საბუნებისმეტყველო სამყაროს მომავალი - რა მოხდება გუგოლი წლის შემდეგ? 2018, 15 დეკემბერი, 14:32 ალბათ ყველას გაგვჩენია სურვილი ვიცოდეთ რა მოხდება მომავალში. რა შეიძლება დაგვემართოს ხვალ პირადად ჩვენ ან უფრო დიდი მასშტაბებით, როგორი იქნება კაცობრიობის ცხოვრება 20 ან თუნდაც 50 წლის შემდეგ. მაგრამ რას იტყვით რომ ვიმოგზაუროთ ამაზე გაცილებით შორს მომავალში? ეს არის თეორეტიკოსი ფიზიკოსების მიერ სამყაროს კანონზომიერებების (როგორიცაა სხვადასხვა სახის ვარსკვლავის სიცოცხლის ხანგრძლივობა, მათი ქცევა დაბერებისას, შავი ხვრელების სიცოცხლის ხანგრძლივობა, სამყაროს გაფართოების სიჩქარე და ა.შ.) მიხედვით გამოთვლილი ძალიან შორეული მომავალი. 1 მილიარდი წლის შემდეგ - მზე ხდება 10%-ით უფრო ნათელი. დედამიწის ზედაპირის საშუალო ტემპერატურა კი იზრდება 47 ცელსიუსამდე. ზღვები და ოკეანეები მასშტაბურ აორთქლებას იწყებენ. ატმოსფერო გაჯერებულია აორთქლებული წყლის დიდი რაოდენობით და ეს კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას, ვინაიდან ქმნის სათბურის ეფექტს. დედამიწა არ აღარ იქნება ისეთი კარგი ადგილი დასასახლებლად, როგორიც დღესაა. 3, 8 მილიარდი წლის შემდეგ - ანდრომედას გალაქტიკა ირმის ნახტომის გალაქტიკისკენ წარმოუდგენლად დიდი სიჩქარით მოემართება - 400 ათასი კილომეტრით საათში. დღესდღეობით ანდრომედას გალაქტიკა დედამიწიდან დაშორებულია 2.5 მილიონი სინათლის წლით. იმ დროს კი უკვე ჩვენს გალაქტიკასთან დაიწყებს შერწყმას და ეს ორი გალაქტიკა ერთ დიდ, მეგაგალაქტიკას წარმოქმნიან - მილკომედას (Milky way + Andromeda) 5 მილიარდი წლის შემდეგ - ახლად წარმოქმნილ მილკომედაში მდებარე ჩვენი მზის სისტემა უკვე თავისი არსებობის ბოლო პერიოდს ითვლის. მზე კვდება. მისი რადიუსი სწრაფად იზრდება. ის ახლა 200-ჯერ უფრო დიდია, ვიდრე 21-ე საუკუნეში იყო. ყველა პლანეტა თავიანთი თანამგზავრებით უკვე მზის მიერაა განადგურებული და მათი ადგილი აქვს დაკავებული. მზე უკვე წითელ გიგანტ ვარსკვლავადაა ქცეული. 12 მილიარდი წლის შემდეგ - ჩვენი მზის სისტემა, სადაც ერთ დროს სიცოცხლე ჰყვაოდა, განადგურებულია და მზის ადგილას ახლად წარმოქმნილი თეთრი ჯუჯა ვარსკვლავი კიაფობს, რომელიც რად დრო გადის, უფრო და უფრო ცივდება და თავისი არსებობის ბოლო ეტაპისკენ მიდის. ის სიცოცხლეს შავ ჯუჯად დაასრულებს და სრულად გაუჩინარდება. 100 მილიარდი წლის შემდეგ - 200 მილიონი სინათლის წლის დიამეტრის მქონე ქალწულის გალაქტიკათგროვა, რომელშიც ათასობით გალაქტიკა და მათ შორის ჩვენც შევდივართ, გადაიქცევა ერთიან სუპერმეგაგალაქტიკად, რომელიც ასობით მილიონი სინათლის წლის მანძილზე გადაიჭიმება. შერწყმას დაიწყებენ სხვა სუპერგროვების გალაქტიკებიც ერთიან სუპერმეგაგალაქტიკებად, თუმცა სამყაროს გაფართოების და ბნელი ენერგიის მეშვეობით ძალიან ნელა მოხდება. გაგარძელდება ათეულ მილიარდობით წლის განმავლობაში. 1 ტრილიონი წლის შემდეგ - ეს დასასრულის დასაწყისია. ამჟამად არსებული ყველა გალაქტიკა და სუპერმეგაგალაქტიკა სიკვდილს იწყებს. აღარ დარჩა საკმარისი აირიც, რომ ახალი ვარსკვლავები წარმოქმნას. 2 ტრილიონი წლის შემდეგ - გაფართოებად სამყაროში სულ უფრო და უფრო გაბატონებული ხდება ბნელი ენერგია. სამყარო აღწევს მომენტუმის წერტილს. გაფართოება უკვე აღწევს იმ მასშტაბებს, რომ შეუძლებელია გალაქტიკების თუ გალაქტიკათგროვების დანახვა თუკი ასეთი სადმე კიდევ დარჩა. თუ არსებობს სადმე რაიმე ცივილიზაცია, მისთვის შეუძლებელი ხდება მონაცემების შეგროვება და იმის გარკვევა თუ რა იყო წარსულში, თუ ეს ცოდნა უკვე იქამდე არ აქვს დაგროვებული იმ ცივილიზაციას და შენახული შავ ხვრელში ან სხვა რაიმე ცოდნის მყარად შემნახავ მოწყობილობაში. 20 ტრილიონი წლის შემდეგ - ვარსკვლავების დასასრული. წარსულს ბარდება ჩვენი გალაქტიკის ყველაზე ხანგრძლივი სიცოცხლის მქონე ვარსკვლავები - წითელი ჯუჯებიც კი. რჩება მხოლოდ პატარა, ცივი, შავი ჯუჯები. ასევე გადარჩენილია შავი ხვრელები. 100 ტრილიონი წლის შემდეგ - ეს უკვე დასასრულია. სამყაროს ყველა ვარსკვლავი უკვე მკვდარია, დარჩენილია მხოლოდ ნეიტრონული ვარსკვლავები, თეთრი, ყავისფერი და შავი ჯუჯების ძალიან მცირე რაოდენობა. ჩაბნელებულ სამყაროში შავი ხვრელები დაძრწიან და ვარსკვლავთა და პლანეტათა ნარჩენებს შთანთქავენ. 100, 000, 000, 000, 000, 000, 000, 000, 000, 000, 000, 000, 000 (10-იანი 37 ნულით) წლის შემდეგ - დადგა სამყაროს არსებობის დასასრულის წინა პერიოდი. ენერგიის ერთადერთი სახე, რომელიც სამყაროში დარჩაგამოიყოფა პროტონების ხრწნის და ინდივიდუალური ნაწილაკების ანიჰილაციის შედეგად. სამყარო სიკვდილის აგონიაშია. გუგოლი წლის შემდეგ (1-იანი 100 ნულით) - სამყარო უკვე ისეა გაფართოებული, რომ ვერცერთი სიტყვა და ციფრი ვერ აღწერს დარჩენილ შავ ხვრელებსა თუ სუბატომურ ნაწილაკებს შორის დარჩენილ მანძილებს. და ბოლოს დგება არარსებობა - ყველაფრის დასასრული. ჰოკინგის რადიაციის წყალობით აორთქლებულია აბსოლუტურად ყველა შავი ხვრელი. გამქრალია ყველა სუბატომური ნაწილაკი. დარჩენილი უკვე აღარაფერია. აღარ არის უკვე თვით აღარაფერიც კი. ასევე დაგაინტერესებთ: ტრილიონობით ტრილიონი პარალელური სამყარო განაგრძეთ ძალიან საინტერესო სტატიების კითხვაავტორი: თორნიკე ფხალაძე 894 3-ს მოსწონს 1-ს არა |
"The heat death of the Universe will see all energy evenly distributed across near infinite space. For now entropy continues to increase inside black holes and the disorder of the Universe as a whole gradually grows as time's arrow flies ever forward, but one day, trillions of years from now, black holes will have swallawed every last particle in the cosmos and they themselves will have evaporated away. Nothing can survive this inevitable end, when all energy and matter is no more. Overall entropy will as large as it is possible to be. a white noise of randomness in ultimate equilibrium. and since time can not flow backwards, it will stay that way forever, without any change, time ceases to have meaning. This truly is the end for time - a cold, black, empty Universe existing outside time and space as we understand it.
(Why Did Time Start Going Forward? - The end of time by Leila Battison, 2021).