვის და ამის გამო, შეიძლება, ცხოვრებაში რაღაც მნიშვნელოვანი დაკარგოთ.


თევზები. 2019 წელი სიმტკიცის ერთგვარი გამოცდა იქნება ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის და ეს სწორედ მაშინ მოხდება, როდესაც საკუთარი თავის რწმენით აღსავსე თევზები ახალ, გრანდიოზულ პროექტს შეეჭიდებიან. წელს ისინი ისეთი აქტიურები იქნებიან, როგორც არასდროს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მათ თავში უამრავი მომწიფებული იდეა აქვთ და მხოლოდ შესრულებაღა არის საჭირო. წელი თევზებისთვის ნაყოფიერი იქნება და ისინი ყველა ჩანაფიქრის განხორციელებას შეძლებენ, თუ საქმეს სწორედ მიუდგებიან და შეცდომებს არ დაუშვებენ, – ანუ თუ იხელმძღვანელებენ – «7-ჯერ გაზომე, – ერთხელ გაჭერი» პრინციპით.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageგაიგეთ ვის რა ნიჭი გვერგო... ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
მნიშვნელოვანი პერიოდები ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის
ჰოროსკოპი ქალბატონებისთვის: გაიგეთ რომელი დედოფალი ხართ (დაბადები თვის მიხედვით)


0
1710
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1710
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0