x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
საშობაო ისტორია, რომლის თანამოზიარე მილიონობით ადამიანი გახდა
image


ეს ისტორია 1840 წელს დაიწყო, შობის წინ ცნობილმა გამომგონებელმა, მეწარმემ და საზოგადო მოღვაწემ სერ ჰენრი კოულმა, იმის გამო, რომ მეგობრებისთვის მისალოცი ბარათების დაწერას ვერ ასწრებდა, ნაცნობ მხატვარს ჯონ ჰორსლის პატარა ზომის ბარათზე თავისი ოჯახის წევრების დახატვა სთხოვა. ბარათის ზომა 12×7 სმ. იყო და მას ლამაზად შესრულებული წარწერა ამშვენებდა: «მხიარულ შობას და ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ!». 2 ათეულამდე ღია ბარათი ლითოგრაფიული ხერხით დაბეჭდეს.


imageპირველი ღია ბარათი, 1843 წ.


საშობაო სიურპრიზმა გაამართლა – ღია ბარათმა წარმოუდგენელი წარმატება მოიპოვა. ის არა მარტო ოჯახის წევრებს, კოულის ნაცნობ-მეგობრებსაც მოეწონათ და რადგან, იმ პერიოდისთვის, კოულის თანაავტორობით უკვე გამოსული იყო პირველი ოფიციალური საფოსტო მარკა «შავი პენი» და ამ მხრივ, გარკვეული გამოცდილება უკვე ჰქონდა, ბარათების ასლები დაბეჭდა და ფასიც დაადო – თითო ბარათი 1 შილინგი ღირდა. თავდაპირველად, ბარათები შეზღუდული ტირაჟით გამოვიდა, ხოლო მოგვიანებით, სერიულ წარმოებაში ჩაუშვეს.

თავდაპირველად, ღია ბარათებზე ახალშობილ იესოს ან ანგელოზებს გამოსახავდნენ, რომლებსაც ხელში ვარსკვლავები ეჭირათ. დიზაინში იყენებდნენ ძველი ინგლისური ტრადიციების მოტივებსაც: გულწითელას, ლენტით გადახვეული სუროს ან ბაძგის ტოტებს. მოგვიანებით, ბარათებზე სანტა-კლაუსი, ყვავილებიანი კომპოზიციები, ნაძვის ხის ტოტები და საახალწლო სათამაშოები გამოჩნდა.

გადიოდა დრო, ღია ბარათები სულ უფრო პოპულარული ხდებოდა. ბარათებით შობა-ასალი წლის მილოცვის პრაქტიკა ბრიტანეთიდან ჯერ ევროპაში, ხოლო შემდეგ, მთელს მსოფლიოში გავრცელდა. სადღესასწაულო დღეებში, ფოსტალიონები ღია ბარათებიანი წერილების ადრესატებამდე მიტანას ვერ აუდიოდნენ.


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage
რაც შეეხება საფოსტო ღია ბარათს, ანუ ბარათებს, რომელზეც მარკის დაწებება და გაგზავნა შეიძლება, ის 1870 წელს, საფრანგეთ-პრუსიის ომის დროს, გერმანიაში გამოიგონეს. პრუსიის ობერ–პოჩტმეისტერის ჰენრიხ შტეფანის განკარგულებით, საომარი მდგომარეობის გამო, ყველა წერილი ღია უნდა ყოფილიყო, რომ ქვეყნისთვის საზიანო ინფორმაცია არ გაპარულიყო. მალე ფოსტით უბრალოდ წერილების გაგზავნა კი არა, ილუსტრირებული ბარათების გაგზავნა დაიწყეს.


imageimageimageimageimage

imageimageimageimageimage
ბარათებთან დაკავშირებით, სხვადასხვა ქვეყნებში, საკუთარი ნაციონალური ტრადიციები შეიქმნა დაიწყეს. მაგ., იაპონიაში, ახალი წლის წინ, აღმოსავლეთის ზოდიაქოს შესაბამისი ცხოველების გამოსახულებიან ღია ბარათებს უგზავნიან ერთმანეთს. ყოველწლიურად, ისინი ასობით ღია ბარათს ღებულობენ და თავადაც უგზავნიან ყველა ნაცნობ-მეგობარს. ამ ბარათებში ისინი, წლის მანძილზე, მომხდარი პოზიტიური მოვლენების გამო მადლობას იხდიან და იმედოვნებენ, რომ მათდამი კეთილგანწყობილი ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება.

ავსტრიაში, ახალი წლის წინ, ერთმანეთს ღია ბარათებს უგზავნიან, რომლებზეც ჩვეულებრივ, ოჯახური სიმყუდროვის და ბედნიერების ნაციონალური სიმბოლოები იყო ასახული: ბუხრის მწმენდავები, ოთხფოთლიანი სამყურა და ღორი.

საბჭოთა პერიოდში, ჩვენთანაც იყო ერთმანეთისთვის ღია ბარათების ჩუქების ტრადიცია. ეს ბარათები განსაკუთრებული პოპულარობით, სკოლის მოსწავლეებს შორის სარგებლობდა და შესაძლებელია, დღესაც ბევრს ჰქონდეს სამახსოვროდ შენახული.

ჩვენს დროში, ქაღალდზე წერილს აღარავინ წერს. ის ელ. ფოსტამ და მობილურმა ტელეფონებმა ჩაანაცვლა. მაგრამ, იყო დრო, ღია ბარათების შესაძენად, ყოველი დღესასწაულის წინ, რიგები იდგა ფოსტებში და წიგნის მაღაზიის საკანცელარიო განყოფილებებთან...imageimage

imageP. S. ცნობილია, რომ თანამედროვე მისალოცი ბარათების ანალოგიურ ბარათებს ჩინელები, ჯერ კიდევ, ათასი წლის წინ იყენებდნენ. თავდაპირველად, ბარათებზე, რომელიც საჩუქარს ერთვოდა, მხოლოდ სტუმრის სახელი ეწერა. მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ მასპინძელი შინ არ იყო, მასზე მისალოც ტექსტს წერდნენ და საჩუქარს ისე ტოვებდნენ. საინტერესო ის არის, რომ მათ მიერ დაწერილი ტექსტი არ განსხვავდება ტექსტისგან, რომელსაც ჩვენ ანალოგიურ სიტუაციებში ვწერთ, – ყველაზე ხშირად, ამ ბარათებით, ბედნიერებას, ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და კეთილდღეობას უსურვებდნენ ერთმანეთს.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:image

საშობაო ზღაპარი


პუანსეტია – შობა-ახალი წლის მთავარი ყვავილი

ბედის ნიშნები


1
87
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
87
  
2019, 8 იანვარი, 21:48
საოცარია, რომ კეთილი ამბები ხალხს არ აინტერესებს :(
0 1 1