ანეკდოტები სასაცილო ანეკდოტები 2012, 12 ივლისი, 1:36 ![]() ![]() * * * ორი ქუთაისელი მეგობარი შეთანხმდა: რომელიც პირველი მოკვდება, ცოცხალს სიზმარში გამოეცხადება და ეტყვის, არსებობს თუ არა ფეხბურთი საიქიოშიც. მართლაც, ერთი რომ გარდაიცვალა, მეორე დღეს მეგობარს სიზმარში გამოეცხადა და უთხრა: – ახლა ორი ამბავი უნდა გითხრა, კაი და ცუდი. – მიდი, აბა, – შეაგულიანა მეორემ. – ფეხბურთს აქანა ნამდვილად თამაშობენ. ეგი კაი ამბავი. – აბა, ცუდი რაღაა?! – ხვალინდელ მატჩში სასტავში ჩაგწერენ. არ დეიგვიანო, იცოდე! *** – გამარჯობა, სევასტიჩ! რავა ხარ? – იცოცხლე! რავა ვიქნები? ქე ვარ ხაბურზაკივით. – მაი რაფრაა? – მუცელი მებერება და კუდი მიხმება... *** – ექიმო, რატომაა, რომ ალკოჰოლი ახალგაზრდებს თავში უვარდებათ, მოხუცებს კი ფეხს ურევს? – უბრალო ამბავია, ალკოჰოლი ყოველთვის სუსტ ადგილებს ურტყამს. *** კარზე ზარია. კახელი ექიმი ზაქრო კარს აღებს. მის წინ ჩონჩხი დგას. – ვაა, ჯო, – ბურტყუნებს ზაქრო, – სუ იგრეა, რაა! ე ჩემანალები, ბოლო წუთამდე, მინამ თავ არ მაიკლავენ, არ მავლენ ხოლმე, რა! * * * – აქ ბოსტანი ხარობს? – არა. – ვაზი? – არც ვაზი. – თქვენ რა იცით, დაგირგავთ? – ახლა... თუ დარგე, შეიძლება ქეც იხაროს. * * * ექიმი: მაშ, თქვენ სექსუალური სიზმრები გაწუხებთ, არა? პაციენტი: ვინ თქვა, მაწუხებსო?! * * * ქუთაისელი ბრიუსელიდან დაბრუნდა და მეზობლებს შთაბეჭდილებებს უზიარებს. – იგი თუ მოგეწონა, ბიჭი რომ ფსამს მოედანზე? – ეკითხება ერთი ცნობილ ქანდაკებაზე. – რაა მოსაწონი და გასაკვირი, ჩვენში მოედანზე დიდებიც ფსამენ! * * * ლაკონური ანეკდოტი: სვანმა გველი მოკლა და წყლის შლანგი აღმოჩნდა. * * * ორი მთვრალი ბანცალით მიდის ღამე ქუჩაში. – ისე ბნელა, როგორც ზანგის უკანალში, – ამბობს ერთი. – იქ როდისღა იყავი? – უკვირს მეორეს. * * * ქუთაისელები დოღზე არიან. – მესამე ნომერ ცხენზე დადევი, სიმონ, მეიგებ! – ეუბნება ერთი მეორეს. – რა იცი, სიმონ, რომ მევიგებ? – ჟოკეის ველაპარაკე. – იქამდე თუ მიხვედი, ბარემ ცხენსაც მოლაპარაკებოდი, შე დურაკო! * * * – ექიმო, ოპერაციის შემდეგ ველოსიპედით ვივლი? – რა თქმა უნდა. – მე ორბორბლიანზე გეკითხებით. – კი, ორბორბლიანითაც ივლით. – ვა, რა კაი ყოფილა ე ბრმა ნაწლავის ოპერაცია! ბავშვობიდან ვერაფრით ვერ ვისწავლე ორბორბლიანი ველოსიპედით სიარული. * * * – ქალო, შარვალი აღარ უნდა გამირეცხო? – ახლა ფემინიზმის ეპოქაა, ქალი და მამაკაცი აბსოლუტურად თანასწორები არიან. – მერე? – მერე და შენით გაირეცხე შენი შარვალი. – კარგი, მაშინ წამომყევი ეზოში. – რა მინდა ეზოში? – პიანინო ამომატანინე მეხუთე სართულზე. * * * – ძალიან ბინძური ცოლი მყავს, მის გაკეთებულ საჭმელს ძაღლიც არ შეჭამს, მის გვერდით ღორიც არ იკადრებს დაწოლას, – შესჩივის ჯოტია ძმაკაცს. – მე გასწავლი, რაც უნდა ქნა. ყოველ ღამე სამ–სამჯერ დასექსე, სიმონ. ათ დღეში ვეღარ გოუძლებს და გაფშიკავს ფეხებს. ჯოტიამ დაუჯერა. მეცხრე დღეს ძმაკაცი ესტუმრა სახლში. ჯოტია გამხდარა, გაშავებულა, თვალში ძლივს იხედება. – როგორაა საქმე? – ეკითხება მეგობარი. – მესამე დღიდან დეიწყო გაკეკლუცება, კაი საჭმელებსაც ამზადებს, სულ მღერის და მხიარულობს, სულ ბანაობს და სუნამოებს იპკურებს... ეჰ, საწყალი, რა იცის, ხვალ რომ ფეხებს გაჭიმავს! დაბნეული ცოლ–ქმარი გარაჟთან დგანან. – რა მოგივიდათ? – ეკითხება მეზობელი. – რა და, გარაჟის გასაღები სახლშია, სახლის გასაღები – მანქანაში, მანქანა – გარაჟში... რა გვეშველება ახლა? * * * – რა ღირს ეს ქსოვილი? – 12 ლარი, ქალბატონო. – მეტრი? – არა, კილომეტრი! * * * – ექიმო, მიშველეთ, ცოლი გამიგიჟდა! იძახის, თხილი ვარო. – მერე მოიყვანე სასწრაფოდ! – გავტეხო თუ ისევე, ნაჭუჭიანად მოვიყვანო? * * * – არ გინდა, ცურვა ისწავლო? – რა მეჩქარება, მოვესწრები, ჯერ ხომ არ ვიხრჩობი... * * * ოჯახი ახალ ბინას ზეიმობს. ყურისწამღები ხმაურია. რაკავს ტელეფონი. ცოლი ყურმილს იღებს და ცოტა ხანში ქმარს ეუბნება: – კიდევ კარგი, რომ ბინა ჩვენს ქვემოთ სართულზე არ ავიღეთ. – რატომ? – ახლა ქვემოდან დარეკეს, ისეთი ხმაურია, საცაა გავგიჟდებითო. * * * ქალაქელი აგრონომი სოფელში ჩავიდა და იქაურ აგრონომს ჭკუას არიგებს: – თქვენ არასწორი მეთოდებით მუშაობთ. – მაინც? – აი, მაგალითად, თუნდაც ეს ხე ავიღოთ. გამიკვირდება, თუ თქვენ ამხელა ხიდან ერთ კილოგრამ ვაშლს მაინც აიღებთ. – ეს მეც გამიკვირდება, – ეუბნება სოფლის აგრონომი, – ეგ მსხლის ხეა. * * * გადაპრანჭული ქალი ამაყად მიაბიჯებს ქუჩაში. ხედავს, საპირისპირო მხრიდან მისკენ ხელებგაშლილი კაცი მოაბიჯებს. – აუ, ახლა მომხვევს ხელებს! – გაიფიქრა ქალმა და ელვისებურად გაუშალა კაცს სახეში მარცხენა ხელი. გაისმა მინის მტვრევის ხმა. – აუუ! – დაიყვირა კაცმა, – უკვე მეშვიდედ ვერ მივიტანე შუშა სახლამდე! * * * – ძვირფასო ტელემაყურებლებო, – აცხადებს ტელეწამყვანი, – ახლა კი მოაცილეთ ტელევიზორს ისეთი ნივთები, რომლის ეკრანისთვის სროლა შეიძლება. ორ წუთში ეკონომიკის მინისტრი გამოვა და გვეტყვის, თუ რამდენი პროცენტით გაძვირდება კომუნალური გადასახადები. * * * შერლოკ ჰოლმსი სასაფლაოს ათვალიერებს. ერთ საფლავთან ჩერდება და კითხულობს: "აქ განისვენებს ძლევამოსილი გენერალი და დიდებული ადამიანი". – ორი დაუმარხავთ ერთმანეთზე ერთ საფლავში, – "გამოიცნო" ჰოლმსმა. * * * ბიჭმა ათთეთრიანი მონეტა გადაყლაპა. შემოეხვია ხალხი, აღარ იციან, როგორ დაეხმარონ ბავშვს. შეგროვილ ჯგუფს ერთი მარჯვე კაცი გამოეყო, ბიჭთან მივიდა და წარბშეკრულმა მკაცრად უყვირა: – აბა, ახლავე გადმოაგდე ფული! ბიჭმა ფერი დაკარგა და წამსვე გადმოაგდო მონეტა პირიდან. – ექიმი ხართ, ბატონო? – ეკითხებიან წარბშეკრულ კაცს. – არა, საგადასახადოში ვმუშაობ. * * * ერთი ქუთაისელი მეორეს ეკითხება: – ბუჯო, წყალი მოდის თქვენთან ზასტავაზე? – რაის წყალი, შე ჩემა, წყალი კრანში კი არა, სიმონ, რიონშიც აღარ მოდის, ბაყაყები ერთმანეთს აფურთხებენ და ისთე გრილდებიან. * * * ბაბუა და შვილიშვილი სეკას თამაშობენ. ცოტა ხანში ბაბუა აყვირდება: – მატყუებ, მატყუებ, შე პატარა შულერო! შენ იცი, რა ემართება მას, ვინც კარტში იტყუება? – ვიცი, ბაბუ. – აბა, თქვი! – იგებს. * * * – ეგერ, კაცი რომ მიდის, ხომ ხედავ? მაგის კაბინეტის კართან რომ მიგიყვანა, დეიშოკები, სიმონ! – რეიზა? – მაგის კაბინეტიდან ქალების კვნესა–კივილის ხმა გამოდის, ჭკუიდან აიწევი! – ამფერი საქსუალურია ეს გამწლეული კაცი?! – სექსუალური არა, კბილის ექიმია. * * * – ძვირფასო, ამ ბოლო დროს შენზე გულმოსული ვარ. შენ ჩემზე უფრო ფეხბურთი გიყვარს, – სლუკუნებს ცოლი. – დაწყნარდი, ძვირფასო, – ამშვიდებს ქმარი, – სამაგიეროდ ჰოკეიზე მეტად მიყვარხარ. * * * ქუთაისელმა ლას ვეგასის კაზინოში თანაქალაქელი ნახა. – აუ, ანზორია, რაფრა გამიხარდა შენი დანახვა! რომელ სასტუმროში გაჩერდი? – ჯერ არ ვიცი, რაცხა ოთხი დღეა, რაც აქანე შემევედი. * * * ქუთაისელი ჩალურჯებული თვალით მივიდა სამსახურში. – რა მოგივიდა, კაცო? – ეკითხებიან. – უძილობა მჭირს. – მერე? – ღამის სამ საათზე ვრეკავ ხოლმე ტელეფონზე და ვეკითხები, აბა, თუ გამოიცნობთ, ვინ ვარ–მეთქი. – მერე? – წუხელ ერთმა ახვარმა გამოიცნო... 5011 7-ს მოსწონს
|