ასტროლოგია არის ერთ-ერთი ეზოთერული სწავლება (სფერო), რომელიც ადამიანის პიროვნებასა და მიმდინარე მოვლენებს ახასიათებს პლანეტის განლაგების მიხედვით. დღეს, საზოგადოებაში ასტროლოგიისადმი დაინტერესება დიდია, თუმცა ყოველკვირეული პროგნოზი არაა ასტროლოგია, ის ბევრად უფრო ფართო სფეროა.
მაშასადამე, ასტროლოგია შეგვიძლია მივიჩნიოთ სფეროდ, რომელიც იყენებს ზუსტ მეცნიერებას, ასტრონომიას, მათემატიკასა და სულიერ მეცნიერებას - "ეზოთერიკას". ფაქტობრივად, მასში შერწყმულია მატერიალური და სულიერი, ორი მეტად განსხვავებული, მაგრამ ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული სამყარო. ზუსტი მეცნიერების მიხედვით თვლიან პლანეტის მოძრაობას, გადაადგილებას, მდებარეობას, ხოლო სულის მეცნიერების, ფსიქოლოგიისა და სხვა ეზოთერული სფეროების მეშვეობით ცდილობენ ახსნან ნებისმიერი მოვლენა თუ მახასიათებელი. შესაბამისად, ასტროლოგია ვერ იქნება ვერც სიცრუე და ვერც მეცნიერება, ის ორი მნიშვნელოვანი სამყაროს ნაზავია.
ექსპერტების აზრით, რომ გაგიმართლოთ, ზოდიაქოს გარკვეული ნიშნის ქვეშ უნდა იყოთ დაბადებული, რადგან ვარსკვლავების განლაგება და ზოდიაქო, პირდაპირ კავშირშია ცხოვრებაში გამართლებასთან. ტყუილად არ თქმულა შემდეგი სიტყვები -
"ბედნიერ ვარსკვლავზეა დაბადებულიო".
ხალხთან მუშაობის დიდი გამოცდილების მქონე ასტროლოგმა და ფსიქოლოგმა სერგეი ლანგმა დაწერა ზოდიაქოს ყველაზე წარმატებული 5 ნიშნის შესახებ.
1. ვერძი.
ვერძი, ყოველთვის და ყველგან წარმატებით სარგებლობს. თუ ვინმემ უნდა იყიდოს ლატარიის ბილეთი, ის ვერძია. მათ აზარტულ თამაშებშიც საოცრად უმართლებთ, თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც თამაშით დაინტერესების პროცესია და არა ფულის მოგების სურვილი.
2. მორიელი.
მორიელი იმას იღებს, რაც მას სჭირდება, იღბალი საჭირო დროსა და ადგილს, თითქმის არასოდეს აყოვნებს. ის ყოველთვის რისკავს, რადგან იცის, რომ წარმატება ხშირად იქნება, მაგრამ არსებობს იშვიათი გამონაკლისები.
3. თევზები.
თევზებს ხშირად უმართლებთ, თითქოს მათ მფარველი ანგელოზი მუდამ თან დასდევთ. ძალიან რთულ სიტუაციაშიც კი მარტივად გამოსვლა შეუძლიათ. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ თითქმის ყველა ადამიანს უმართლებს, ხოლო ვისაც ჯერ არ გაგიმართლათ, იცოდეთ, რომ სასიამოვნო სიურპრიზი ჯერ კიდევ წინ გაქვთ.
4. ლომი.
ლომებს ფული, პატივისცემა და დიდება უყვართ და ამ ყველაფერს მარტივად აღწევენ. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ლომების გვერდით მხოლოდ კარგი ადამიანები არიან, ისინი, ვინც მათ დაეხმარებიან, გვერდში დაუდგებიან და ეყვარებათ.
5. კურო.
კუროს რაღაც ძალით, სულ უმართლებს, თითქოს წარმატება მუდამ მათ ფეხქვეშაა. გამდიდრებისთვის, ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი ყველაზე კარგი კანდიდატია.
იხილეთ აგრეთვე: