ცივი კერძები ექსცენტრიკული სამზარეულო, ცოცხალ-მოძრავი კერძები და სასმელები 2018, 30 ნოემბერი, 18:21 1.ცოცხალ-მოძრავი კერძები და სასმელები იაპონური სამზარეულო საკმაოდ მრავალფეროვანი და მდიდარია იმისათვის, რათა დააკმაყოფილოს განსხვავებული გემოვნებისა და ფანტაზიის მქონე გურმანები, მათ შორის ცოცხალი კერძებისა და სასმელების მოყვარულები.
მხიარული თევზები (იაპონია) ეს ციცქნა, გამჭვირვალე ოქროსფერი თევზები განკუთვნილია სწორედ ცოცხალი, მოძრავი კერძების მოყვარულთათვის. ცქრიალა ოქროსფერი თევზები არა მარტო ცოცხლად გამოიყურებიან, არამედ ლაღად და ხალისიანად მოძრაობენ ჭურჭელში, თითქოს სამყაროსეულ წესრიგს აღარ ემორჩილებიან და სიცოცხლის, თავისუფლების უკანასკნელ წუთებს ზეიმობენო.
სასმელი გველით "ჰ ა ბ უ შ უ" (იაპონია) ჰაბუშუ პირველად დაამზადეს იაპონიის კუნძულ ოკინავაში. ესაა ცოცხალი გველისაგან დაყენებული სასმელი, რომელიც შხამის გავლენით ძლიერმოქმედ, თუმცა სასიამოვნო ეფექტს იწვევს. სპირტი გველის შხამს, გესლს ანეიტრალებს და ჰაბუშუ ერთ-ერთ უგემრიელეს სასმელად მიიჩნევა.
2.მწერის დელიკატესები ენტომოფაგია მწერების საკვებად გამოყენებას გულისხმობს, რასაც კატეგორიულად არ ცნობს ქართული სამზარეულო, მაგრამ მკვეთრად დამახასიათებელია ევროპის, ამერიკის და მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის სამზარეულოსათვის.
ჭრიჭინები (ინდონეზია, ჩინეთი) ხამანწკები და ლოკოკინები ცნობილი დელიკატესებია, თუმცა ინდონეზიასა და ჩინეთში გურმანები უპირატესობას ანიჭებენ მოხარშულ ან შემწვარ ჭრიჭინებს.მათი თქმით, ჭრიჭინას კერძს კიბორჩხალას მსგავსი გემო დაჰკრავს.
ბაღლინჯოები
ხოჭოები (აფრიკა) აფრიკაში უმ ან მოხარშულ ხოჭოებს დიდი სიამოვნებით მიირთმევენ, რადგან მასში შეიგრძნობენ ვაშლის გემოს, რომელსაც ახლავს დამამშვიდებელი ეფექტი.
შემწვარი ტარანტული (კამბოჯა)
ფუტკრის ორცხობილა (იაპონია) ფუტკრებით დამზადებული ორცხობილა იაპონური სამზარეულოს დელიკატესია. იგი განსაკუთრებით პოპულარულია ქალაქ ომაჩიში.
3.ეგზოტიკური და უსურვაზი ცხოველები, ქვეწარმავლები ტაფაზე
ზღვის გოჭი (ამერიკა)
ციყვი (აშშ, კენკუტი)
ძაღლი (ჩინეთი, კორეა..)
ვეშაპი (ნორვეგია)
დელფინი (კარიბის კუნძული)
ზვიგენი (ისლანდია) აქლემი (ცხვრითა და 20 ქათმით)
ი გ უ ა ნ ა - ხვლიკის დელიკატესი (აშშ)
4.უცნაური ჩ ა რ ო ზ ე ბ ი
ნაყინის დესერტი "ა კ უ ტ ა კ ი" (ალიასკა) კენკრის ნაყინი არავისთვის ეგზოტიკას არ წარმოადგენს, მაგრამ მის შემადგენლობაში თოვლს, ირმის ცხიმსა და მით უმეტეს თევზს, ალბათ, ვერც კი წარმოვიდგენთ, თუმცა თევზის, ირმის ცხიმის, კენკრისა და თოვლისაგან დამზადებული ნაყინი ალიასკას მცხოვრებთათვის საუკეთესო დესერტია.
5."შეშლილი" ხილები
1."უ მ ი დ უ ბ ო" (იაპონია) უმიდუბოს ანუ ზღვის ყურძნის საკვები ღირებულება, მისი საკვებად გამოყენების სარგებლიანობა პირველად ვიეტნამში შეამჩნიეს და პოპულარული გახდა იაპონური სამზარეულოსათვისაც.მას აქვს ყურძნის მარცვლების მსგავსი, მაგრამ გაცილებით პატარა ბურთულები, რომელთაც მჟავე, მლაშე, სასიამოვნო გემო აქვს. 2.საზამთრო "კუბი" (იაპონია) კუბისებრი საზამთრო ჩვეულებრივი, მრგვალი საზამთროს იდენტურია გემოთი და ყველა სხვა მახასიათებლით. ერთადერთი, რაც მას წრიული, ტრადიციული საზამთროსგან განასხვავებს, ფორმაა, რომელიც ოთხკუთხედის ფორმის ყუთში გაზრდით მიიღო. 132 3-ს მოსწონს
|