x
image
თამილა გურაშვილი
რუსეთმა განგაში ატეხა: ყირიმის სანაპიროზე ამერიკის სამხედრო თვითმფრინავი შენიშნეს

image


ოკუპირებული ყირიმის სანაპიროზე, აშშ-ს საზღვაო თვითმფრინავი შენიშნეს, რომელიც სადაზვერვო ოპერაციას ახორციელებდა.

თვითმფრინავი Boeing P-8A Poseidon-ი საბორტო ნომრით 168848 არის ამერიკის შეერთებული შტატების 26-ე საზღვაო საპატრულო ესკადრილიიდან.

თვითმფრინავი ბაზირებას გადის აშშ-ს საზღვაო ბაზაზე იტალიაში, სიონელეს კუნძულზე.


თვითმფრინავი შენიშნეს ყირიმის სანაპიროდან 31 კილომეტრში 27 ნოემბერს.


image

ასევე, პორტალ PlaneRadar- ის მონაცემებით, ამ რეგიონში თვითმფრინავის სადაზვერვო ფრენის მონიტორინგი იქნა განხორციელებული. ეს არი აშშ-ს ს RQ-4A Global Hawk US Air Force, რომელიც დონბასში სადემარკაციო ხაზის მონიტორინგს ახორციელებდა.

კიდევ ერთ აშშ-ს საზღვაო თვითმფრინავს ყირიმის მახლობლად ორშაბათს, 26 ნოემბერს უნდა განეხორციელებინა სადაზვერვო ფრენა.
დილის 7:50 საათზე, აშშ-ს საჰაერო ძალების Boeing RC-135V- ის ელექტრონული სათვალთვალო თვითმფრინავი BASTE41 საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე მდებარე Souda Bey Airbase- დან გამოვიდა. მან კურსი შავი ზღვის აკვატორიისკენ აიღო.

8:30 საათზე თვითმფრინავი იმყოფებოდა ბულგარეთის საჰაერო სივრცეში და კურსი აღებული ჰქონდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმის სანაპიროსკენ.


image


შეგახსენებთ, რომ აზოვის ზღვაში სიტუაცია 25 ნოემბერს გამწვავდა, როდესაც რუსეთმა ცეცხლი გახსნა და სამი უკრაინული ხომალდი დააკავა. 24 უკრაინელი მეზღვაური კი ტყვედ აიყვანეს.

1
493
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
493
  
2018, 30 ნოემბერი, 23:52
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1