სიახლეები ექიმები: რამდენად სწრაფად არბიხართ კიბეებზე, განსაზღვრავს თქვენი სიცოცხლის ხანგრძლივობას, კიბოს განვითარებისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკებს(ვრცლად) 2018, 16 დეკემბერი, 8:23 რამდენად სწრაფად არბიხართ კიბის საფეხურებზე, განსაზღვრავს თქვენი სიცოცხლის ხანგრძლივობას3 სართულის კიბეების ავლა/არბენა სწრაფად, ხაზს უსვამს სიჯანსაღის მნიშვნელობასა და მდგომარეობას. - სავარჯიშოს შესრულება( 3 სართულის კიბეების გაუჩერებლად არბენის უნარი) პროგნოზირებს: გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, კიბოსა და სხვა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილის რისკებს.
-
ჩატარებული კვლევის მოკლე მიმოხილვა: აირჩიეს კორონარული არტერიის(გულის მკვებავი არტერიის) დაავადების მქონე 12 615 ადამიანი. მონაწილეებს შესთავაზეს და შეასრულებინეს სხვადასხვა დავალებები(ფეხით ინტენსიური სიარული, გადაუღეს ექოკარდიოგრაფია, შეამოწმეს სარქველების მდგომარეობა და ა.შ.)
5 წლის განმავლობაში დაფიქსირდა 1253 გულ-სისხლძარღვთა დაავადებით გამოწვეული გარდაცვალება, 670 - კიბოს და 650 სიკვდილი სხვა მიზეზიდან გამომდინარე. გულ-სისხლძარღვთა დაავადებით სიკვდილის რიცხვი 3-ჯერ უფრო მაღალი იყო იმ პაციენტებში, რომლებმაც დაავადება ვერ შეასრულეს შესაბამისად.
-
კვლევის ავტორი დოქტორი იესო პეტერო ამბობს: ''ჩვენი შედეგები ცხადყოფს, ვარჯიშისა და სიარულის კარგ გავლენას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. სხეულის წონის შენარჩუნების გარდა ფიზიკური აქტივობა დადებით გავლენას ახდენს სისხლის წნევასა და ლიპიდებზე, ამცირებს ანთებას და აუმჯობესებს სხეულის იმუნურ პასუხს სიმსივნურ დაავადებებზე ''
იგი ამბობს, რომ ადამიანებს საკუთარი გულის მდგომარეობის შესაფასებლად არ სჭირდებათ ექოკარდიოგრაფია. ამის გაგება მარტივი ტესტის ჩატარებითაც შეიძლება.
-
''თუ კი თქვენ შესვენების გარეშე შეგიძლიათ 3 ან 4 სართულის ავლა, ეს ნიშნავს, რომ თქვენი გული შესანიშნავად ფუნქციონირებს, ხოლო თუ არა - მაშინ ეს უკვე იმის ნათელი მანიშნებელია, რომ მეტი გავარჯიშება გჭირდებათ(ან დარღვევები გაქვთ და მიმართეთ ექიმს)''.
-
ESC-ის რეკომენდაცია: 150 წუთი საშუალო აერობული, ფიზიკური აქტივობა კვირაში ან 75 წუთიანი უფრო აქტიური, ენერგიული ფიზიკური დატვირთვა ასევე კვირაში, განაპირობებს გულის გაჯანსაღებას და იმუნიტეტს, გაუმკლავდეს ორგანიზმი მცირე დაავადებებს(გულან დაკავშირებულს) მარტივად.
"ეს კვლევა აძლიერებს იმ აზრის ჭეშმარიტებას, რომ წვრთნა, ფიზიკური ვარჯიში, სიარული მართლაც სასარგებლოა როგორც სისხლძარღვთა, ისე ონკოლოგიური დაავადებებისათვის" - პროფესორი ენდრიუ ფრიმანი
-
''ჩვენ უკვე დიდი ხანია წინასწარ ყოველგვარი გასინჯვის გარეშე ვიგებთ, არის თუ არა რომელიმე კონკრეტული პაციენტის გული ქირურგიულად სამკურნალო. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ვეკითხებით რა აქტივობებს აკეთებს ყოველდღიურად და შეუძლია თუ არა კიბის საფეხურებზე ''ფრენა''(ფრენა-ფრენით ავლა)?
-
რამდენად სწრაფად და დაუღალავად ადიხართ კიბეებზე განსაზღვრავს თქვენი სიცოცხლის ხანგრძლივობას.
თუ თქვენ 4 სართულის ავლა 1 წუთზე ნაკლებში შეგიძლიათ ეს ნიშნავს, რომ თქვენი გულ-სისხღლარღვთა სისტემა შესანიშნავად ფუნქციონირებს.
- რა ხდება მაშინ როცა ამ ტესტს ვერ ვაბარებთ? -
როგორც ბევრი ბიზნესმენი გვასწავლის ''ყველაზე კარგი მასწავლებელი მარცხია''. ამ ტესტის შედეგის მიხედვით(იმ შემთხვევაში თუ 4 სართული მძიმე ასავლელია თქვენთვის და გადაადგილების მანძილზე გქონდათ გახშირებული სუნთქვა და ძლიერი ტკივილი) თქვენ მარტივად ხვდებით ხომ არ მოვიდა ექიმთან ვიზის დრო?
- გარდა ამისა, მარცხი მოქცემთ სტიმულს მეტი ივარჯიშოთ, რადგან სტაბილური ვარჯიში მძიმე დატვირთვის მიუხედავად, განაპირობებს ჩვეული რიტმის შენარჩუნებას.
ასევე თქვენ ამცირებთ ართრიტისა და ორთოპედიული დაავადებების განვითარების რისკს. ამ ტესტს მრავალი ექიმი დაავადების ბარომეტრს(მზომველს) უწოდებს.
-
მაშასადამე, როგორც ექიმები გვირჩევენ ივარჯიშეთ, ისეირნეთ, აირბინეთ სწრაფად კიბეები ან შეასრულეთ შეძლებისდაგვარი ფიზიკური აქტივობა დღეში 20-30 წუთის განმავლობაში. ამით თქვენ უამრავი დაავადების განვითარების რისკს შეამცირებთ და რაც მთავარია გაიხანგრძლივებთ სიცოცხლეს. გახადეთ ვარჯიში სისტემატიური და შედეგს ძალიან მალე თავად დაინახავთ!
705 4-ს მოსწონს
|