ელ. წიგნები 6 ყველაზე უნიკალური კუნძული ჩვენს პლანეტაზე! 2018, 21 დეკემბერი, 21:39 კუნძული გოკი - ჩინეთი ჩინეთში მდებარე გოკის კუნძული, ასევე ცნობილია როგორც "ბუნება ყოველთვის იმარჯვებს" სახელწოდებით. ასეულობით წლის წინ, კუნძულზე ცხოვრობდნენ ადგილობრივები, რომლებიც თავს მხოლოდ თევზაობით ირჩენდნენ, მოგვიანებით კუნძული ყველა მოსახლემ დატოვა და შედეგიც სახეზეა - რეალური გამწავანება, რასაც ალბათ ვერსად ნახავთ. დედაბუნებამ შთანთქა ყველაფერი, რაც კი ადამიანმა შექმნა. კუნძული მავრიკი მავრიკის კუნძული მდებარეობს ინდოეთის ოკეანის დასავლეთ ნაწილში. თუმცა ეს არ არის უკაცრიელი კუნძული, ამ პატარა კუნძულოვან რესპუბლიკაში, უკანასკნელი მონაცემებით 1 196 383 ადამიანი ცხოვრობს. მავრიკის დედაქალაქი პორტ-ლუია, სადაც კუნძულის მოსახლეობის 78% ცხოვრობს. მავრიკი ტროპიკული სამოთხეა. კუნძულის ტერიტორიის დაახლოებით მესამედი უკავია ტროპიკულ ტყეებს. არსებობს სხვადასხვანაირი ფაუნა, მათ შორის ენდემური სახეობებიც. ამ ულამაზეს ადგილში მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ადამიანები ცხოვრობენ. გველის კუნძული კვადრატულ მეტრზე 1 გველი მაინც არის. კუნძულზე დაახლოებით 40 000 გველი ბინადრობს. ბრაზილიის მთავრობა, მეცნიერების გარდა კუნძულზე შესვლის უფლებას არავის აძლევს. კუნძული ბუვეტი კუნძული მდებარეობს ატლანტის ოკეანის სამხრეთით და სამხრეთ აფრიკის სამხრეთ-დასავლეთით. ბუვე არის ნორვეგიის დამოკიდებული ტერიტორია, რომელიც მდებარეობს სამხრეთის 60°-იან პარალელზე. ამ ტერიტორიაზე არ ვრცელდება ანტარქტიდის შესახებ შეთანხმება. კუნძულის ფართობი შეადგენს 49 კმ²-ს, ტერიტორიის 93 % ყინულებს უკავია. ბუვედან 2500 კილომეტრის დაშორებით, მდებარეობს ქალაქი კეიპტაუნი. ნაგულისხმევი უკაცირელი კუნძული არის მსოფლიოს ყველაზე შორეული კუნძული. კუნძული პირველად ჟან-ბაპტისტ ჩარლზ ბუვეტ დე ლოზიერმა 1739 წელს აღმოაჩინა, თუმცა ინფორმაცია, რომელიც აღმომჩენმა გაავრცელა არასწორი გამოდგა, აქედან გამომდინარე კუნძულის პოვნა ვერ მოხერხდა. მოგვიანებით 1808 წელს, ინგლისელმა ვეშაპზე მონადირემ, ჯეიმს ლინსდეიმ კუნძული კვლავ აღმოაჩინა, მისი სახელი ამჯერად შეიცვალა "ლივერპულით". საბოლოოდ 1971 წელს, მეცნიერებმა გადაწყვიტეს ჟან-ბაპტისტ ჩარლზ ბუვეტ დე ლოზიერის სახელწოდება შეერქვათ კუნძულისთვის, რადგან მან პირველმა აღმოაჩინა კუნძული. მას შემდეგ ცნობილია, როგორც ბუვეტის კუნძული. კლიპერტონის კუნძული კლიპერტონის კუნძული საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიაა მარჯნის ატოლით, მდებარეობს წყნარი ოკეანის ჩრდილო–აღმოსავლეთ ნაწილში, კოსტა–რიკის დასავლეთით. ამჟამად კუნძულს უშუალოდ პარიზი მართავს. 1910 წელს კუნძულზე აშენდა შუქურა, ამის შემდეგ განხორციელდა ადამიანების ჩასახლება. პირველად კუნძულზე 100 ოჯახი დაასახლეს, ყოველ 2 თვეში ერთხელ კუნძულზე გემის საშუალებით გადაჰქონდათ საკვები პროდუქტები და სხვა საჭირო ნივთები. თუმცა 1914 წელს მექსიკის სამოქალაქო ომმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა, კუნძულზე გემების ტრანსპორტირება შეწყდა, კლიპერტონის მოსახლეობის არსებობა მსოფლიოს ფაქტიურად დაავიწყდა. საბოლოოდ 1917 წელს, კუნძულზე 3 ქალი და 8 ბავშვი იპოვეს გადარჩენილ მდგომარეობაში. კუნძული ერნსტ თელმანი კუნძული მდებარეობს კუბასთან ძალიან ახლოს. 1972 წელს, ფიდელ კასტრომ დასავლეთ გერმანიის ლიდერს, ერიხ ჰონკერს უსაჩუქრა ერნსტ ტელმანის საპატივსაცემოდ. კუნძულზე ადამიანები არ ცხოვრობენ, არის კაცობრიობისგან იზოლირებული. სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი {თქვენთვის საინტერესო} 1. მსოფლიოსთვის სამაგალითო აკრძალვა შვედეთისგან! 2. როგორი იქნება 2019 წელი ვერძებისთვის? 3. ადამიანის სხეულის ბუნებასთან შერწყმა - 30 ფოტო, მონიკა კარვალიოს შესრულებით 4. განკითხვის დღის შიშმა, მამაკაცს ასეთი რამ გააკეთებინა! 5. ვინ იყო მანსა მუსა? - 10 საინტერესო ფაქტი მსოფლიო ისტორიის უმდიდრესი ადამიანის შესახებ! 6. კლეოპატრა VII - 5 სიმართლე ეგვიპტელი დედოფლის შესახებ! 7. 6 ბნელი სიმართლე იაპონიის შესახებ! 8. როგორ ვუმკურნალოთ ყელის ტკივილის სახლის პირობებში? 551 4-ს მოსწონს
|