საბუნებისმეტყველო რით განვსხვავდებით სინამდვილეში მაიმუნისგან? 2018, 14 დეკემბერი, 9:37 მაიმუნსა და ადამიანს შორის გენეტიკური მსგავსება დაახლოებით 98% შეადგენს. თუმცა, გარეგნული მსგავსებაც საკმაოდ თვალსაჩინოა. მაიმუნებს განსხვავებულად ესმით, ხედავენ და ფიზიკურად უფრო სწრაფად ვითარდებიან. 1. აგებულება ბევრი მახასიათებელი, რომელიც განასხვავებს ადამიანს მაიმუნისგან, თვალში საცემია. მაგალითად, გამართულად სიარული. მიუხედავად იმისა, რომ გორილებს უკანა ფეხებით შეუძლიათ გადაადგილება, ეს საკმაოდ არაბუნებრივ პროცესს წარმოადგენს მათთვის. ადამიანის გადაადგილებას ვერტიკალურ მდგომარეობაში უზრუნველყოფს მოქნილი წელი, თაღოვანი ტერფი და გრძელი, სწორი ფეხები, რაც არ გააჩნიათ მაიმუნებს. 2. ტვინი ადამიანის ტვინის მოცულობა 3-ჯერ უფრო დიდია მაიმუნის ტვინზე, რაც გვაძლევს გონებრივი შესაძლებლობების განვითარების საშუალებას. მაიმუნს ტვინში არა აქვს მეტყველების ცენტრი და ასოციაციის ზონები, ის, რაც ადამიანს გააჩნია. ამის წყალობით გაგვიჩნდა არა მხოლოდ პირველი სასიგნალო სისტემა (პირობითი და უპირობო რეფლექსები), არამედ მეორეც, რომელიც პასუხისმგებელია მეტყველების ფორმებზე კომუნიკაციის დროს.
3. სმენა ადამიანის სმენა გამოირჩევა განსაკუთრებული მგრძნობელობით ხმოვანი სიხშირის აღქმისას – ზოგადად, შეიძლება შეიგრძნონ 20-დან 20 000-მდე სიხშირის მქონე ციკლი წამში (ან ჰერცი), თუმცა ეს დიაპაზონი მცირდება ადამიანის ასაკთან ერთად. მაგრამ ზოგიერთი სახეობის მაიმუნის სიხშირის გარჩევის უნარი აღემატება ადამიანისას. მაგალითად, ფილიპინელ გრძელტერფა მაიმუნებს შეუძლიათ გაიგონონ ხმები 90 000 ჰერცი სიხშირის. 4. ბავშვობა ახალდაბადებული ბავშვები უსუსურები და მშობლებზე სრულიად დამოკიდებულები არიან, მაშინ როდესაც მაიმუნის შვილებს ჩამოკიდების და ერთი ადგილიდან მეორეზე გადაადგილების უნარი გააჩნიათ. მაიმუნისაგან განსხვავებით, ადამიანს გაცილებით მეტი დრო სჭირდება ფიზიკური განვითარებისთვის. მაგალითად, დედალი გორილა სქესობრივ სიმწიფეს 8 წლის ასაკში აღწევს, იმის გათვალისწინებით, რომ ფეხმძიმობის პერიოდი პრაქტიკულად ისეთივე ხანგრძლივობისაა, როგორც ქალის. 5. სექსუალურობა თანდაყოლილი ინსტინქტების წყალობით მამრ მაიმუნს შეუძლია ამოიცნოს, როდის აქვს მდედრ მაიმუნს ოვულაცია. ადამიანს ამგვარი უნარი არ გააჩნია. თუმცა არსებობს უფრო არსებითი განსხვავება ადამიანსა და მაიმუნს შორის - როდესაც ადამიანს უჩნდება მენოპაუზა. ცხოველთა სამყაროში გამონაკლისს შავი დელფინი წარმოადგენს. ადამიანი და მაიმუნი განსხვავდებიან ასევე სქესობრივი ორგანოების აგებულებით. ქალიშვილობის აპკი არც ერთ ადამიანის მსგავს მაიმუნს არ გააჩნია. არსებობს ასევე ერთი დამახასიათებელი განსაკუთრებულობა, რომელიც ეხება სექსუალურ ქცევას. სქესობრივი აქტი "პირის პირ, " რომელიც ადამიანებში ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენს, მაიმუნებისთვის მიუღებელია. ასევე დაგაინტერესებთ: 8 უცნობი ფაქტი ადამიანის კანის შესახებ რა მოხდება, თუ ხორცის ჭამაზე უარს ვიტყვით? 50 ყველაზე ცნობილი ვეგეტარიანელი მსოფლიოში 5 ფაქტი ტვინის შესახებ, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის. ამის ცოდნა მნიშვნელოვანია! 7 რამ, რაც ღამით უნდა გააკეთოთ 9 უცნობი ფაქტი მამაკაცის სხეულის შესახებ თუ ამ 9 ელემენტიდან რომელიმეს ნაკლებობას განიცდით, შესაძლოა ფსიქიკური პრობლემების წინაშე აღმოჩნდეთ საიდუმლო, რომელმაც ბევრი ადამიანი მდიდარი და წარმატებული გახადა 317 9-ს მოსწონს
|