სხვა 12 საშობაო ტრადიცია მთელი მსოფლიოდან,რომლებიც გაგაკვირვებენ 2018, 21 დეკემბერი, 16:10 ![]() პრინციპში, ტრადიციებს ერთი რამ ახასიათებთ - გააკვირვონ ყველა, იმ ადამიანების გარდა, რომლებიც მათ იცავენ. მართლაც, როგორ გაგაკვირვებს ის, რასაც ბავშვობიდან მიეჩვიე და ასრულებ? მოდი, ერთად გადავხედოთ მთელი მსოფლიოდან შეკრებილ წინასაახალწლო ტრადიციებს. იაპონია 70-იან წლებში იაპონიაში KFC-ს ქსელი რეკლამას უკეთებდა შემწვარ ქათამს, როგორც ტრადიციულ საახალწლო კერძს. მას შემდეგ იაპონიაში საახალწლო ვახშამზე აუცილებელ კერძად ითვლება KFC-ს ქათამი. ![]() ![]() ![]() ჩეხეთი ჩეხი გასათხოვარი გოგოები ფეხსაცმელს მხარს უკან ისვრიან, უახლოესი კარის მიმართულებით. თუ ფეხსაცმელი ჭვინტით კარისკენ დაეცა, იმ წელს გოგო გათხოვდება. ![]() ესპანეთი ტიო დე ნადალი - ხის მორი მოღიმარი სახით და წითელი ქუდით. მას კატალონიური სანტა კლაუსიც შეიძლება ვუწოდოთ. ტრადიციის თანახმად, მასზე ბავშვებმა უნდა იზრუნონ 8 დეკემბრიდან შობის ღამემდე. მას ნაჭრებით რთავენ და ტკბილეულით უმასპინძლდებიან, შემდეგ კი ტიო დე ნადალი საჩუქრებს “შვრება". ![]() ინდოეთი ინდოეთში ბანანის ან მანგოს ხის მორთვაა მიღებული, რადგან წიწვოვანი მცენარეები იქ ნაკლებადაა. ![]() საფრანგეთი 13 დესერტი - პროვანსში მიღებული ტრადიციაა, რაც სიმბოლურად იესოს და მის 12 მოწაფეს უკავშირდება. ყველა კერძი აუცილებლად შობაზე უნდა შეიჭამოს. ![]() შვედეთი შვედეთის ქალაქ ევლეში, 60-იანი წლებიდან მოყოლებული, უზარმაზარ თხას აკეთებენ თივისგან და შემდეგ წვავენ. ![]() მექსიკა მექსიკის ქალაქ ოაჰაკაში ბოლოკის ღამე აღინიშნება, როცა ქალაქის მცხოვრებლები ბოლოკისგან სხვადასხვა ფიგურებს ჭრიან. ![]() ლათინური ამერიკა ლათინური ამერიკის ბევრ ქვეყანაში საჩუქრები სანტა-კლაუსს კი არა, პატარა იესოს მოაქვს. ![]() ავსტრია, გერმანია, ჩეხეთი, უნგრეთი და სლოვენია კრამპუსი -ცენტრალურ ევროპაში ცნობილი პერსონაჟია. ის საშიში არსებაა, სანტა-კლაუსის ანტიპოდი. ევროპის ბევრ ქალაქში კარნავალებიც კი ტარდება, რომლის დროსაც დემონებად გადაცმული ადამიანები ავსებენ ქუჩებს. ![]() კოლუმბია ნოვენნა - ძველი კოლუმბიური ტრადიციაა, რომლის თანახმადაც, 16 დეკემბრიდან მოყოლებული, ადამიანები 9 დღეს ლოცულობენ. ლოცვების დასრულების შემდეგ გულუხვი და გემრიელი ვახშამი იმართება. ![]() 429 შეფასება არ არის
|