x
image
carpediem
ქართული ''დაკანონებული სექსი''
image


საქართველოში ადრეულ ასაკში ხშირად ქორწინდებიან. მემეგონი ამ ფაქტის დასადასტურებლად საჭირო არ არის ოფიციალური მონაცემები, სკოლაში გაბერილი მუცლით სიარული მოდაშიც კი შემოვიდა.

რატომ უნდა უნდოდეს 14-18 წლის ასაკში ახალგაზრდას ოჯახის შექმნა? სწორედ ამ კითხვებზე პასუხის გაცემას შევეცდები ამ სტატიაში.

image


დავიწყოთ იქიდან რომ საქართველოში არ არის თავისუფალი სექსი. კი ბატონო, მე არ ვამბობ აღვირახსნილობაზე და ყოველ შემხვედრთან დროის გატარებაზე, თუმცა საყვარელ ადამინთან, შეყვარებულთან, საქმროსთანაც კი სექსუალურ კავშირს ხშირად ერიდებიან.

ლოგიკა : მერე რომ ვეღარ გავთხოვდე? სხივს ''ნახმარს'' ვინღა მოიყვანს ცოლად? მიზეზები რის გამოც ჩვენთან სექსის თავისუფლება არ არ ის მრავალი შეიძლება მოიყვანო. თუმცა ამაზე ამ შემთხვევაში დროს აღარ დავკარგავ და პირდაპირ შედეგზე გადავალ.

ორი ადამიანი, ორი ახალგაზრდა, რომელთაც არ აქვთ სექსი რადგან ეს ქორწინებამდე მიუღებელია. ორი ახალგაზრდა, რომელმაც რამდენიც არ უნდა იფიქროს სექსის მიუღებლობაზე ფიზიკური სურვილები მაინც თავის იტანს, სექსის მოთხოვნილება ყველა ადამიანშია თუ დარღვევები არ გაქვს. გავითვალისწინოთ ისიც რომ დიდი ხნის თავშეკავებას სერიოზული პრობლემები მოყვება არა მარტო ფსიქოლოგიური, არამედ ჟანრმთელობის მხრივ.

ამიტომაც, ადამიანები რომლებსაც აქვთ სექსის ბუნებრივი მოთხოვნილება, მაგრამ საზოგადოებაში დოგმად არსებული წესების გამო უარს ამბობენ მის დაკმაყოფილეაზე, მიმართავენ ''მარტივ '' გზას- ქორწინება. შენ რომ შენს ცოლთან/ ქმართან სექსი გაქვს ეს ყველამ ისედაც იცის, აბა გათხოვილ ქალს ვინ უწოდებს მსუბუქი ყოფაქცევისას? ის უკვე გათხოვილია, და მისი სექსიც კანონიერია.

შედეგები კი კატასტროფული.

image

თავი რომ დავანებოთ იმას, რომ 14-18 წლის ასაკში გოგონები და ბიჭები სრულიად მოუმზადებლები არიან ოჯახის შესაქმნელად ( როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად ) ხშირ შემთხვევაში ადრეული ქორწინება კრახით მთავრდება, რაც არ არის გასაკვირი.

ცოლ-ქმარნი ხვდებიან რომ სინამდვილეში მათი გრძნობა არც ისე ძლიერი ყოფილა, ვერ უძლებენ ერთობლივი ცხოვრების ტვირთს, დაკისრებულ ვალდებულებებს, ერთმანეთს ვერ ეგუებიან, სიყვარული სადღაც ქრება და რჩება მხოლოდ კანონიერი სექსი, და სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში მარტოხელა დედები ბავშვით.

რა თქმა უნდა ყოფილი ქმრები ხშირად იღებენ ბავშვზე პასუხიმგებლობას მაგრამ მგონი იმის ახსნა არ მჭირდება რას ნიშნავს როცა დედ მამა ერთად გზრდის და რას როცა მამა კვირაში 3 ჯერ გაკითხავს.

image

რეგიონებში ძირითადად სხვა პრობლემა დგას. სოციალური ფონი რომელიც სოფლად არის გაბატონებული, სამუშაო ადგილების ფაქტიურად არ არსებობა. ერთადერთი რაც მდედრობით სქესს ასე ვთქვათ ადარდებს სარფიანი გათხოვებაა სოფლის პირობების ფონზე.

ამიტომაც რეგიონებში ფეხმძიმე მეათე თუ მეთერტმეტე კლასელების ნახვა არავის უკვირს. მათი არჩევანი თითქმის დაბადებიდანვე გაკეთდა- გათხოვება, ბოსტნის მოვლა, საქონლის მიხედვა. ამიტომაც დიდ მნიშნველობას აღარ ანიჭებენ გათხოვების ასაკს. მათი ''ბოლო ბედი '' მაინც სოფელშია.


image

ეს ის პრობლემებია რომელიც საზოგადოებაში რეალურად არსებობს რამდენიც არ უნდა დახუჭო თვალი ამაზე. ხშირად მომიხსენიებია ჩემს სტატიებში პრობლემა რომელსაც ქალიშვილობის ინსტიტუტი ქვია, დღეს უბრალოდ მინდოდა სხვა კუთხიდან დამენახებინა სიტუაცია.

თუ თქვენ გირჩევნიათ უყუროთ ''სექსის დაკანონების'' გამო შექმნილ ოჯახებს კი ბატონო, უყურეთ და დატკბით, მთავარია რომ გოგოზე ვერავინ ვერაფერს იტყვის, ის ხომ გათხოვილი იყო. რა თქმა უნდა ვერ იქნება ქალიშვილი მაგრამ ეს გასამართლებელია, მას აქვს მიზეზი რატომაც არ არის ქალიშვილი. ის არ არის მსუბუქი ყოფაქცევის, მას ხომ ქმარი ყავდა. შესაბამისად მისი სტატუსიც კარგია. სამაგიეროდ მისი შვილი იზრდება მამის გარეშე.

მაგრამ მერე რა, მან ხომ სექსი დააკანონა.

16
450
6-ს მოსწონს
ავტორი:carpediem
carpediem
450
  
2012, 17 ივლისი, 18:18
მართალი გიწერია,ვეთანხმები...
2012, 17 ივლისი, 0:26
:(:(:(:( ეჰ
2012, 13 ივლისი, 12:38
შენ ყოველთვის გესმის ჩემი
2012, 13 ივლისი, 9:41
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2012, 12 ივლისი, 17:52
ყოველთვის მიგულეთ თქვენი მხიარულების სამსახურში :D:D:D
2012, 12 ივლისი, 17:50
:D :D :D :D :D ა ჰა კაი იყო
2012, 12 ივლისი, 17:48
ნარკუშა მოიყვანს ცოლს და პირველს გამეს მაგარ კაიფშია და ცოლს ეკითხება "ქალიშვილი ხარო? ". კი რა თქმა უნდა შენ პირველი კაცი ხარ ჩემთვისო." ეხა ამას ეჩალიჩე კიდე ეგ მინდოდაო - თქვა ნარკუშამ და ელვა გაიხსნა :D:D
2012, 12 ივლისი, 12:52
რელიგია სექსს კი არ ქადაგებს ან ცოდვის ჩადენას? იმ ცოდვას ერიდებიან რასაც მრუშობა ჰქვია და მეორე უფრო მძიმე ცოდვაში დგამენ ფეხს? მაგას ისევ იმრუშონ ჯობია. ნუ ამას ისე ნუ გაიგებთ რო ბოზობა დაიწყოს ყველამ. სექსი ცხოველმაც იცის, ეგ ბუნებრივი მოთხოვნილებაა, მაგრამ ადამიანისგან განსხვავებიტ ცხოველმა იცის ვისთან რა უნდა და ისიც იცის რომ შთამომავლობა უნდა ჰყავდეს ამ სექსის გამო და მასზე პასუხისმგებლობა ექნება. არ გეწყინოთ მაგრამ დღეს ახალგაზრდებს მოუდებათ და ვსო, ცოლი მოყავთ. უნდა გაიგონ ცოლი უნდათ თუ ქალი.
2012, 11 ივლისი, 12:15
ვაიმე რა შუაშია ცოდვა არ გადამრიოოოოოოოოოოოოო :D :D :D
მთAვარი მიზეზები არაა საყვარელო, მთავარი შედეგებია და გითხრა შედეგი ?

2 ახალგაზრდა, შეყვარბეულები
გოგო ეუბნება : ვერ მოგცემ, მერე რო ვეღარ გავთხოვდე ? ან არ ეუბნება მაგრამ ამ მიზეზით იკავებს თავს
ბიჭი : ხოდა დავქორწინდეთ

და ქორწინდებიან , მერე რა ხდება იცი ? ცოტა ხანში მიხვდებიან რომ სექსით სიყვარული ვერ გამოკვევბეს, სივყარულცი გაქრება და სახეზე დანგრეული ოჯახი და მარტოხელა დედები არიან.
რა მნიშნველობა აქვს რელიგია რას გთხოვს ? მთAვარია რომ დოგმად ქცეული ქალიშვილობის ინსტუტის უფრო ცუდი შედეგები მოაქვს.
კაცები არ ატარებენ მუცლით ბავშვებს 9 თვე და კაცებს არც საქალწულო აპკი აქვთ რომლის დაცვა ასე მწარედ მოითხოვება და ამის მერე თუ კდიე რამე ვერ გაიგე პმ-ში მომწერე
თორე დავიღალე : )
2012, 11 ივლისი, 12:11
ე ბიჭო ვისაც როგორ უნდა ისე იცხოვრებს . მე ვინ ვარ რო ვინმეს რამე ავუკრძალო ან რამე საერთოდაც არ მიყვარს სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა და სხვაზე ლაპარაკი იმიტო რო ყველაფერი ინდივიდუალურია თუმცაღა ჩემს თვალში ეგ მიდგომა რო იცი აი კაცი მრუშობს და მოდი მეც ვიმრუშებ არასწორია კაცი თუ სცოდავს შენ რატო უნდა შესცოდო (ნუ ეგეც შენი გადასწყვეტია ზოგს სულაც არ უნდა რელიიგის დაცვა ან სულაც ათეისტია)
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10