x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ეს კოქტეილი სიცოცხლეს გაგიხანგრძლივებთ! ცდად ღირს
ალბათ ყველამ ვიცით მწყრის კვერცხის სარგებლინობის შესახებ. ის ძალიან ჰგავს ქათმის კვერცხს, თუმცა გაცილებით მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით, უფრო კალორიული და სასარგებლოა და, რაც მთავარია, სამკურნალო თვისებები გააჩნია. ის შეიცავს A და B ჯგუფის ვიტამინებს, განსაკუთრებით - ქოლინი, ასევე - რკინა, კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი, გოგირდი, ფოსფორი, ქლორი, კობალტი, მანგანუმი, სპილენძი, მოლიბდენი და ქრომი. ცილა მდიდარია შეუცვლელი ამინომჟავებით.


image



მინდა, რეკომენდაცია გაგიწიოთ კოქტეილზე, რომელიც ახანგრძლივებს სიცოცხლეს და გააჩნია პროფილაქტიკური და სამკურნალო თვისებები. ეს კოქტეილი კი განსაკუთრებით ეფექტურია ღვიძლის დაავადების, ათეროსკლეროზის, კიბოს, მიოკარდიუმის ინფარქტის დროს და ასევე ამაღლებს იმუნურ სისტემას. კოქტეილის ძირითად ინგრედიენტს სწორედ მწყრის კვერცხი წარმოადგენს.


image




მომზადების ტექნოლოგია და მიღების წესი:


5 ცალი მწყრის კვერცხი ათქვიფეთ, დაუმატეთ 1 ჩ.კ ნივრის ცხიმი, 50 გრ ბიოკეფირი. ეს ყველაფერი კარგად შურიეთ ერთმანეთს. მზა კოქტეილი მიირთვით დილით უზმოზე, საუზმემდე 30 წუთით ადრე.


მწყრის კვერცხის ნაზავი ფორთოხლის ნატურალურ წვენთან ასევე ეფექტურია ასთმის პროფილაქტიკისათვის. ასევე, შეგიძლიათ მწყრის კვერცხი უმად გაურიოთ ხაჭოში, რძეში და სხვა პროდუქტებში, რომელიც გაცილებით სასარგებლოა.



რეკომენდაცია მამაკაცებს - უზმოზე, უმად დალეული მწყრის კვერცხი თავიდან აგაცილებთ იმპოტენციას.




P.S. ჯანმრთელობას გისურვებთ.




0
49
11-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
49
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0