x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
Mediator image
სცადე
image


სცადე და არ ჭამო ღამით და დაიძინე მშიერ კუჭზე. 1_2 კვირის განმავლობაში შენ ნახავ მსუბუქ სიზმრებს და ყოველ დილით გაიღვიძებ კარგ ხასიათზე და ენერგიულად, ნახევარი დღის საწოლში გატარების სურვილის გარეშე.


სცადე და არ დაუმატო საჭმელს ორი სანელებელი - მარილი და პილპილი, და შენ ნახავ რომ შეგიძლია დანაყრდე 2_3-ჯერ ნაკლები რაოდენობის საკვებით, 1_2 კვირის განმავლობაში სხეული შეწყვეტს ზრდას და ერთი თვის შემდეგ შენ საგრძნობლად დაიკლებ (ეხება მხოლოდ ჭარბწონიანებს).


სცადე და არ დალიო მაღაზიაში ნაყიდი გამაგრილებელი გაზიანი სასმელები და შენ იგემებ, თუ როგორი გემრიელია ჩვეულებრივი წყალი და რომ წყურვილის მოსაკლავად საჭიროა გაცილებით ნაკლები.



სცადე ერთი კვირის განმავლობაში იარო და იჯდე გამართული წელით და შენ ნახავ, თუ როგორ გაუმჯობესდება შენი მეხსიერება და რა სწრაფად დაიწყებ ფიქრს.


სცადე და დაიძინე 1_2 საათით ადრე. გათიშე ტელევიზორი და კომპიუტერი და შენ დაიწყებ საკუთარი სურვილების და შემოქმედებითი იმპულსების ხედვას.


სცადე და ორი კვირის განმავლობაში ისაუბრე ტელეფონზე მხოლოდ მნიშვნელოვან საქმეებზე და შენ ნახავ, რომ დღეში 36 საათია.


სცადე და სიგარეტის ხელში აღების სურვილის დროს - აიღე ვაშლი/ბანანი/მანდარინი/ფორთოხალი ან დალიე უბრალო წყალი და ერთი თვის შემდეგ შენ იგრძნობ საკუთარ თავს შეუდარებლად ძლიერად და გამძლედ. გაგიჩნდება უამრავი მოტივაცია და ეს ხასიათზეც დადებითად იმოქმედებს.


სცადე და ყოველ ჯერზე, როდესაც მოგინდება რამე ისეთის გაკეთება რაც გაინტერესებს (თუნდაც პირველად, თუნდაც იშვიათი და ისეთი, რომელიც არ გახასიათებს, მაგრამ ისეთი რომელიც მოგწონს) გააკეთე ეს სწრაფად და გამოაკელი ყოყმანის და ანალიზის წუთები და შენ ნახავ, რომ შეგიძლია გაცილებით მეტი.


სცადე და ყოველ ჯერზე, როდესაც მოგინდება გამვლელს გაუღიმო, თუნდაც რამდენიმე წამით, გაუღიმე (დაივიწყე, ის თუ რა შეიძლება მან შენზე იფიქროს) და შენ ნახავ, რომ ეს ძალიან დადებითად იმოქმედებს შენს ხასიათზე და ასევე უცხოების ხასიათზეც, შენ შეიგრძნობ მათ შენიანებად.


სცადე და უბრალოდ დაწექი მდელოზე, ხეებს შორის, მანქანებისგან შორს, მორცხვობის გარეშე და შენ მოუსმენ საკუთარ თავში ნანატრ სიჩუმეს.

0
47
2-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
Mediator image
47
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0