განათლება როგორია ინკლუზიური განათლების პროცესი და მასთან დაკავშირებული გამოწვევები ? 2018, 21 დეკემბერი, 19:04 ![]() რაც შეეხება პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებეს, როგორც უკვე აღვნიშნე ინკლუზიური განათლების დანერგვა 2013 წლიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. დღესდღეისობით, საქართველოს ყველა რეგიონში არის პროფესიული დაწესებულებები, სადაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭირების პირს შეუძლია დაეუფლოს პროპესიას. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პროფესიათა ჩამონათვალი არ არის მწირი და რომ ის მოიცავს ფართო სპექტრს. ისევე როგორც სკოლებში, აქაც პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში დგება ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, რომლის მიხედვითაც წარიმართება სწავლეის პროცესი. სწავლების დასრულების შემდგომ კი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დახმარებით მოსწავლეებს შანსი ეძლევათ დასაქმდნენ საკუთარი პროფესიით სხვადასხვა დაწესებულებებში. ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებით განსხვავებული მდომარეობა არსებობს სკოლებსა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში. განსხვავებები აღინიშნება მორალური და ეთიკური კუთხით, თუ სკოლებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების დისკრიმინაცია ხდება, პროფესიულ საგანმანათებლო დაწესებულებებში უფრო მეტი მიმღებლობა და ღიაობაა მათ მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ინკლუზიური განათლების დანერგვის პროცესი დაწყებულია, ქვეყანას რჩება რიგი გამოწვევები რომელთა შესრულება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის განვითარებისთვის. მთავარ გამოწვევად შეგვიძლია მივიჩნიოთ არაადაპტური გარემო, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ სკოლაში დამაგრებულია პანდუსები, სართულიდან სართულზე გადაადგილება მაინც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს მოსწავლეებისთვის. მათ სჭირდებათ თანაკლასელების დახმარება, რიგ შემთხვევებში გადაადგილება ხდება ხელში აყვანით ეტლთან ერთად, რაც თავისხმრივ იწვევს ინდივიდის მხრიდან არასრულფასოვნების შეგრძნებას, რადგან დამოუკიდებლად არ შეუძლიათ შენობის შიგნით გადაადგილება. ერთ-ერთ პრობლემად განვიხილოთ მასწავლებელებისა და მოსწავლეების დამოკიდებულებაც, რომელიც არაადეკვატურად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რადგან ხშირ შემთხვევაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი არ არის ჩართული გაკვეთილის პროცესში, ასევე მასწავლბელები ხშირად იყენებენ არაეთიკურ სიტყვებს, რაც ქმნის უხერხულობის შეგრძნებას. სამწუხაროდ საზოგადოებაც არაა მზად მიიიღოს შ.შ.მ და ს.ს.ს.მ პირები, ამიტომაც სახელმწიფო ვალდებულია მეედიის დახმარებით განახორციელოს პიარ კამანიები იმასთან დაკავშირებით, რომ განსხვავებულობა აუცილებელიც კია საზოგადოებისათვისა და ქვეყნის განვითარებისთვის. დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ინკლუზური განათლების დანერგვის პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს, თუმცაღა რჩება რიგი პრობლემები რომლებზეც სახელმწიფომ ჯერ კიდევ უნდა იმუშაოს, რათა მოვახერხოთ საზოგადოებაში ინკლუზური განათლების ადაპტირება. საჭიროა ცვლილებები როგორც საკანონმდებლო დონეზე, ასევე მათი პრაქტიკაში გამოყენება. მნიშვნელოვანია ეტაპობრივად მოხდეს ჩვენი სისტემების მონიტორინგი, რათა შევაფასოთ განხირციელებული რეფორმების შედეგები და მიზნად დავისახოთ საზოგადოების ცოდნის ამაღლება ამ საკითხთან დაკავშირებით. 98 შეფასება არ არის
|