საქართველო პანიკაში არიან “შტაბკვარწირაში” და იმ “სკაიპასაც” ატყუებენ…” - გიორგი ყუფარაძე 2018, 19 დეკემბერი, 8:05 ქართული ოცნების” წარმომადგენელი, გიორგი ყუფარაძე გაერთიანებული ოპოზიციის შესახებ “ფეისბუქის” გვერდზე სარკასტულ პოსტს აქვეყნებს: “პანიკაში არიან “შტაბკვარწირაში”, ახლა თათბირობენ, სად გავიქცეთ, ყველას გვიჭერენო… რა 800.000 ადამანის გამოყვანა, 200 კაცს ვერ კრებენ და იმ “სკაიპას”-აც ატყუებენ და ფულს ახევენ, კარვებში ხალხი გვიზისო… ცარიელია მიშა კარვები ცარიელი… აქცია არა ის კიდე… ახლა ყურადღებაა საჭირო, მელია და დანარჩენები რომ “არ მოტყდნენ” წითელი ხიდით!” – წერს ყუფარაძე ცნობისთვის, გაერთიანებული ოპოზიცია დღეს აქციებს გეგმავდა. გუშინ გრიგოლ ვაშაძემ თქვა, რომ “შეუწყვეტელი აქციები” სწორედ დღეიდან, 18 დეკემბრიდან დაიწყებოდა, თუმცა დაპირება არ შესრულდა. “ძალა ერთობაშია” -ს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ აქცია დღეს აღარ გაიმართება, ვინაიდან, გეგმების შეცვლა ყოველდღიურ რეჟიმში უწევთ. “ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევს გეგმების ცვლილება. გუშინ ჩვენ არ ველოდით, რომ კირკიტაძეს დააკავებდნენ. ხვალ იქნება სასამართლო პროცესი, როგორც ვიცით, თუ ესეც ჩუმად არ ჩაატარეს. დღეს ჩვენი მთავარი ამოცანაა, დასავლურ სამყაროს ვაცნობოთ, რომ ძალიან სწრაფი და მყისიერი რეაქცია იყოს მათი მხრიდან. დღეს აქცია არ გვექნება. დღევანდელი დღე გვაქვს იმისთვის, რომ სამართლებრივად ყველაფერი დავალაგოთ, რომ შესაბამისი ინფორმაცია მიიღოს დიპლომატიურმა კორპუსმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით”, – განაცხადა ვაშაძემ. დავით კირკიტაძე სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით დააკავეს, რაც რაც პოლიციის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობის გაწევას და ძალადობას გულისხმობს. კირკიტაძე შსს-მ გურჯაანში დააკავა. ამ დროს ის თანაგუნდელთან, ნიკა მელიასთან ერთად იყო. დაკავებული შიმშილობს, რადგან ის თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ამასთან, 16 დეკემბერს “ფეისბუქ”-მიმართვაში საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მოქალაქეებს მოუწოდა, რუსთაველის გამზირზე საპრტოტესტო აქცია მოეწყოთ, ვინაიდან მმართველმა გუნდმა არჩევნები მოიპარა, ხოლო ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლება უნდა დათმოს. ამ დღეს მცირე აქცია მართლაც შედგა, თუმცა, ოპოზიციონერი ლიდერების გადაწყვეტილებით, აქციის მონაწილეები მალევე დაიშალნენ. აქციამდე, იმავე დღეს, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად გურჯაანში “ნაციონალური მოძრაობის” აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა {თქვენთვის საინტერესო} 1. მსოფლიოსთვის სამაგალითო აკრძალვა შვედეთისგან! 2. საკვები პროდუქტები, რომლებიც ღამით უნდა მიირთვათ! 3. როგორ ვუმკურნალოთ ყელის ტკივილის სახლის პირობებში? 4. ვინ იყო მანსა მუსა? - 10 საინტერესო ფაქტი მსოფლიო ისტორიის უმდიდრესი ადამიანის შესახებ! 5. კლეოპატრა VII - 5 სიმართლე ეგვიპტელი დედოფლის შესახებ! 661 7-ს მოსწონს
|