x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138448
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512073
7 უჩვეულო მეთოდი, რომელთა დახმარებითაც ჩვენი წინაპრები ყოველდღიურ პრობლემებს აგვარებდნენ
ჩვენ წინაპრებს ის კომფორტი არ ჰქონდათ, რომელთაც დღეს ვიყენებთ. თუმცა ისინი ნაკლებად გამომგონებლები არ იყვნენ და ბევრ პრობლემას თავისებურად აგვარებდნენ. ხშირად უჩვეულო მეთოდებს და გამოგონებებს იყენებდნენ, რომლებიც დღეს სასაცილოდ გვეჩვენება.

თქვენთვის რამდენიმე ნივთი ვიპოვეთ, რომელთაც რამდენიმე ათეული წლის წინ ადამიანები ყოველდღიური პრობლემების მოსაგვარებლად იყენებდნენ.

ჩანთის ნაცვლად ყელსაბამს ატარებდნენ

image


XIX საუკუნეში ტანსაცმელს ჯიბე არ ჰქონდა, ხოლო ჩანთები მოდაში ჯერ კიდევ არ იყო შემოსული, სწორედ ამიტომ ყველა საჭირო ნივთს ქალები შატლენით ატარებდნენ. შატლენი (ფრნგ. „სასახლის მფლობელი“) წარმოადგენდა აქსესუარს, რომელსაც სხვადასხვა ნივთის დასამაგრებლად იყენებდნენ: გასაღები, საფულე, საათი, მაკრატელი, ჩასაწერი წიგნაკები, სუნამო, კოსმეტიკა და ა.შ.

შატლენის მოდა რაღაცით ჩანთას ჰგავს. შატლენების მთელი კოლექცია არსებობდა: ყოველდღიური მიზნებისთვის, სპორტული და სამგლოვიაროც კი. სხვათა შორის, ჩვენს დრომდე შატლენი-გულსამაგრი არის შემორჩენილი.


კონუსს მაკიაჟისთვის იყენებდნენ

image

1939 წელს მონრეალში ეძებდნენ მეთოდს, რომელიც წვიმიან ამინდში ქალის მაკიაჟს დაიცავდა. და სპეციალური გამჭვირვალე კონუსი მოიფიქრეს: ის ქალის სახეს ეკვროდა და წვიმის წვეთების სახეზე მოხვედრას ხელს უშლიდა. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი კონუსი პაემნის დროს უსარგებლო იყო და საერთოდ სასაცილოდ გამოიყურებოდა, ბევრი ქალი მას მაინც იყენებდა.


ცეცხლს ყუმბარით აქრობდნენ

image

1723 წელს ინგლისი ხანძარმა ძლიერ დააზიანა, სწორედ ამიტომ ქიმიკოსმა ამბროზ გოდფრიმ გამოიგონა მოწყობილობა, რომელიც მშვიდობიან მოქალაქეებს ხანძრის სწრაფად ჩაქრობაში ეხმარებოდა. მოწყობილობას Harden Star ერქვა, ან უბრალოდ ყუმბარა, რადგან სწორედ ამას წარმოადგენდა.

სფერული კოლბა სავსე იყო სითხით, რომელიც ალს აქრობდა და თუნუქის კოლბა, რომელიც დენთით იყო სავსე. როცა ყუმბარას ცეცხლში აგდებდნენ, დენთი ფეთქდებოდა და სითხე აფრქვევდა, რომელიც ცეცხლს აქრობდა. თუმცა ეს, თანამედროვე სახანძროს მსგავსად, უსაფრთხო არაა.


ორსულობას თვალით განსაზღვრავდნენ

image

XVI საუკუნეში ექიმმა ჯაკ გუპლემომ გამოიგონა მეთოდი, რომელიც ქალის ორსულობას მხოლოდ თვალში ჩახედვით განსაზღვრავდა. გუპლემო ირწმუნებოდა: „ორსული ქალის თვალები ღრმად ჩამჯდარია, გუგები ვიწრო, ქუთუთოები ჩამოწეული, ხოლოდ თვალის კუთხეები შეშუპებულია“-ო.

საეჭვოდ ჩანს, მაგრამ ეს მეთოდი ხშირად ამართლებდა. დღეს მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ორსულობის დროს ქალს მხედველობა ნამდვილად შეიძლება შეეცვალოს, მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე მისი დადგენა პრობლემატურია.


ბევრი პრობლემის მოსაგვარებლად ელექტროთერაპიას იყენებდნენ

image

ადამიანები ელექტროთერაპიას უკვე 2000-ზე მეტი წელია იყენებენ. ელექტრო მოწყობილობების გამოგონებამდე, ბერძნები ოპერაციის დროს ელექტრო სხივებს ანესთეზიის სახით იყენებდნენ, როგორც ტკივილგამაყუჩებელს.

ჩვ.წ.აღ. 46 წელს რომაელმა ექიმმა სკრიბონი ლარგამ შენიშნა, რომ ადამიანი პოდაგრისგან განიკურნა, როცა „თევზ-ტორპედოს“ (ელექტრული სკაროსის სახეობა) ფეხი დააბიჯა. შედეგად, ასე არა მხოლოდ პოდაგრას, არამედ შაკიკსაც მკურნალობდა. მსგავს პროცედურას ბუასილის სამკურნალოდაც იყენებდნენ, მაგრამ მასზე ჯობს, არ დავკონკრეტდეთ.


ულვაშების დასაცავი ჭიქა გამოიგონეს

image

თუ XIX საუკუნის ინგლისელ ჯენტლმენს წარმოიდგენთ, ეს იქნება ულვაშიანი მამაკაცი ჩაის ჭიქით ხელში. ულვაშები მაშინ მოდაში იყო, თუმცა ერთი მაგრამ არსებობდა: ჩაის დალევის დროს ულვაშები მფლობელს უხერხულობაში აგდებდა. სწორედ ამიტომ, 1870 წელს ინგლისელმა ჰარვი ადამსა გამოიგონა სპეციალური ჭიქა, რომელიც ულვაშებს დასველებისგან იცავდა.


აირის გამონაბოლქვით კერძებს ამზადებდნენ

image

XX საუკუნის დასაწყისში ადამიანებს ბუნებაში დროის გატარება უყვარდათ. ავტომობილი ბევრს ჰყავდა, ხოლო კერძის კოცონზე მომზადება პრობლემატური იყო. 1930 წელს გამოიგონეს გაზქურა, რომელიც მანქანას უკავშირდებოდა. იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ ცხელი გამონაბოლქვი აირით კერძს ამზადებდნენ და აცხელებდნენ. როგორც აღინიშნებოდა, ცხელი კერძის მომზადებას მხოლოდ 1 საათი სჭირდებოდა.

გამოგონება საკმაოდ პოპულარული იყო, მაგრამ არა დიდხანს. ალბათ, ადამიანებმა გაიგეს, რომ კერძის მომზადების ასეთი მეთოდი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო არაა.

საინტერესოა, დღევანდელი ჩვენი გამოგონებებიდან რომელი ჩაითვლება სასაცილოდ 100 წლის შემდეგ?

0
4127
3-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
4127
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0