სხვა ფემინისტებმა გამოსცეს თანამედროვე "ქალთა ბიბლია" 2018, 28 ნოემბერი, 17:49
ჟენევის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის პედაგოგებმა ელიზაბეტ პარმენტიემ და ლორიან სავოიმ გასწიეს უდიდესი სამუშაო და გამოსცეს "ქალთა ბიბლია", მათ შეკრიბეს თანამოაზრეები და წმინდა ტექსტებს ისეთი ინტერპრეტაცია მისცეს, რომ იქ არ გამოჩენილიყო ქალის დამცირება.
თანამედროვე ბიბლიის ავტორები ამტკიცებენ, რომ წმინდა წერილებში ქალთა სახეები ძალზე ცალმხრივად არის განხილული: ესენი არიან, მოსამსახურეები, მეძავები, ან წმინდანები, ისინი ცეკვავენ ამა ქვეყნის ძლიერთათვის, მუხლებზე დაჩოქილები არიან და იესოს ფეხებზე კოცნიან. მაგრამ თუ კორექტულად მოვახდენთ ბიბლიის ტექსტების ინტერპრეტაციას, ის ნამდვილად გახდება ქალთა ემანსიპაციის და თანასწორობისთვის ბრძოლის ინსტრუმენეტი. "ფემინისტური ღირებულებები და ბიბლიის ტექსტები შეუსაბამობაში მოდიან"-ამბობს ლორიან სავოი-"საჭიროა ბიბლიის თანამედროვე ინტერპრეტაცია, რათა ქალის სახე არ ჩანდეს ასეთი სუსტი და დამონებული. ავტორების გარდა პროექტზე კიდევ 18 თეოლოგი ქალი მუშაობდა სხვადასხვა ქრისტიანული კონფესიიდან. წიგნის ავტორები აღიარებენ, რომ ახალი ბიბლიის შექმნა მათ შთააგონა ამერიკელმა სუფრაჟისტმა ელიზაბეტ კედი სტენტონმა, რომელმაც ჯერ კიდევ 1898 წელს გამოსცა "ქალთა ბიბლია", თავიდან მათ უბრალოდ სურდათ ფრანგულად ეთარგმნათ სტენტონის ბიბლია, თუმცა მერე მიხვდნენ, რომ 120 წლის წინანდელმა ტექსტმა აქტუალობა დაკარგა და უნდა შეექმნათ ახალი ბიბლია, რომელიც 21-ე საუკუნის რეალიებს შეესაბამება. ლორიანა სავოის აზრით, ბიბლიის პერსონაჟებიდან ერთ-ერთი ყველაზე არაკორექტულია მარია მაგდალინა:"ის გამუდმებით იესოს გვერდით იყო, მათ შორის, როდესაც ჯვარზე გაკრული კვდებოდა, მაშინაც კი, როდესაც იესოს თანამოაზრე მამაკაცებს შეეშინდათ და დაიფანტნენ, ის იყო პირველი, რომელმაც საფლავი ცარიელი აღმოაჩინა და რომ ქრისტე აღსდგა.მაგდალინა-ფუნდამენტალური პერსონაჟია, თუმცა მას ტრადიციულად აღწერენ, როგორც სიძვის ქალს და ზოგიერთ თანამედროვე განმარტებებში-იესოს საყვარელს. ახალი "ქალთა ბიბლიის" ავტორები მიიჩნევენ, რომ მათი ნაშრომი გახდება სასარგებლო ინსტრუმენტი ფემინისტების ხელში, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ დღითიდღე მზარდ სექსიზმისადმი მებრძოლ მოძრაობას- #MeToo. "ყოველ თავში განხილულია საჭირბოროტო ეგზისტენციალური საკითხები, რომლებიც ქალებს ყოვედღიურად აწუხებს-ამბობს ელიზაბეტ პარმენტია-ვიღაცას მიაჩნია, რომ დროა ფემინისტებმა მოისროლონ ბიბლია, თუმცა ჩვენ გვჯერა- პირიქით იქნება ყველაფერი". 32 5-ს მოსწონს
|