მუსიკა ყველაზე პოპულარული თინეიჯერი მომღერლები და ჯგუფები 2012, 11 ივლისი, 13:51 სტატიაში წარმოგიდგენთ იმ ახალგაზრდა თინეიჯერ მომღერლებს, რომლებიც პატარა ასაკშივე გახდნენ პოპულარულები და ისინი მთელმა მსოფლიომ გაიცნო. miley cyrus miley cyrus ცნობილი ამერიკელი როკ მომღერლის ბილი რეი საირუსის შვილი და ცნობილი Disney Channel-ის სერიალ ჰანა მონტანას ვარსკვლავი. Selena Gomez სელენა პირველად სერიალებში გამოჩნდა და ხალხისთვის ცნობილი გახდა, როგორც მსახიობი, მაგრამ მისი მუსიკალური კარიერა ასევე წარმატებული აღმოჩნდა. მან 2009 წელს შექმნა საკუთარი ჯგუფი „Selena Gomez & the Scene“ და გამოუშვა სამი ალბომი. justin bieber justin bieber კანადელი მომღერალი, რომლის მუსიკალური კარიერაც 2007 წელს დაიწყო, youtube-ს საშუალებით. იგი გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მომღერალი, რომელიც მთელმა მსოფლიომ გაიცნო. demi lovato demi lovato ცნობილი ამერიკელი მსახიობი და მომღერალი. დემი დისნეის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვრსკვლავია. იგი თავიდან სერიალებში გამოჩნდა. არანაკლებ პოპულარული გახდა იგი როგორც მომღერალი. 2008 წელს გამოუშვა თავისი სადებიუტო ალბომი სახელწოდებით „Don’t Forget“. taylor swift taylor swift ცნობილი ამერიკელი პოპ მომღერალი. მისი მუსიკალური კარიერა საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. 2006 წელს მან გამოუშვა თავისი სადებიუტო სინგლი „Tim McGraw“, შემდეგ კი მისი სახელის მქონე სადებიუტო ალბომი. Jonas Brothers Jonas Brothers ამერიკული პოპ-როკის შემსრულებელი ჯგუფი, რომელიც ცნობილი გახდა დისნეის ტელეარხების საშუალებით. one direction one direction ჯგუფი რომელმაც სახელი გაითქვა X ფაქტორის საშუალებით. ჯგუფი სულ ახლახანს გამოჩნა შოუბიზნესში და უკვე მილიონობით ფანი შეიძინა. 1112 2-ს მოსწონს 1-ს არა
|