x
მეტი
  • 26.11.2024
  • სტატია:138483
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512126
"მე უკრაინელი ვარ"-სოფია როტარუ რუსეთში კონცერტებს აღარ გამართავს
image

უკრაინაში სამხედრო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ სოფია როტარუმ გადაწყვიტა, შეწყვიტოს რუსეთში საკონცერტო გამოსვლები. ეს შეეხება როგორც სატელევიზიო კონცერტს "Песня года»-ს, რომელშიც რტარუ 1973 წლიდან მონაწილეობს და მხოლოდ ერთხელ გამოტოვა - 2002 წელს, ასევე საახალწლო შოუს - "ცისფერ ეკრანს."


შეგახსენებთ, როტარუ ეროვნებით მოლდაველია, თუმცა დაიბადა უკრაინაში და ამ ქვეყნის უცვლელი მოქალაქეა.


image


"მე უკრაინელი ვარ -ასეთი მინაწერით უდევს ფოტო სოციალურ ქსელში სოფია როტარუს, სადაც ოჯახთან ერთად არის გადაღებული.



მომღერლის წარმომადგენელმა ასეთი შინაარსის წერილი გაუგზავნა ორგანიზატორებს:რუსების საყვარელი მომღერალი სოფია როტარუ აუქმებს ვიზიტს რუსეთში, ის მონაწილეობას არ მიიღებს "Песни года»-ში და არც საახალწლო კორპორატიულ კონცერტებში.


"სოფია მიხეილის ასული ძალზე გულგატეხილია და იმედი აქვს, მალე სიტუაცია გამოსწორდება და შიშის გარეშე, მისი და მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოების გარანტიით, შეძლებს რუსეთში ვიზიტს" - აღნიშნულია წერილში.


დეკემბერ-იანვარში დაგეგმილია ტური ყაზახეთში. როგორც როტარუს საკონცერტო დირექტორმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, როტარუ ამჟამად 71 წლისაა(ცოტა ხნის წინ მომღერალი კონცერტის შემდეგ კომაში ჩავარდა)და ერიდება მოგზაურობას გადაჯდომებით. კიევიდან ყაზახეთის დედაქალაქამდე პირდაპირი რეისი დაფრინავს, ასე რომ, კონცერტები ყაზახეთში ჩატარდება.


როტარუს პატრიოტულ მოწოდებას შეუერთდნენ სხვა უკრიანელი არტისტებიც, მათ შორის არიან:ანი ლორაკი, ტაისია პოვალი და სვეტლანა ლობოდა.


როგორც ცნობილია, ნოემბრის ბოლოს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საომარი მდგომარეობის შემოღებაზე ბრძანებას ხელი მოაწერა. ეს მას შემდეგ მოხდა, როდესაც ქერჩის სრუტეში რუსეთის საზღვაო ძალებმა სამი უკრაინული გემი დააკავეს. რუსეთის სასაზღვრო სამსახურმა უკრაინელი მეზღვაურები საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დაადანაშაულა, ხოლო უკრაინამ რუსეთის მოქმედებას აგრესიული აქტი უწოდა.

3
688
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
688
  
2018, 17 დეკემბერი, 2:23
დიდება გმირებს, დიდება უკრაინას
2018, 15 დეკემბერი, 15:51
როგორ მიყვარს
2018, 14 დეკემბერი, 1:50
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3