მოვლენები როგორ შევხვდეთ 2019 წელს- რჩევები ვისაც სურს წარმატება 2018, 30 დეკემბერი, 15:05 აღმოსავლური კალენდრით 2019 წლის 5 თებერვლიდან იწყება ყვითელი ღორის მმართველობის პერიოდი. ეს არის კეთილი, შინაური ცხოველი . ფინანსური სტაბილურობის სიმბოლო. ასევე ის შეიძლება იყოს ოჯახში ბავშვის დაბადების სიმბოლოც.
აი როგორ უნდა შეხვდეთ 2019 წელს, რომ მოიპოვოთ მისი მხარდაჭერა:
სახლის მორთვა
ღორი არის სიმყუდროვისა და კომფორტის სიმბოლო. უნდა მორთოთ არამარტო ნაძვის ხე, ასევე უნდა გალამაზდეს მთელი სახლი. ნათურები, ყვითელი ბუშტები, ოქროსფერი ლენტები შეგიძლიათ შეუხამოთ წითელს. სუფრა უნდა იყოს მრავალფეროვანი, მაგრამ არაა საჭირო გააკეთოთ უამრავი კერძი. ხორცეულის რამდენიმე კერძი, ფრინველი და თევზი საკმარისია. სუფრასთან უნდა იყოს და სასურველია მთელ სახლში ფორთოხალი და დარიცინის კომბინაცია. რა ჩავიცვათ არაა საკმარისი სახლის მორთვა, საჭიროა თავადაც განსაკუთრებულად მოვემზადოთ. მთავარი ფერი რათქმაუნდა -ოქროსფერია. თუმცა არაა აუცილებელი შევიძინოთ ყვითელი, ერთიელფერის კაბა. საკმარისია სამოსს დავამატოთ რაიმე აქსესუარი, "საჭირო ფერით". ხელთათმანი და ქამარიც გამოდგება. თმაში შეგიძლიათ ოქროსფერი ლენტი გაიკეთოთ. რა ვაჩუქოთ დღესასწაულის მთავარი ინგრედიენტი არის საჩუქრები. მთავარია შევფუთოთ მთავარი ფერებით. მაინც რა ვაჩუქოთ? არაა აუცილებელი იყოს ოქრო. მიაუხედავად იმისა, რომ ღორს უყვარს სიმდიდრე. იდეალურია: ნახატები, თეთრეული, რბილი სათამაშოები. სად შევხვდეთ ამ ცხოველს უყვარს სახლის სიმყუდროვე, ასევე მხიარულება . ასე, რომ ნებისმიერი არჩევანი მისაღებია. მთავარია მარტომ არ შეხვდეთ ახალი 2019 წელს. იდეალურია თუ მას ოჯახთან ერთად შეხვდებით. მეგობრების წრეში ან საყვარელ ადამიანთან ერთად. გილოცავთ ახალ 2019 წელს ! 136 4-ს მოსწონს
|