საზოგადოებრივი ნეანდერტალელები ტყავის ხელჩანთებს ამზადებდნენ 2018, 22 დეკემბერი, 2:50 საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ნენადერტალელთა ერთ-ერთ საცხოვრებელ არეალზე 2013 წელს, მეცნიერებმა აღმოაჩინეს ტყავის დასამუშავებელი იარაღები. ეს იარაღები ძვლისგანაა დამზადებული, მაღალხარისხოვნად დამუშავებული და გაპრიალებული იმდენად, რომ თითქმის არც კი განსხვავდება თანამედროვე ანალოგებისგან. ეს არტეფაქტები დაახლოებით 51 ათასი წლით ანუ ძვ.წ. 490-ე საუკუნით თარიღდება ან ყველაზე ცოტა 41 ათასი წლით ანუ ძვ.წ. 390-ე საუკუნით და კიდევ ერთხელ გვაფიქრებს იმაზე, რომ ნამდვილად გადასახედია შეხედულება იმაზე, რომ ნეანდერტალელები პრიმიტიულნი და დაბალი ინტელექტის მქონე ადამიანები იყვნენ. ეს და სხვა უამრავი აღმოჩენა სწორედ საპირისპიროზე მეტყველებს. გერმანელმა სპეციალისტებმა მაქს პლანკის საზოგადოების ევოლუციური ანთროპოლოგიის ინსტიტუტიდან ასევე მიაკვლიეს ე.წ. ძვლის ნიჩბებს - კარგად დამუშავებულ მრუდე ფირფიტებს, რომლებიც ტყავის გადასაჭიმად და გასაპრიალებლად გამოიყენებოდა. ამ ტიპის ფირფიტებს ძვლისგან დღემდე ამზადებენ და იყენებენ ის ოსტატები, რომლებიც ტყავის ხელჩანთებს ხელით კერავენ. კვლევის თანაავტორი - შენონ მაკფერონი იხსენებს, რომ ძვლის იარაღის ფრაგმენტის განსხვავებულმა ფორმამ მათი ყურადღება მიიქცია და მსგავსი იარაღების ძებნა ნენადერტალელების გვერდით მდებარე სადგომში - აბრიპერიონში დაიწყეს ჯერ კიდევ 2005 წელს. 7 წელიწადში სპეციალისტებმა მიაკვლიეს 3 ნიმუშს. სწორედ ამისშემდგომ დაასკვლენს მათ, რომ საქმე ჰქონდათ სამუშაო იარაღთან. მეცნიერებმა ექსპერიმენტიც მოაწყვეს და ნაპოვნი ძვლის იარაღები - ე.წ. ნიჩბები კომპანია ჰერმესის ხელოსნებს აჩვენეს. მათ მყისიერად ამოიცნეს ხელსაწყო. სწორედ ასეთივე ე.წ. ნიჩბები გამოიყენება დღესდღეობითაც ტყავის ჩანთების შესაკერად, რომელთაგანაც თითოეული მათგანის ფასი 10 ათასი ამერიკული დოლარს შეადგენს. საფრანგეთში ნაპოვნ ნეანდერტალელთა იარაღებს ერთი თავისებურება აქვთ მათ არა ქვისგან, არამედ ძვლისგან ამზადებდნენ, რადგან ნენადერტალელებმა კარგად იცოდნენ, რომ მასალა დრეკადი უნდა ყოფილიყო, ამავდროულად არ უნდა გამტყდარიყო და ერთიანი ფაქტურა ჰქონოდა. ნეანდერტალელებმა ნახეს, რომ ამისთვის არც ხის მერქანი გამოდგებოდა და საბოლოოდ, მასალად ირმის ნეკნები აირჩიეს. წყარო: ჟურნალი "ისტორიანი" და "Nature news" ასევე დაგაინტერესებთ: 1. 400, 000 წლის წინ მთელ ევრაზიაში ნეანდერტალელები იყვნენ გავრცელებული 2. 50, 000 წლის წინ, თერჯოლაში მცხოვრები ადამიანები 3. ევოლუცია - უდავო მეცნიერული ფაქტი 4. ადამიანის გადაშენებული სახეობები განაგრძეთ ძალიან საინტერესო სტატიების კითხვაავტორი: თორნიკე ფხალაძე 161 3-ს მოსწონს
|