მსოფლიო "..ისინი უბრალოდ დაიღუპებიან, რადგან მონანიებასაც ვერ მოასწრებენ...- პუტინმა ბირთვული იარაღის გამოყენების პირობა დაასახელა 2018, 12 დეკემბერი, 12:37 რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ვალდაიში სადისკუსიო ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთი მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენებს ბირთვულ იარაღს, თუ რომელიმე ქვეყანა მსგავს დარტყმას მიაყენებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიას. "აგრესორმა უნდა იცოდეს, რომ სასჯელი გარდაუვალია, რომ ის განადგურდება. ჩვენ აგრესიის მსხვერპლი ვართ, როგორც მოწამეები, სამოთხეში წავალთ. ისინი უბრალოდ დაიღუპებიან, რადგან მონანიებასაც ვერ მოასწრებენ. " - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა. გარდა ამისა, რუსეთის ლიდერმა გაიხსენა რუსეთის სამხედრო დოქტრინის კონცეფცია, რომელშიც არ არის ბირთვული დარტმის პრევენცია. პუტინის განცხადებით, მოსკოვი ვერ შეძლებს გლობალური კატასტროფის დაწყებას. "ბირთვული იარაღის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ სხვა სახელმწიფოს მიერ ასეთი ნაბიჯის გადადგმის შემთხვევაში." - ამბობს პრეზიდენტი პუტინი. ამ თვეში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა სტრატეგიული ბირთვული ძალების წვრთნები ჩაატარა, რომელშიც მონაწილეობდნენ სახმელეთო ძალები, ფლოტები, თვითმფრინავები, სტრატეგიული რაკეტები და ბომბდამშენები. აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაციის სამხედრო დოქტრინა შეიცავს ბირთვული სამხედრო კონფლიქტის დაუშვებლობის თეზისს, ისევე, როგორც სხვა სამხედრო კონფლიქტის. ეს პრინციპები რუსეთის სამხედრო პოლიტიკის საფუძველია. რუსეთის ფედერაცია იტოვებს ბირთვული იარაღის გამოყენების უფლებას ქვეყანაზე და ან მის მოკავშირეებზე, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში ან ჩვეულებრივი შეიარაღების გამოყენებისას, რაც სახელმწიფოს არსებობას საფრთხეს შეუქმნის "- ნათქვამია დოკუმენტში. ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პასუხისმგებლობა იქნება. 1108 შეფასება არ არის
|