x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
2018 წლის "ოქროს ბურთის" მფლობელი ლუკა მოდრიჩი გახდა
image

ბოლო 10 წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გამარჯვებული არც კრიშტიანუ რონალდუ და არც ლიონელ მესია.


პოპულარულ ჟურნალ "ფრანს ფუტბოლის" მიერ დაწესებული ჯილდოს "ოქროს ბურთის" მფლობელი, მადრიდის რეალისა და ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი გახდა. ჯილდოს გადაცემის ცერემონია პარიზში, 3 ნოემბერს გაიმართა.

image


"ოქროს ბურთი"-ეს არის ყოველწლიური ჯილდო, რომელსაც პოპულარული ფრანგული ჟურნალი France Football მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს გადასცემს სხვადასხვა ქვეყნის სპორტული ჟურნალისტების გამოკითხვის შედეგად. წელს მოდრიჩმა 753 ქულა აიღო და უკან ჩამოიტოვა პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუ(ტურინის"იუვენტუსი") და ანტუან გრიზმანი(მადრიდის "ატლეტიკო")


ყოველწლიური საფეხბურთო ჯილდო "ოქროს ბურთი"(Ballon d'Or) 1956 წლიდან იმართება და პრიზი თავიდან მხოლოდ ევროპელ ფეხბურთელებს გადაეცემოდათ, თუმცა 1995 წელს წესები შეიცვალა და "ოქროს ბურთი" ენიჭება ყველა ეროვნების ფეხბურთელს, რომელიც ევროპულ საფეხბურთო კლუბში თამაშობს.


ყველაზე მეტჯერ, "ოქროს ბურთის" მფლობელები გახდნენ კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი(5-5-ჯერ), სამგზის პრიზის მფლობელები არიან: იოჰან კრუიფი, მიშელ პლატინი და მარკო ვან ბასტენი.

3
36
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
36
  
2018, 5 დეკემბერი, 22:43
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 5 დეკემბერი, 13:13
რა მოდრიჩი კაი რა .............
2018, 4 დეკემბერი, 16:06
შენიშვნა-:3 ნოემბრის მაგივრად 3 დეკემბერი უნდა ეწეროს...
0 1 3