x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
Facebook-მა პარტნიორებს მომხმარებლების პირად მიმოწერებზე წვდომა მისცა
image
Facebook-მა პარტნიორებს მისცა წვდომა მომხმარებლების პირად მიმოწერებზე

გაზეთმა New York Times-მა გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც ეხება Facebook-ის მიერ ვრცელი მონაცემების გაცვლას Apple-თან, Amazon-თან, Microsoft-თან, Spotify-სთან, Netflix-სთან და სხვებთან. როგორც აღმოჩნდა, პარტნიორობა იმ საზღვრებს სცდება, რაც აქამდე ჰქონდა Facebook-ს გამოცხადებული. კომპანიის შიდა დოკუმენტები, ინტერვიუები ასობით ყოფილ თანამშრომელთან და კორპორატიულ პარტნიორებთან ამტკიცებს, რომ გარკვეულ შემთხვევებში კომპანიები იღებდნენ წვდომას მომხმარებლების პრივატულ მონაცემებზე მათი თანხმობის გარეშე. ეს ყველაფერი ხდებოდა მიუხედავად იმისა, რომ 2011 წელს ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ სოციალურ ქსელს აუკრძალა მესამე მხარისთვის მონაცემების გადაცემა მომხმარებლების ნებართვის გარეშე.

დაინტერესებულ მხარეს იმყოფება 150-ზე მეტი კომპანია, მათ შორისაა ონლაინ-მაღაზიები, გასართობი საიტები, ავტომწარმოებლები და მედიაორგანიზაციები. მონაცემების გაცვლის ყველაზე ძველი შეთანხმება თარიღდება 2010 წლით და უმეტესი მათგანი მოქმედი იყო 2017 წლამდე, ზოგიერთი კი დღემდე აქტუალურია. მომხმარებლების უმეტესობა არაინფორმირებული რჩებოდა, როდესაც მათი მონაცემები მესამე მხარეს გადაეცემოდა.

მაგალითად, Apple-ს დღემდე აქვს წვდომა Facebook-მომხმარებლის კონტაქტებსა და კალენდართან. მისი თქმით, იგი არ იყო გათვითცნობიერებული იმაში, რომ მონაცემთა მისაღებად აუცილებელი იყო განსაკუთრებული ნებართვა. Amazon-იც ამ დრომდე სარგებლობდა მომხმარებლების სახელებითა და საკონტაქტო ინფორმაციით. საძიებო სისტემამ Microsoft Bing-მა მიიღო არასანქცირებული წვდომა მეგობარი პროფილების ინფორმაციაზე, მაგრამ, როგორც აცხადებს, უკვე წაშალა ეს მონაცემები. Facebook-ი კი აღნიშნავს, რომ გაიცემოდა მხოლოდ საჯარო ინფორმაცია. თუმცა ფაქტია, რომ Spotify-ს, Netflix-სა და Royal Bank of Canada-ს მომხმარებლების პირად შეტყობინებებთანაც ჰქონდათ წვდომა.


Facebook-ს გააჩნია პარტნიორული ურთიერთობის სამგვარი ტიპი. პირველს ეწოდება „გაერთიანება“. იგი გულისხმობს სპეციალური აპლიკაციების შექმნას, რომლებიც ინტეგრირებულია სმარტფონის ოპერაციულ სისტემასთან და ითხოვენ ფართო სპექტრის მონაცემებზე წვდომას.

პარტნიორობის მეორე ტიპი, რომლითაც Microsoft Bing-სარგებლობდა, არის პროგრამა „მომენტალური პერსონალიზაციის“ ნაწილი, რომელიც 2010 წლიდან ყველა მომხმარებელს შეეხო. იგი პარტნიორებს საშუალებას აძლევდა მოეხდინათ თავინთი სერვისების პერსონალიზაცია Facebook-ის მონაცემების გამოყენებით. თავად Facebook-ი ირწმუნება, რომ 2014 წელს ეს პროგრამა დაიხურა, თუმცა Times-ის ცნობით, Bing-მა მისით 2017 წელსაც ისარგებლა.

მესამე ტიპი - ეს სხვადასხვა სახის გარიგებებია Facebook-თან და აქტიურია 2010 წლიდან. მათგან ყველაზე რადიკალური იყო წვდომის დაშვება მომხმარებლების პირად შეტყობინებებთან.

არის კიდევ სხვა შემაშფოთებელი დეტალებიც, მათ შორის ის, რომ რამოდენიმე კომპანიამ შეინარჩუნა წვდომა Facebook-ის მომხმარებლების უნიკალურ იდენტიფიკატორზე მას შემდეგაც კი, რაც შეთანხმებას ვადა გაუვიდა. ჯამში, სიტუაცია მეტყველებს მონაცემთა უსაფრთხოების დაცვის სუსტ დონეზე, რაც წინააღმდეგობაში მოდის Facebook-ის ხელმძღვანელობის მხრიდან გაკეთებულ განაცხადთან, რომ „კონფიდენციალურობა მათი კომპანიის საფუძველია“.

სულ რაღაც ორი კვირაა გასული წინა სკანდალიდან, როდესაც Facebook-მა აღიარა სოციალური ქსელის ისტორიაში მომხდარი მონაცემთა ყველაზე მასიური გაჟონვის შესახებ. ცხადია, რომ უსაფრთხოებისა და პრივატულობის მტკიცება სადავო ხასიათის მატარებელია. ის კომპანიები კი, რომლებიც Facebook-ის პარტნიორები არიან, თავიანთ რეპუტაციას რისკის ქვეშ აყენებენ.image

0
40
3-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
40
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0