x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138466
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512088
თქვენ ჯოჯოხეთში თუ სამოთხეში მოხვდებით? თავსატეხი, რომელიც ადამიანების 90%-ს ჩიხში შეიყვანს
image

ეს რთული თავსატეხი, ერთი შეხედვით, ძალიან მარტივი მოგეჩვენებათ. თუმცა მასზე სწორი პასუხის გაცემა ყველას არ შეუძლია. ასე რომ, ამოცანა ყურადღებით წაიკითხეთ და ეცადეთ სწორად გასცეთ პასუხი.


ამოცანა

თქვენ ორი კარის წინაშე დგახართ. ერთი კარი ჯოჯოხეთში, მეორე კი სამოთხეში შეგიყვანთ. თითოეული კარის წინ მცველი დგას. ერთ-ერთი მათგანი სიმართლეს ამბობს, მეორე კი ყოველთვის იტყუება. თუმცა თქვენ არ იცით, რომელი მათგანი არის გულწრფელი და რომელიც მატყუარა.

თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ ერთ მცველს, ერთი კითხვა დაუსვათ, რომ სამოთხის კარი იპოვოთ. როგორი იქნება თქვენი შეკითხვა?



image


ამოცანის ამოხსნა

გადაწყვეტილებაზე ბევრი და კარგად იფიქრეთ? აი, სწორი პასუხი.

კითხვა, რომელიც უნდა დაგესვათ: „თუ მეორე მცველს ვკითხავ, რომელი არის სამოთხის კარი, ის რას მიპასუხებს?“

მიუხედავად იმისა, თუ ვის დაუსვამთ ამ კითხვას, მაინც მიიღებთ პასუხს, რომელიც ჯოჯოხეთისკენ მიდის. ასე რომ, თქვენ აირჩევთ კარს, რომელიც სამოთხეში შეგიყვანთ.

ჯოჯოხეთის და სამოთხის თავსატეხი ფილმში „ლაბირინთი“ 1986 წელს გამოჩნდა.

აი ამოცანის ამოხსნა, თუ ჯერ კიდევ ვერაფერს მიხვდით.

image

ვთქვათ, თქვენ გულწრფელ მცველს ჰკითხეთ. „თუ მე ვკითხავ მატყუარა მცველს, რომელი კარი მიდის სამოთხეში, რას მიპასუხებს? ამ შემთხვევაში გულწრფელი მცველი მატყუარას პასუხს გეტყვით. მატყუარა ჯოჯოხეთის კარს მიგითითებთ და გულწრფელი მცველი ჯოჯოხეთის კარს გიჩვენებთ.

ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ამ კითხვას მატყუარა მცველს ვუსვამთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ ვეკითხებით „თუ გულწრფელ მცველს ვკითხავ, რომელი კარი მიდის სამოთხეში, რას მიპასუხებს? მატყუარა გულწრფელი მცველის საპირისპირო პასუხს იტყვის, რადგან ის ყოველთვის ტყუილს ამბობს. საპირისპირო პასუხი კი ჯოჯოხეთის კარი იქნება. და ახლაც ჩვენ ჯოჯოხეთის კარს გვითითებენ.

როგორიც არ უნდა იყოს პასუხი, თქვენი საპირისპირო კარი უნდა შეარჩიოთ და 100 პროცენტით დარწმუნებული იქნებით, რომ სამოთხის კარი შეარჩიეთ.

0
593
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
593
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0