x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
1950 წლამდე ჩინეთი ითვლებოდა არშემდგარ სახელმწიფოდ, მაგრამ საბჭოთა კავშირის დახმარების შემდეგ დაიწყო მისი სწრაფი განვითარება

image1969 წელს ისტორიაში პირველად მოხდა რუსეთ-ჩინეთის კონფლიქტი, დამანსკის კუნძულზე. კომფლიქტი 2 მარტს დაიწყო და 15 მარტს გაგრძელდა (ჯამში 2 დღიანი კომფლიქტი), კომფლიქტის მიზეზი გახდა მიწის ნაკვეთი სასაზღვრო ზოლში, მდინარე უსურზე მდებარე კუნძული დამანსკი, რომელიც პრიმორსკოვის რეგიონს მიეკუთვნებოდა.
- 1950 წლამდე ჩინეთი ითვლებოდა არშემდგარ სახელმწიფოდ, მაგრამ საბჭოთა კავშირის დახმარების შემდეგ დაიწყო მისი სწრაფი გამვითარება, ქვეყანა სწრაფად გაერთიანდა, დაიწყო არმიის განმტკიცება, ეკონომიკის მოდერნიზაციისთვის შეიქმნა შესაბამისი პირობები (დღემდე დიდ პატივს სცემენ სტალინს ამისათვის), მაგრამ სტალინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო ურთიერთობის გაციება, მაო ძედუნი თვლიდა, რომ კომუნისტური იდეოლოგიის მსოფლიოს წამყვანი ლიდერის როლი მას უნდა რგებოდა რაშიც ხრუშოვი არ ეთანხმებოდა. ძედუნი წინააღმდეგი იყო "დესტალინიზაციის" პროცესის რომელიც საბჭოთა კავშირში დაიწყო, ის თვლიდა რომ ეს ყველაფერი საბრთხეს უქმნიდა მის რეჟიმს.
- 1969 წლის 2 მარტს ღამით 300-მდე ჩინელმა ჯარისკაცმა გადაკცეთა საზღვარი და რამდენიმე საათი შეუმჩნეველი დარჩნენ, დილით 10:32 სთ ამის შესახებ სიგნალი მიიღეს "Нижне-Михайловская"-ს სასაზღვრო განყოფილებაში, მეთაურმა ლეიტენანტმა ივან სტრელნიკოვმა რონელიც 32 მესაზღვრესთან ერთად ინყოფებოდა სასაზღვრო ზოლში მათ მოთხოვა საბჭოთა კავშირის ტერიტორიის დატოვება, ჩინელებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს მხოლოდ 1 მესაზღვრე გადარჩა.
ასე დაიწყო დამანსკის კონფლიქტი.
- სროლის ხმა გაიგეს კულებიაკინ სობკის მიმდებარე ტერიტორიაზე, უფროსი ლეიტენანტი ვიტალი ბუბენინი 20-მდე მესაზღვრითა და 1 ბტრ-ით გაემართა მათკენ რა დროსაც ჩინელები დაესხნენ თავს, მოახერხეს ჩინელების შეჩერება და უკან დაახევინეს, რის შემდეგაც მეზობელი სოფლის ნიჟნიმიხაილოვკას მოსახლეობა დასახმარებლად მივიდა დაჭრილებთან.
- ომის დაწყების პირველ დღეს, 31 საბჭოთა მესაზღვრე დაიღუპა 14 კი დაშავდა, КГБ-ს კომისიის ცნობით ჩინეთის დანაკარგი 248 კაცს შეადგენდა.
- 3 მარტს პეკინში გაიმართა დემონსტრაცია საბჭოეთის საელჩოსთან, 7 მარტს მოსკოვში ჩინეთის საელჩო უკვე დაკეტილი ჰქონდათ.
- 15 მარტს დილით კომფლიქტი განახლდა, ჩინელებმა კვლავ შეტევა დაიწყეს მსხვილმასშტაბიანი, 1 საათიანი ბრძოლის შემდეგ მოახერხეს საბჭოთა ჯარისკაცების დატყვევებს.
- საბჭოეთი გადავიდა კონტრშეტევაზე, დამანსკის მიმართულებით გადაადგილდებოდა სატანკო ოცეული, რომელსაც ხელმძღვანელობდა იმანსკავოს საზღვრის რაზმის, რომელშიც შედიოდა ნიჟნი-მიხაილოვსკაია და კულებიაინ სოპკი, პოლკოვნიკი ლეონოვის ხელმძღვანელობით.
- აღმოჩნდა რომ ჩინელები მზად იყვნენ მოვლენების ასეთი სახით განვითარებისთვის და საკმარისად გააჩნდათ ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები.
- დაკარგეს უახლესი Т-62 აღმოჩნდა რომ გაგზავნილი მეთაურობა ვერ გაუმკლსვდა კარგად მომზადებულ ჩინურ არმიას.
- საბჭოეთმა მდინარის გასწვრივ 135-ე მოტომსროლელი დივიზია განალაგა, მათ შემადგენლობაში შედიოდა არტილერია, მათ შორის БМ-21 «Град»-ის ბატარიები. არტილერიამ ცეცხლი გახსნა კუნძულის მიმართულებით სადაც ჩინელები იყვნენ გამაგრებული. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა საბრძოლო მოქმედებაში ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები და რაკეტები გამოიყენეს. საბოლაოდ ამ ფაქტმა წარმართს ბრძოლის მიმდინარეობა, გადამწყვეტი როლი ითამაშა არტილერიამ (ტყუილად კი არ ამბოვენ "არტილერია ომის ღმერთიაო")
- საბჭოეთის მხრიდან 58 ჯარისკაცი და 4 ოფიცერი დაიღუპა, 94 ჯარისკაცი და 9 ოფიცერი.
- ჩინური მხარის მხრიდან დაიღუპა 3000-მდე ადამიანი (ჯერ კიდევ საიდუმლოდ რჩება ზუსტი ციფრები)
- 4-მა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო საბჭოთა კავშირის გმირის წოდება: - პოლკოვნიკი Д. Леонов-ი, უფროსი ლეიტენანტი И. Стрельников-ი (სიკვდილის შემდეგ), უმცროსი სერჟანტი Ю. Бабанский და
უფროსი ლეიტენანტი В. Бубенин-ი (შემდეგში ჯგუფი ალფას მეთაური).


image

1
122
5-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
122
  
2018, 12 დეკემბერი, 15:25
დამანსკის კუნძულზე იყო ბრძოლა, პირველად სწორედ იქ გამოიყენეს "გრადის" ზალპური ცეცხლის დანადგარები.
0 1 1