საქართველო დავით კირკიტაძე დაკავებულია! 2018, 17 დეკემბერი, 17:35 კახეთში, გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე დააკავეს. კირკიტაძესთან ერთად იმყოფებოდა პარტიის კიდევ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია. როგორც "ინტერპრესნიუსს" „ნაციონალურ მოძრაობაში“ განუცხადეს, ოპოზიციის ლიდერები გურჯაანში, გუშინდელი აქციისას დაზარალებულის სანახავად წავიდნენ. პარტიის ინფორმაციით, ნიკა მელიას და დავით კირკიტაძეს დაყვებოდა სუს-ის მანქანა, რომელშიც მსხდომებმა თავდაპირველად უარყვეს, რომ ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლები იყვნენ, თუმცა შემდეგ ამ მანქანიდან გადმოცვივდნენ და დავით კირკიტაძე წაიყვანეს. ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის ამ დროისთვის უცნობია თუ სად არის გადაყვანილი კირკიტაძე. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, კირკიტაძე 353-ე მუხლით არის დაკავებული რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. 139 1-ს მოსწონს
|