სხვა უცნობი არქიტექტორი, რომელიც ფერიებისთვის ციცქნა სახლებს აშენებს 2018, 15 დეკემბერი, 21:05 რწმენა უცნაური რამაა, ათას საოცრებას ჩაგადენინებს და ბევრ რამეს დაგაჯერებს. ცოტა მისტიკურია, როდესაც ზრდასრულ ადამიანს სწამს ფერიების, ან სხვა მითოლოგიური არსებების არსებობის, თუმცა ალბათობის თეორიას თუ დავეყრდნობით ვერაფერს გამოვრიცხავთ...
ვინ არიან ფერიები?
ფერიები მითოლოგიური არსებები არიან, რომელნიც სულის ტიპისაა ანუ არა ხორციელი. ხშირად ის აღწერილია, როგორც ზებუნებრივი ქმნილება.
ფერიებს ხშირად შევხვედრივართ ზღაპრებსა თუ ლეგენდებში, ჩვენს საყვარელ ფილმებში და მრავალ "უხილავ ტერიტორიაზე", მაგრამ რეალობაში?
რეალობაში ვინც ისინი იხილა ყველას საგიჟეთში უკრეს თავი, თანაც ისე რომ მათი ძებნა არავის დაუწყია... საზოგადოებაში გამეფებულია აზრი რომ ისინი არ არსებობენ, თუმცა ეს უცნაური რწმენით აღვსილი უცნობი არქიტექტორი, რომლის შემოქმედებასაც ამ პოსტში წარმოგიდგენთ ასე ნამდვილად არ ფიქრობს... ეს ციცქნა სახლი იპოვეს ბალაგლას გლენში კუნძულის ერთ მხარეს აღმოაჩინეს ეს ადამიანის სახლის მინიატურული ვერსია კუნძულის მეორე მხარეს დგას ეს მშვენიერი სახლუკა, ჩანჩქერის მახლობლად აქ კი ვხედავთ დელიკატურად ხისგან მოჩუქურთმებულ ციცქნა სახლს ეს სახლი მეტად განსხვავებულია სხვებისაგან რადგან ის ხეშია ნაკვეთი ეს სახლი კი ქვისგანაა დამზადებული და კოშკის რეპლიკაციაც შესანიშნავადაა შემუშავებული 26 1-ს მოსწონს
|