x
მეტი
  • 24.11.2024
  • სტატია:138440
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512070
ჩინელების 10 უძველესი გამოგონება, რომლითაც ყოველდღიურად ვსარგებლობთ

ჩვენი ცხოვრების წარმოდგენა რთულია წიგნების, რვეულების... საბუთების და პასპორტის გარეშე. ქაღალდი, რომლისგანაც ეს ყველაფერია დამზადებული ჩინელმა ცაი ლუნ I-II საუკუნეების მიჯნაზე გამოიგონა. მან ქაღალდი თუთის ქერქისგან მიიღო და ამ ხის თვისებებს თუ გავითვალისწინებთ, გასაკვირი არა არის, რომ უძველესმა ჩინურმა ქაღალდმა ჩვენამდე მოაღწია! ქაღალდის დამზადების საიდუმლოს ჩინელები მომდევნო 800 წლის მანძილზე ინახავდნენ.

ჩინელებმა ქაღალდის გარდა, ბევრი სხვა რამეც გამოიგონეს: ეტლი, კომპასი, ქოლგა, ბრინჯის ტერასები, დენთი, არბალეტი, ფრანი და სხვა. მაგრამ, აქ მხოლოდ იმ 10 გამოგონებაზე გვექნება საუბარი, რომელსაც ყველა ადამიანი, ყოველდღიურად თუ არა, სეზონურად მაინც მოიხმარს:


image



ნაყინი


ალბათ, ძნელი საპოვნელია ადამიანი, რომელსაც ნაყინი არ უყვარს და არ მიირთმევს, განსაკუთრებით ცხელ სეზონზე. მაგრამ, ბევრმა არ იცის, რომ ეს გემრიელი დესერტი ჩინელებმა გამოიგონეს. აქვე გაგიმხელთ ჩინური ნაყინის რეცეპტს, რომელშიც მხოლოდ ორი ინგრედიენტი შედიოდა: თოვლი და რძე. როგორც ამბობენ, ყველაფერი გენიალური მარტივია!

ევროპაში ნაყინის შექმნის იდეა, ჩინეთიდან მარკო პოლომ ჩამოიტანა, ისევე როგორც ატრიას დამზადების რეცეპტი და ტექნოლოგია.



ატრია


დიახ, ატრია, რომელიც იტალიური სპაგეტის და მაკარონის შექმნის საფუძველი გახდა, 1292 წელს, მარკო პოლოს წყალობით გამოჩნდა ევროპაში. ეს იაფიანი და გემრიელი პროდუქტიც ჩინელებმა გამოიგონეს. ყველაზე ძველი ატრია, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, 4 000 წლის წინ არის გაკეთებული. ის არქეოლოგებმა დაუზიანებელ თიხის ქოთანში აღმოაჩინეს.

ჩინეთში ატრია დღეგრძელობის და სიძლიერის სიმბოლოდ ითვლება და მას ტრადიციულად, ქორწილში და ახალ წელს მიირთმევენ.



ნული


მის გარეშე მათემატიკა წარმოუდგენელია. ციფრები და ათობითი სისტემა ჩინელი მათემატიკოსების მიერ არის მოგონილი. ცნობილია, რომ ციფრებით ჩინელები, ევროპაში ათობითი სისტემის დამკვიდრებამდე, 2300 წლით ადრე უკვე სარგებლობდნენ. ისევე, როგორც ყველა დანარჩენი, ეს სისტემაც აბრეშუმის გზით შემოვიდა ევროპაში. არაბი ვაჭრები, რომლებსაც ჩინეთიდან საქონელი ჩამოჰქონდათ, პარალელურად ცოდნასაც ავრცელებდნენ.

იტალიელმა მათემატიკოსმა, ლ. ფიბონაჩიმ (1170-1250 წწ.), რომელიც ხშირად სტუმრობდა ჩრდ. აფრიკას, ყურადღება მიაქცია არაბ ვაჭრებს, რომლებიც თავიაანთ საქმიანობაში, ციფრების ათობითი სისტემით სარგებლობდნენ. მეცნიერმა არაბებისგან ისწავლა ციფრებით სარგებლობა და მოგვიანებით, ნაშრომი დაწერა.



ტუალეტის ქაღალდი


დღეს ის ყველასთვის ხელმისაწვდომია. მაგრამ, როდესაც გამოიგონეს, ამ ქაღალდით სარგებლობა მხოლოდ იმპერატორს და მისი ოჯახის წევრებს შეეძლოთ. უძველესი წერილობითი წყარო, რომელშიც ტუალეტის ქაღალდია ნახსენები, 589 წლით არის დათარიღებული. ასევე ცნობილია, რომ XIX საუკუნეში, მხოლოდ ჩჟენზანის პროვინციაში, წელიწადში, 10 მლნ. შეკვრა ტუალეტის ქაღალდს აწარმოებდნენ.



აბრეშუმი


აბრეშუმის წარმოება ჩინეთის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ ძვ. წ. აღრ. V-III ათასწლეულში დაიწყო. უძველესი აბრეშუმის პარკი შანსის პროვინციაშია აღმოჩენილი და ძვ. წ. აღრ. 2200-1700 წწ. არის დათარიღებული. რაც შეეხება აბრეშუმის ქსოვილის უძველეს ფრაგმენტს, ის ერთ-ერთ სამარხშია ნაპოვნი და ის აღმოსავლური ჭოუს დინასტიის (ძვ.წ. 771 - ძვ.წ. 256) პერიოდს ეკუთვნის.



მზის სათვალე


საკვირველია, მაგრამ ჩინელებმა სათვალე მუქი მინებით, სულ სხვა მიზნისთვის გამოიგონეს და მას მზესთან არანაირი კავშირი არა ჰქონდა. ასეთ სათვალეებს მოსამართლეები იკეთებდნენ სასამართლო პროცესეებზე იმისთვის, რომ მოსმენილით გამოწვეული ემოციები დაემალათ.



ჩანგალი


ჩამოყალიბებული სტერეოტიპის მიხედვით, ჩინეთში თითქმის ყველაფერს ჩხირებით მიირთმევენ. მაგრამ, სინამდვილეში, ჩხირებს მოსახლეობის მხოლოდ 30 % მოიხმარს და ჩანგალი, რომლითაც ჩინელების უმრავლესობა სარგებლობს, ასევე ჩინელებმა გამოიგონეს. უძველესი ჩანგალი, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, ჩინეთის ტერიტორიაზეა ნაპოვნი და ძვ. წ. აღრ. 2400 წლით არის დათარიღებული.

რაც შეეხება ჩხირებს, – უფრო გვიანდელი გამოგონებაა და მისი პოპულარიზაცია ქვეყნის მასშტაბით, მხოლოდ შუა საუკუნეებში მოხდა. ბევრი თვლის, რომ ჩხირები, მიჩვევის შემთხვევაში, ბევრად უფრო მოსახერხებელია.



კბილის ჯაგრისი


კბილის ჯაგრისის გამოგონებამდე, პირირის ღრუს ჰიგიენაზე, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, განსხვავებულად ზრუნავდნენ: იყენებდნენ ნაცარს, ღეჭავდნენ ფისს ან ფიჭას, იყენებდნენ მსხვილფეხა პირუტყვის რქების და ჩლიქების ფერფლს, ღეჭავდნენ ხის წვრილ ტოტებს... და ეს მანამდე გაგრძელდა, ვიდრე ჩინელებმა კბილის ჯაგრისი არ გამოიგონეს. ეს კი, 1498 წელს მოხდა. პირველი კბილის ჯაგრისი, თითქმის ისეთივე იყო, როგორსაც ჩვენ მოვიხმართ. თუმცა, ჯოხზე დამაგრებული ნატურალური ბეწვით, ის უფრო მეტად, აკვარელის ფუნჯს წააგავდა. მაგრამ, ბევრად უხეში იყო, რადგან ის ბამბუკის ჯოხებით და ტახის ქედიდან აჭრილი ჯაგარით იყო დამზადებული. ჩინელები ჯაგრისით კბილების გასუფთავებისას, დამატებითი საშუალებებით (ფხვნილი, პასტა) არ სარგებლობდნენ.



ბანკნოტი


ფულით ყველანი ვსარგებლობთ და ის, ასევე ჩინელებმა გამოგონეს! ყველაფერი კი, აბრეშუმის გზით დაიწყო: ძვ.წ. აღრ. II საუკუნეში, ჩინეთის იმპერატორმა, მოკავშირეების მოსაძებნად, დასავლეთში ელჩი გაგზავნა. მის მიერ გავლილი გზა, მოგვიანებით, «დიდ აბრეშუმის გზად» იქცა, რომელმაც ჩინეთი დანარჩენ მსოფლიოსთან დააკავშირა. აბრეშუმის გზაზე უამრავი სავაჭრო ქარავანი მოძრაობდა და ვაჭრობა ვერცხლის, ოქროს და სპილენძის მონეტებით ხორციელდებდა. მოგვიანებით, როდესაც ტვირთბრუნვამ იმატა, ვაჭრები ერთმანეთს სავაჭრო ქვითრებს უწერდნენ (816-907 წწ.), რადგან საბითუმო ხელშეკრულების გაფორმებისას, დიდი რაოდენობის სპილენძის ფული იყო საჭირო.

გადიოდა დრო, წელს წელი მისდევდა, საუკუმეს საუკუნე. ჩინეთში სპილენძის მარაგი ამოიწურა და უამრავი მაღარო დაიხურა. ქვეყანა, შექმნილი სპილენძის დეფიციტის გამო, რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა და სიტუაციის გამოსასწორებლად, ხელისუფლებამ ვაჭრების მიერ დანერგილი და კარგად აპრობირებული სისტემის გამოყენება გადაწყვიტა და ჩინეთში სპილენძის ფულთან ერთად, ქაღალდის ფულის ბეჭვდვა დაიწყეს. XI საუკუნის დასაწყისში 16 ბანკს მიენიჭა ფულის ბეჭვდვის უფლებამოსილება. ხოლო, 1023 წელს, ბანკნოტებზე ზედამხედველობის ორგანო შეიქმნა და ხელისუფლებამ ეს ფუნქცია საკუთარ თავზე აიღო.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageკორეაში მოგზაორობის შემდეგ, ჩინელებს სამშობლოში აღარ უშვებენ!
ნაკლებად ცნობილი ფაქტები ჩინეთის შესახებ
წარსულის 5 საშინელი კატასტროფა, რომელსაც უამრავი ადამიანი ემსხვერპლა


0
961
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
961
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0