x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:138990
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512550
ეს 4 მილიონში მხოლოდ ერთხელ ხდება - დაიბადა ბავშვი, რომელიც 80 წლის მოხუცებულს ჰგავს

image


პროგერია (ჰატჩინსონ-გილფორდის სინდრომი). ტერმინი - პროგერია რამდენიმე სინდრომს მოიცავს, რომლებსაც ერთი რამ აერთიანებთ: ადამიანი განსაზღვრულ ასაკში მოულოდნელად, სწრაფად (ნორმალურზე 10-ჯერ მეტი ტემპით) იწყებს დაბერებას. ამ დაავადებით ყველაზე მეტი დაავადებული იაპონიაშია, რაც ნათესავებს შორის ქორწინებით აიხსნება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ის გენეტიკური ფაქტორითაა გამოწვეული. გენეტიკურ მუტაციას შეუძლია არიოს ბიოლოგიური საათი და 25-30-ჯერ დააჩქაროს დაბერების პროცესი.

ბანგლადეშის ბაგურას რეგიონში დაიბადა ბავშვი, რომელიც 80 წლის მოხუცებულს ჰგავს, ასე დაასათაურა ადგილობრივმა პრესამ მოვლენა.

image

ზურგზე ბეწვით, დანაოჭებული სახით და ჩავარდნილი თვალით დაბადებულ ბავშვს რა თქმა უნდა სამედიცინო მიზეზი აქვს: ეს ხდება მხოლოდ 4 მილიონში ერთხელ, როდესაც ბავშვი იბადება უკვე დაბერებულ მდგომარეობაში, ეს არის დაავადება, რომელსაც პროგერიას ეძახიან. ამ დაავადების შესახებ ზემოთ უკვე ვისაუბრეთ, თუმცა ნიშნები ასეთია: პროგერიით დაავადებული ბავშვები დაბადებიდან 6-12 თვის განმავლობაში აბსოლუტურად ნორმალურად ვითარდებიან, მაგრამ შემდეგ თავს იჩენს ისეთი პრობლემები, როგორიცაა; სიმაღლეში ჩამორჩენა, კანი გამომშრალი და დანაოჭებული ხდება, დამახასიათებელია კუნთების ატროფია, ხერხემლის კიფოზი, განუვითარებელია სასქესო ორგანოები, დაქვეითებულია ინტელექტი. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ამ დაავადებით ადამიანები, მაქსიმუმ 15-20 წელს ცოცოხლობენ.

ბანგლადეშში დაბადებული ბავშვის მშობლები იმედგაცრუებულნი არ არიან. ისინი ღმერთის მადლიერები არიან, რომ შეეძინათ ვაჟი და აცხადებენ, რომ ბავშვი საკმაოდ ჯანმრთელია.

image

პლოგერიით დაავადებული ბავშვის დედა: "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ შეგვეძინა მეორე შვილი, პირველი ქალიშვილი გვეყოლა და ახლა უკვე ოთხნი ვართ. უკმაყოფილო არაფრით ვართ, ის ანგელოზად მოევლინა დედამიწას და ყველაფერი უფლის ნებაა"

ბავშვის მშობლებმა დაავდების შესახებ სიმართლე იციან, თუმცა არ უნდათ დაიჯერონ, რომ ამ დაავდებით დაავადებულებს მხოლოდ 15 ან 20 წელი შეუძლიათ იცოცხლონ. ყოველდღიურად ოჯახს სტუმრობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ადამიანები, თუმცა ოჯახი ამ ფაქტით არ წუხდება, ისინი თვლიან, რომ სტუმარი ღვთისაა.

სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი

{თქვენთვის საინტერესო}

1. საოცარი პროფესიები, რაზეც უფასოდ მუშაობის სურვილიც გაგიჩნდებათ!

2. მოღალატე ცოლები - "საცოდავი ჯარისკაცი, ლეგენდარული წერილი და იღბლიანი ქმარი"

3. 6 ბნელი სიმართლე იაპონიის შესახებ!

4. კომიქსების შემქმნელი, მსოფლიოდ ცნობილი სტენ ლი 95 წლის ასაკში გარდაიცვალა!

5. 300 გოლი და 19 თასი! ლეგენდის დასასრული - დიდიე დროგბამ საფეხბურთო კარიერა დაასრულა

6. ვინ იყო მანსა მუსა? - 10 საინტერესო ფაქტი მსოფლიო ისტორიის უმდიდრესი ადამიანის შესახებ!

7. რატომ არ უნდა გადაყაროთ ბანანის ქერქი?

0
813
5-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
813
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0