სხვა ძველი ჩინური მკითხაობა: აირჩიეთ ჰექსაგრამა და გაიგეთ, რა გელოდებათ მომავალში 2018, 24 დეკემბერი, 11:47
„ცვლილებათა წიგნი“ ერთ-ერთი ყველაზე ძველი ჩინური ტექსტია, რომელსაც მკითხაობისთვის იყენებდნენ. ბევრი ფილოსოფოსი ამ ტექსტში საკუთარ კომენტარს ამატებდა, რის წყალობით წიგნი არა მხოლოდ მკითხაობის მეთოდი, არამედ ფილოსოფიური წინამძღვარი გახდა.
კონფუცმა ერთხელ თქვა: „ცვლილებათა წიგნის შესასწავლად კიდევ 50 წელი რომ მქონდეს, ალბათ ბევრ შეცდომას თავიდან ავიცილებდი“.
ცნობილი ფსიქიატრი კარლ იუნგი, რომელიც სიმბოლოების და ძილის ინტერპრეტირებას ახდენდა, თვლიდა, რომ მკითხაობის ეს მეთოდი ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ ადამიანებს არ გამოადგებათ. ცვლილებათა წიგნი, ან როგორც მას კიდევ უწოდებენ „ი-ძინი“. ცვლილებათა წიგნი განკუთვნილია გააზრებული ადამიანებისთვის, ვისაც სურს დაფიქრდეს იმის შესახებ, თუ რას აკეთებს და რა ხდება მის თავს.
„ი-ძინის“ წინასწარმეტყველება ჰექსაგრამებზე არის დაფუძნებული. სულ 64 ჰექსაგრამა არის. ამ მკითხაობაში მათგან მხოლოდ 8 ვარიანტს გთავაზობთ. თქვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კითხვა მოიფიქრეთ და შემდეგ ჰექსაგრამა აირჩიეთ. თქვენ არჩევანი ბევრს გვეტყვის იმის შესახებ, უახლოეს მომავალში რისკენ იქნებით მიდრეკილი. მკითხაობა ცვლილებათა წიგნზე 1.ძინი: წინსვლა (პროგრესი, კეთილდღეობა) ეს ჰექსაგრამა სიმდიდრის ზრდაზე მიუთითებს. თუმცა, სარგებელი რომ მიიღოთ, თქვენც რაღაც უნდა შესთავაზოთ. გულუხვობის წყალობით, ყველა, ვინც თქვენს გვერდით იმყოფება, წარმატების მიღწევას შეძლებს. თქვენი მოვალეობა იმაში მდგომარეობს, რომ მატერიალური და სულიერი სიმდიდრის ზრდას ხელი შეუწყოთ. მეორე მხრივ, ეგოიზმი და სიამაყე სიმდიდრის წყაროს დაბლოკავს. 2.გუ: დაშლა (რაღაცაზე მუშაობა გაუქმდა) ეს ჰექსაგრამა უკავშირდება გარყვნილებას, სხვადასხვა ცდუნების მიმართ სისუსტეს. თუმცა ჰექსაგრამა გირჩევთ იმუშაოთ იმაზე, რაც თქვენს პროგრესს ხელს უშლის. მოგიწოდებთ, უფრო ფრთხილი იყოთ, თითოეული ნაბიჯი კარგად გათვალოთ, რადგან წარუმატებლობის დიდი შანსი არსებობს. 3.ლუ: მოგზაური (მოხეტიალე) ამ ჰექსაგრამის არჩევანი იმაზე საუბრობს, რომ თქვენ თავისუფალი სულის ადამიანი ხართ და გადაწყვიტეთ, ცხოვრება კარდინალურად შეცვალოთ. ცნობისმოყვარეობის და სამეწარმოო უნარის წყალობით მალე აყვავდებით. თუმცა მოხეტიალე არ გახდეთ ისე, რომ ფესვები არ გქონდეთ. დაე, თქვენი გზა სპონტანური და თავისუფალი იყოს, მაგრამ თქვენ დანიშნულების ადგილი უნდა იცოდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება, დაიკარგოთ. 4.ძიანი: ზეცა (შემოქმედება) ეს ცვლილებათა წიგნში პირველი ჰექსაგრამა არის. ხაზების ჰარმონიული განლაგება იმაზე საუბრობს, რომ უახლოეს მომავალში სტაბილურობა და შემოქმედება გელოდებათ. თქვენ საიმედო ადამიანი ხართ და ყველა ძალისხმევა წარმატებით დაჯილდოებული იქნება. შეგიძლიათ იმოქმედოთ. 5.კუნი: მიწა (მიღება) ჰექსაგრამა 6 შუაზე გაყოფილი ხაზისგან შედგება. ეს ქალური ნიშანია, რომელიც მოთმინების და პასიური ცოდნის ღირსებას ხაზს უსვამს. მოვლენების სვლას ხელი არ უნდა შეუშალოთ და ეს როგორც ბრმა თანხმობა ან პასიურობა, არ უნდა განიხილოთ. ძალიან მალე მოგიწევთ მდგომარეობის შესწავლა და ნიშნების წაკითხვა. ამ ცოდნის მიღებით ფრთხილად წინსვლას შეძლებთ. 6.გოუ: შეხვედრა (გადაკვეთა) ჰექსაგრამა იმაზე საუბრობს, რომ შორს უნდა დაიჭიროთ თავი გარკვეული ადამიანებისგან, მაშინაც კი თუ ისინი მიმზიდველები და მომხიბვლელები გეჩვენებათ. გარდა ამისა, საინტერესო შეხვედრისთვის მოემზადეთ, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის. ეს ჰექსაგრამა ურთიერთობასთან კავშირშია. საჭირო ადამიანები ყურადღებით უნდა შეარჩიოთ, რომელიც თქვენ პირად ზრდაში დაგეხმარებათ. 7.ვეი-ძი: მდინარე ჯერ არ გადაგილახავთ (დასრულების წინ) ჰექსაგრამა თქვენს ცხოვრებაში კრიტიკულ მომენტზე საუბრობს. თქვენ მალე მდინარეს გადალახავთ. ეს რთული პერიოდია, რომელიც კარგ ყურადღებას და ფრთხილ ნაბიჯებს მოითხოვს. თუ „მდინარის გადალახვის“ დროს თქვენი „ფეხები დასველდება“, თქვენ ზიანს მოგაყენებენ. ჰექსაგრამა იმაზე საუბრობს, რომ ორჯერ უნდა დაფიქრდეთ, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ. წარმატება ახლოს არის. 8.ში: მეომარი (ჯარი) ეს ჰექსაგრამა მოგიწოდებთ, თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღოთ. დრო მოვიდა, იმოქმედოთ და თქვენი ძალისხმევის ნაყოფი იგემოთ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ აგრესიული უნდა იყოთ. პირიქით, „ჯარი“ დისციპლინას და იერარქიის დაცვას მოითხოვს. პირად ცხოვრებაში ეს იმას ნიშნავს, რომ წარმატება თქვენს მხარეს იქნება, თუ თქვენ თავდაჯერებული და პასუხისმგებლობით აღსავსე იქნებით. ასევე დაგაინტერესებთ: 1. ჯადოსნური გზის უძველესი რუკა: რა სჭირდება დღეს თქვენს სულს? 2. აირჩიეთ მისალოცი ბარათი და გაიგეთ, თუ რა გელოდებათ ახალ წელს 3. თქვენი ტოტემური ცხოველი დაბადების თარიღის და წლის მიხედვით 4. აირჩიეთ ტაროს კარტი და გაიგეთ, თუ რა გელოდებათ წლის ბოლომდე 5. აირჩიეთ მრბოლელი და გეტყვით, თუ რომელი თვისება დაგეხმარებათ გარშემომყოფების გულის მოსაგებად - ფსიქოლოგიური ტესტი 6. ვინ ხართ ენერგეტიკის მიხედვით - მზე თუ მთვარე? (ტესტი) 7. აირჩიეთ ციფრი და ჩვენ თქვენს ასაკს გამოვიცნობთ 8. რას ნიშნავს თქვენი ყვავილი დაბადების თარიღის მიხედვით 9. რომელი ცხოველი დაინახეთ პირველად? ასეთია თქვენი პიროვნება 10. ტესტი, რომელიც თქვენი ფარული ნიჭის გამოვლენაში დაგეხმარებათ
უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი
925 შეფასება არ არის
|