
კიმ კარდაშიანის და, კენდალ ჯენერი 2018 წლის ყველაზე შემოსავლიანი მოდელია, გასულ წელს 23 წლის გოგონამ 22, 5 მილიონი $ გამოიმუშავა.
მეორე ადგილზე გასული, ამერიკელი სუპერმოდელი კარლი კროსი მნიშვნელოვნად ჩამორჩება კარდაშიანების ოჯახის წარმომადგენელს, მისმა შემოსავალმა 13 მილიონი დოლარი შეადგინა.

მესამე -მეოთხე ადგილები გაინაწილეს ამერიკელმა კრისი ტეიგანმა და ბრიტანელმა როუზი ჰანტიგტონ უაიტლმა 11, 5-11, 5 მილიონი დოლარი.


მეხუთე და მეექვსე ადგილზე ბრაზილიელი ჟიზელ ბუნდჰენი და ინგლისელი კარე დელევინია, 10-10 მილიონი დოლარი.
შემდეგია ჯიჯი ჰადიდი-9, 5 მლნ.$
მისმა დამ, ბელა ჰადიდიმ და ჯოან სმოლსმა 8, 5/8, 5 მილიონი დოლარი იშოვეს და შესაბამისად მერვე-მეცხრე ადგილები გაინაწილეს.
პირველ ათეულს ასრულებს ჰოლანდიელი სუპერმოდელი დაუტცენ კრუზი -8 მილიონი$