როგორც კი ალკოჰოლის მიღებაზე უარის თქმას გადაწყვეტთ, ცვლილებები, რომლებიც თქვენს სხეულსა და გონებაში მოხდება, დიდხანს არ დააყოვნებს.
ალკოჰოლზე უარის თქმის გადაწყვეტილება დადებითი ცვლილებისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯია, განსაკუთრებით თუ ადამიანი ალკოჰოლზე დამოკიდებული არის. ადამიანების უმეტესობას, რომლებიც ალკოჰოლიზმით იტანჯებიან, პროფესიონალების დახმარება სჭირდებათ, რადგან სპირტიანი
სასმელებისგან თავის შეკავება საკმაოდ რთულია.
მას შემდეგ, რაც ალკოჰოლის მიღებას შეწყვეტთ, გასაოცარ ცვლილებებს დაინახავთ არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ ფსიქოლოგიურ და ემოციურ დონეზე.
ალკოჰოლიზმი ადამიანის ჯანმრთელობას წარმოუდგენელ ზიანს აყენებს, სწორედ ამიტომ, რაც უფრო ადრე გადაწყვეტს ადამიანი ამ მავნე ჩვევაზე უარის თქმას, ჯანმრთელი მდგომარეობის დაბრუნების უფრო დიდი შანსია.
ალკოჰოლზე უარის შემდეგ აღდგენის პროცესის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ხშირად და რამდენი ხანია, რაც ადამიანი ალკოჰოლს ღებულობს. თავიდან
აბსტინენციის ეტაპები განვიხილოთ.
ალკოჰოლზე უარის თქმის მწვავე სინდრომი
ალკოჰოლის გადაჭარბებული მოხმარება ნერვულ სისტემას აღიზიანებს. თუ ყოველდღიურად სპირტიან სასმელს სვამთ, ორგანიზმი დროთა განმავლობაში ალკოჰოლზე დამოკიდებული ხდება.
როცა ეს ხდება, ცენტრალური ნერვული სისტემა ალკოჰოლის არარსებობას უკვე ადვილად ვერ უმკლავდება. თუ სასმლის მიღებას მოულოდნელად შეწყვეტთ ან მიღებული სპირტიანი სასმლის რაოდენობას მნიშვნელოვნად შეამცირებთ, თქვენ მწვავე
აბსტინენციის სინდრომთან გექნებათ საქმე.
მწვავე
აბსტინენციური სინდრომი უკანასკნელი ალკოჰოლური სასმელის მიღებიდან 6 საათის შემდეგ შეიძლება გაჩნდეს:
· ჭარბი ოფლიანობა და სხეულის მაღალი ტემპერატურა;
· გაზრდილი არტერიული წნევა და გახშირებული გულისცემა;
· კიდურების და ქუთუთოების კანკალი;
· უძილობა;
· შფოთვა;
· ნერვიულობა;
· თავის ტკივილი;
· გულისრევა და ღებინება;
ალკოჰოლის სრული დეტოქსიკაცია შეიძლება 2 კვირას გაგრძელდეს. როგორც კი ეს მოხდება, თქვენ თავშეკავების სინდრომის ყველაზე რთულ ნაწილს გადიხართ.
მწვავე ფაზის დასრულებისას, ალკოჰოლზე უარის თქმის ფსიქოლოგიური შედეგი შეიძლება გამოვლინდეს. მისთვის დამახასიათებელია ისეთი ნიშნები, როგორიცაა:
· უხალისობა, ენერგიის დაკარგვა
· ბრაზი და აგრესია
· გაზრდილი შფოთვა და დეპრესია
· უძილობა და კოშმარული სიზმრები
· შემცირებული ლიბიდო
ალკოჰოლზე უარის თქმის ფსიქოლოგიური შედეგები, როგორც წესი, ფიზიკურზე უფრო დიდხანს გრძელდება. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ალკოჰოლი გავლენას ახდენს ტვინის
ნეირომედიატორზე, რომელიც განწყობაზე არის პასუხისმგებელი. გარდა ამისა, ემოცია და პრობლემა, რომელსაც თქვენ ალკოჰოლის დახმარებით
უგულებელყოფდით, შეიძლება კვლავ ზედაპირზე გამოჩნდეს, როგორც კი ალკოჰოლის მიღებას შეწყვეტთ.
ამ დროს ადამიანს დალევის წარმოუდგენელი სურვილი უჩნდება. ალკოჰოლზე დამოკიდებულების სიმძიმის მიხედვით ეს ფაზა რამდენიმე კვირიდან 1 წლამდე გრძელდება. რთულ შემთხვევაში, პროფესიული ჩარევის გარეშე პრობლემას ვერ მოაგვარებთ.
ორგანიზმი ალკოჰოლზე უარის თქმის შემდეგ
აი, როგორ რეაგირებს ალკოჰოლზე უარის თქმის შემდეგ ორგანიზმი. გახსოვდეთ, რომ ეს მხოლოდ ზოგადი
დახასიათებაა და სხვადასხვა ადამიანს გვერდითი მოვლენები შეიძლება განსხვავებული ჰქონდეს.
1 საათი
სწორედ ამ დროს ორგანიზმი დეტოქსიკაციის სრულმასშტაბიან რეჟიმს რთავს, რომ თქვენი
სისხლძარღვებიდან ალკოჰოლი გამოდევნოს და ალკოჰოლური მოწამვლა თავიდან აგაცილოთ.
უკანასკნელი სპირტიანი სასმლის მიღებიდან 1 საათის შემდეგ, ღვიძლი მთელი ძალით მუშაობას იწყებს.
თქვენი პანკრეასი ასევე ჭარბ ინსულინს აწარმოებს, რის გამოც თქვენ ფქვილით წარმოებული პროდუქტის ან ტკბილეულის მიღების სურვილი გიჩნდებათ.
შაქარი დაჯილდოების ჰორმონის -
დოფამინის დონეს ზრდის, რაც კმაყოფილების შეგრძნებას იწვევს. იგივე ხდება ალკოჰოლის მიღების დროსაც. სწორედ ამიტომ გასაკვირი არაა, რომ სპირტიან სასმელზე უარის თქმის შემდეგ ადამიანი სიამოვნებას
ტკბილეულში ეძებს.
12-24 საათი
სისხლში შაქრის დონე ნორმას უბრუნდება. თუმცა, თუ თქვენ ბევრი ტკბილეული მიირთვით, სისხლში შაქრის დონე კიდევ რამდენიმე დღე მერყევი იქნება.
ეცადეთ, ნაბახუსევის დღეს ტკბილეული და მავნე ცხიმები ხილით და ბოსტნეულით ჩაანაცვლოთ.
გარდა ამისა, ალკოჰოლის შარდმდენი თვისების გამო, შეიძლება მწვავე დეჰიდრატაცია განიცადოთ. ხელთ ერთი ბოთლი წყალი ყოველთვის გქონდეთ.
48 საათი
ამ სტადიაზე თქვენი სხეული ორგანიზმის გაწმენდის უკანასკნელ
წინაღობას გადის. მიღებული სასმლის რაოდენობიდან გამომდინარე შეიძლება დაგრჩეთ თავბრუხვევა, თავის ტკივილი და დაღლილობა. მაგრამ ყველაზე ცუდი უკან
მოიტოვეთ.
არტერიული წნევა სტაბილური გახდა, ხოლო სხეულის ტემპერატურა ნორმას დაუბრუნდა.
72 საათი
ამ დროს ფიზიკურად თავს ბევრად უკეთ იგრძნობთ. ნაბახუსევის ყველა გვერდითი მოვლენა უკვე უნდა დასრულდეს, ხოლო
ტკბილეულისკენ ლტოლვა მნიშვნელოვნად შემცირდება.
სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ალკოჰოლის მიღებიდან 72 საათის შემდეგ, როგორც იქნა, ჩვეულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას
უბრუნდებით.
თუმცა ადამიანებში, რომლებიც ალკოჰოლიზმით იტანჯებიან, სიმპტომები ჯერ კიდევ შეინიშნება, მათ შორის კანკალი და თავბრუხვევა.
1 კვირა
თქვენ ღრმად ძილს დაიწყებთ, შედეგად შეამჩნევთ, რომ ენერგია
მოგემატათ. დილით გაღვიძება არ გიჭირთ და შეიძლება დილით სირბილის სურვილიც გაგიჩნდეთ.
ასევე შენიშნავთ, რომ კანი უფრო
დატენიანებული გახდა, რადგან ორგანიზმში ტენის აღდგენა მოხდა. ალკოჰოლი ბუნებრივ ანტიოქსიდანტებს თავისუფალ რადიკალებთან ბრძოლაში ხელს უშლის, რაც ნაადრევ დაბერებას იწვევს.
თუ ადრე
ქერტლთან,
ეგზემასთან ან
როზაცეასთან დაკავშირებული პრობლემები გქონდათ, მდგომარეობა უნდა გაუმჯობესდეს.
1 თვე
ღვიძლის ფუნქცია აღდგენას იწყებს. ღვიძლში დაგროვილი ცხიმი 15 %-ით მცირდება, ის ორგანიზმიდან ტოქსინების უკეთ გაფილტვრას ახერხებს.
ასევე შენიშნავთ, რომ მუცლის ცხიმი მნიშვნელოვნად შემცირდა,
კანის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული, სწორედ რომ ალკოჰოლზე უარის
თქმიდან 4 კვირის შემდეგ ხდება.
ენერგიის დონე იზრდება და ფიზიკურ განახლებას იგრძნობთ.
ამ დროს ახლობლების მხრიდან მხარდაჭერის ან პროფესიონალური დახმარების ძიება კარგი იქნება, რადგან რეციდივის შემთხვევა ყველაზე ხშირად ფხიზელი ცხოვრების სწორედ პირველ ნახევარში ხდება.
1 წელი
ბოლო სპირტიანი სასმლის მიღებიდან 1 წლის შემდეგ, მუცლის ცხიმის მნიშვნელოვან ნაწილს დაკარგავთ.
საშუალოდ 6 კგ-ს დაიკლებთ. თქვენი ღვიძლი ნორმალურ რეჟიმში მუშაობს დაიწყებს.
უფრო მეტიც, მნიშვნელოვნად შემცირდება ისეთი დაავადებების რისკი, როგორიცაა:
· ღვიძლის სიმსივნე
· მკერდის სიმსივნე
· პირის ღრუს სიმსივნე
· გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
· ინსულტი
· დეპრესია და შფოთვა
·
ციროზი
·
დემენცია და სხვა დეგენერაციული დაავადება
ასევე დაგაინტერესებთ:
1.
დასახელდა მსოფლიოში ყველაზე მავნე სასმელი
2.
„ტვინს არ უყვარს ცხიმი, ალკოჰოლი და თამბაქო, მაგრამ უყვარს...“ - ნეიროქირურგი ჯანმრთელობის საიდუმლოს გვიზიარებს
3.
შაქრის დეტოქსიკაცია - როგორ გავწმინდოთ ორგანიზმი შაქრისგან მხოლოდ 7 დღეში
4.
როგორ აღვადგინოთ ღვიძლი და მოვიშოროთ ზედმეტი წონა 30 დღეში
5.
როგორც იქნა მედიცინამ ეს აღიარა: დაავადების განკურნება მედიკამენტის გარეშე შესაძლებელია!
უფრო მეტი იხილეთ აქ:
Yoona-ს არხი