საქართველო შალვა ნათელაშვილი:გეუბნებოდით ივანიშვილის გამარჯვება და ქართული მიწების გაყიდვა ერთი იქნება მეთქი? 2018, 7 დეკემბერი, 14:37 "გეუბნებოდით ივანიშვილის გამარჯვება და ქართული მიწების გაყიდვა ერთი იქნება მეთქი? ახლა ყოველგვარი დიპლომატიურობის გარეშე გეტყვით----ვინც მას და მის ქალბატონს ხმა მისცა ყველას მიუძღვის ბრალი იმ უბედურებაში, რასაც ჩვენი ხალხის უმიწოდ დატოვება ანუ გაწირვა ქვია."-ასეთ პოსტს აქვეყნებს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი "ფეისბუქზე".
დღეს, 7 დეკემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისებაზე დაწესებული მორატორიუმი არაკონსტიტუციურად ცნო.საქართველოს ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო მიწების ყიდვა სხვა ქვეყნის მოქალაქეებს ისევ შეუძლიათ.
საქართველოში უცხოელებზე მიწის მიყიდვის აკრძალვის კანონპროექტი 30 მაისს ქართული ოცნების წევრებმა შეიტანეს, რის მიხედვითაც უცხოელები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არ არიან, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მიყიდვა აიკრძალა.
მორატორიუმი ძალადაკარგულად გამოცხადდა, თუმცა შეზღუდვები მხოლოდ 16 დეკემბრამდე მოიხსნა. 239 4-ს მოსწონს
|