ვებ ტექნოლოგიები და ინტერნეტი Forbes-მა 2018 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ვიდეობლოგერების რეიტინგი გამოაქვეყნა 2018, 5 დეკემბერი, 12:20
რეიტინგს სათავეში ჩაუდგა 7 წლის ჩინელი ბიჭუნა, სახელად რაიანი, რომელმაც გასულ წელს 22 მილიონი $ გამოიმუშავა YouTube-ზე, მშობლებმა ბიჭუნას არხი "Ryan Toys Review" 2015 წელს გაუხსნეს, სადაც რაიანი ახალ სათამაშოებზე ახდენს რეაქციას, ხსნის და აღწერს მათ. ბიჭუნას YouTube-ზე 17, 5 მილიონი ხელისმომწერი ჰყავს. მეორე ადგილზე გავიდა მსახიობი და ვიდეო-პრანკების ავტორი ჯეიკ პოლი, 21, 5 მილიონი დოლარით, მესამე არის სპორტული ტრიუკების ავტორი Dude Perfect-ი, მან გასულ წელს YouTube -ზე 20 მილიონი $ იშოვა. 89 7-ს მოსწონს
|