შოუბიზნესი ვარსკვლავების ფობიები - იცოდით, ვისი ან რისი ეშინიათ ცნობილებს? 2018, 12 დეკემბერი, 11:26 ფობია არის რაიმე სიტუაციის, ობიექტის, საქმიანობისა ან ადამიანის (ან ცხოველის) მიმართ ძლიერი, პანიკური შიში. ამ ანომალიის ძირითადი სიმპტომია შიშის მომგვრელი ობიექტისგან თავის არიდების გადამეტებული, გაუმართლებელი სურვილი, მოთხოვნილება. როდესაც ამგვარი შიში კონტროლს აღარ ექვემდებარება, ან როდესაც ეს შიში ადამიანის ყოველდღიურ საქმიანობაში ხელის შემშლელი ხდება, დიაგნოზი კეთდება ნერვულ გადახრა/ანომალიის ერთ-ერთ ნაირსახეობაში.
![]() საზოგადოდ აღიარებულია, რომ ფობიებს განაპირობებენ გარეგანი მოვლენები და შინაგანი მიმართებები ამა თუ იმ მოვლენებსა თუ საგნებთან. თუმცა, ისეთი ფობიები, როგორებიცაა მაგალითად, არკანოფობია (ობობის შიში) და ოფიდიოფობია (გველების შიში) ევოლუციისთვის დამახასიათებელი თავისებურებაა, რამაც გარკვეული არსებების მიმართ ადამიანების შიში განაპირობა, რომელთაც რაიმე ზიანის მიყენება შეეძლოთ. თავის ცნობილ ექსპერიმენტში მარტინ ზელიგმანმა ყვავილებისა და გველების ფობიების დადგენის კლასიკური მეთოდი გამოიყენა. ცდის შედეგმა აჩვენა, რომ გველის სურათის ხილვა გაცილებით უფრო ადვილად იწვევდა უარყოფით განცდას, ვიდრე ყვავილის. ამიტომაც, მეცნიერი მივიდა დასკვნამდე, რომ ზოგიერთ ობიექტში იმთავითვე იგულისხმება გენეტიკური წინასწარი განწყობა, რაც შიშთან იგივდება. ზოგიერთი სპეციფიკური ფობია შეიძლება სათავეს იღებდნენ გამომწვევი მოვლენიდან წარსულში, ტრავმატული გამოცდილების შედეგად. სოციალურ ფობიებსა და აგორაფობიას გაცილებით რთული გამომწვევი მიზეზები აქვს, რომელთა დადგენა ამ ეტაპზე ბოლომდე ვერ ხერხდება. აღიარებულია, რომ მემკვიდრეობა, გენეტიკა და ტვინის ემოციური წყობა ცხოვრებისეულ ემოციებთან ერთად, მნიშვნელოვან როლს ასრულებს შიშით გამოწვეული დარღვევებისა და ფობიების განვითარებაში. ალბათ ყველა თქვენგანს აქვს რაღაცის მიმართ განსაკუთრებული შიში და გასაკვირი სულაც არ არის, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავებსაც აქვთ ფობიები. გაინტერესებთ, ვის რისი ან ვისი ეშინია? 1. ნაომი კემპბელი გერმოფობიით იტანჯება. (პანიკური შიში მიკრობების მიმართ) ![]() 2. ტომ კრუზს გამელოტების ეშინია. ![]() 3. ნიკოლ კიდმანს პეპლების ეშინია. ![]() 4. ალფრედ ჰიჩკოკს ოვალური ფორმის საგნების ეშინია. ![]() 5. პამელა ანდერსონს სარკეში ან ეკრანებიდან საკუთარი თავის დანახვის შიში აქვს. ![]() 6. ტაირა ბენკსს დელფინების ეშინია. ![]() 7. კრისტენ სტიუარტს ცხენების ეშინია. ![]() 8. ჯონი დეპს ჯამბაზების ეშინია. ![]() 9. სტივენ სპილბერგს ლიფტის ეშინია. ![]() 10. ანჯელინა ჯოლის სიმაღლის შიში აქვს. ![]() 11. უაინონა რაიდერს წყლის შიში აქვს. ![]() P.S. თქვენ რისი (ვისი) გეშინიათ? 185 11-ს მოსწონს |
საინტერესო სტატიაა, როგორც ყოველთვის