საქართველო "თემირლან მაჩალიკაშვილის დედას ვეხმიანები: არ ვიმსახურებ იმ მიმართვას თქვენგან, რაც წავიკითხე..." - ირმა ინაშვილი 2018, 25 ნოემბერი, 18:16
"ირმა ინაშვილო, შენ პანკისის ხეობაში იმყოფებოდი, ვითომ ჩემს ტკივილს იზიარებდი, ყოჩაღ შენს ქალობას, შენს დედობას. შენ თუ ნამდვილი დედა ხარ, ჩემს გვერდით იქნებოდი"- განაცხადა მედეა მარგოშვილმა.ამ ფაქტს სწრაფად გამოეხმაურა "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით:" თემირლან მაჩალიკაშვილის დედას ვეხმიანები:ქალბატონო მედიკო, პანკისშიც ვიყავი, მოგისამძიმრეთ კიდეც, თქვენი ტკივილიც გავიზიარე, მუდმივად საჯაროდ მივმართავდი და მივმართავ ხელისუფლებას, რომ ითქვას სიმართლე, ჩატარდეს ობიექტური გამოძიება და დაისაჯონ დამნაშავეები. არ ვიმსახურებ იმ მიმართვას თვენგან, რაც წავიკითხე. დღეს დილით სარალიძეს პანაშვიდი გადავუხადე და თქვენი შვილის სახელზე, დაბადებისდღისთვის რაც გასაკეთებელი იყო, თქვენი წესისამებრ, ისიც გაკეთდა. ამაზე ხმამაღლა არ საუბრობენ. ასე რომ, ქალბატონო მედიკო, მე არ ვიმსახურებ იმას თქვენგან, რასაც წერთ.მორიგჯერ გამოვთქვავ წუხილს იმის გამო, რომ სამართალი ჯერ ვერ იპოვეთ, მაგრამ იცოდეთ:მართალ კაცს, თუ მართალია... როცა მართალია, ეს სიმართლე არ დაეკარგება!
621 1-ს მოსწონს 1-ს არა
|