მე ვთვლიდი და ვთვლი, რომ პრეზიდენტ სააკაშვილისათვის ერთგულების დასამტკიცებლად ვანო მერაბიშვილი სახავდა მთელ რიგ გეგმებს, რომლებსაც მერე მისი ბრძანებით უკვე ძალოვნები ახორციელებდნენ.
ბევრმა წინა ხელისუფლების წარმომადგენელმა საჯაროდ ისაუბრა ამ თემაზე.
თუნდაც "მუხროვანის ამბოხი" ავიღოთ, რომელიც ვანო მერაბიშვილის პროექტი იყო, მან დაგეგმა რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად ეს გეგმა და პრეზიდენტი შეიყვანა შეცდომაში, რისი წყალობითაც იმ დროისათვის საქართველოში ყველაზე გამოცდილი და ბრძოლისუნარიანი დანაყოფი იქნა მთლიანად დაშლილი.
"ორი გვამის" მოთხოვნა დიდი პრემიის სანაცვლოდ მეტყველებს და ადასტურებს სხვების და ჩემს მოსაზრებას, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი ოპერაცია.
ასევე "ციხის კადრების" უკან აუცილებლად ძალზე გავლენიანი პირი, რომ იდგა თავიდანვე ცხადზე უცხადესი იყო.
მე მუდამ ვიცავ უდანაშაულობის პრეზუმციას და არც ამჯერად დავარღვევ, ჩემს სიტყვებზე პასუხს ვაგებ. ჩემი სიტყვების რეალურობა სასამართლომაც დაადასტურა თავის დროზე.
ბედუკაძის მიერ გასაჯაროებული "ციხის კადრების" დიდი ნაწილი, რომ დადგმულია ამაშიც ბევრი დამეთანხმება, იმდენად არარეალურია რამდენიმე ეპიზოდი.
ასევე ხშირად მითქვამს, რომ ლოპოტას ხეობაში განვითარებული მოვლენები მერაბიშვილის მიერ იყო დაგეგმილი და შედეგები "შეაჩეჩა" ბაჩანა ახალაიას.
მე არ ვამბობ ძმები ახალაიები "უფრთო ანგელოზები" არიან მეთქი, მაგრამ მე ამ ძმებს, როგორც ზუგდიდელი ვიცნობ წლებია და ვიცნობ, როგორც განათლებულ ახალგაზრდებს.
ჩემს მოსაზრებას ადასტურებს დათა ახალაიას განცხადება, რომლის ავთენტურობა დადასტურებულია.
![მე ვთვლიდი და ვთვლი, რომ ვანო
მერაბიშვილმა "შეუყენა წყალი" წინა
ხელისუფლებას image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201812/2018121315555710110.png)
სხვებიც ბევრია და მათაც ეწევათ უფლის სამსჯავრო...