სხვა რა მოხდა ჯვარზე? 2012, 10 ივლისი, 20:47 დედამიწაზე არ იყო არცერთი ადამიანი, საკმაოდ ძლიერი, ჭკვიანი და იმისათვის შესაფერისი, რომ კაცობრიობის ვალი გადაეხადა ღმერთის წინაშე. არავის არ ჰქონდა შესაძლებლობა, რომ თავისი თავი დაეხსნა იმ მონობიდან, რომელშიც იგი ჩავარდა. ადამიანებს სხვა უნდა დახმარებოდა, გადაეხადა რა მათი გამოსასყიდი.
სახარების სწორედ ამ პუნქტის წინააღმდეგ გამოდის ჰუმანიზმი, რელიგიურობა და ახალი სულიერობა, ხორცი უარს ამბობს აღიაროს ის ფაქტი, რომ თვითონ არ ძალუძს საკუთარი თავის დახსნა. იგი ცდილობს მრავალი ხერხი მოსინჯოს: როკ-მუსიკიდან იოგამდე, სექსუალური თავისუფლებიდან თვით უარყოფამდე, კარიერიზმსა და პაციფიზმამდე, მაგრამ იგი წარმატებას მაინც ვერ აღწევს.
ადამიანს ძალა არ შესწევს გამოასწოროს, ის რაც დაარღვია, არ დაემორჩილა რა ღმერთის ბრძანებას. მას არაფერი გააჩნია გამოსასყიდის გადასახდელად. სწორედ ამიტომ მოვიდა იესო, რომ ადამიანების ნაცვლად მომკვდარიყო.
რომაელთა მიმართ წერილში 6:23 ნათქვამია: ცოდვის საზღაური სიკვდილია, ადამიანი ან სამუდამოდ მოკვდება და დაიღუპება, ან სხვა ვინმე უნდა მიკვდეს მის ნავლად. მოკვდეს სად? ჯვარზე!
ჩვეულებრივი ადამიანი რომ მომკვდარიყო, გამოსასყიდი არავითარ შემთხვევაში არ იქნებოდა გადახდილი, რადგანაც ადამიანს ამის გაკეთება არ შეუძლია. ღმერთს არ შეეძლო მის ნაცვლად მომკვდარიყო, რადგან ადამიანმა შესცოდა; ამოტომაც მოვიდა იესო ძე ღვთისა, რომელიც ერთდროულად იყო ღმერთის და სრულფასოვანი ადამიანიც. იესო-ადამიანს შეეძლო მომკვდარიყო როგორც კაცობრიობის წარმომადგენელს. იესო-ღმერთს შეეძლო მოეტანა სრულფასოვანი მსხვერპლი, რამეთუ მასში არ იყო ცოდვა. გამოსყიდვა მოხდა ჯვარზე. მან, უდანაშაულომ, თავისთავზე იტვირთა სხვათა ვალი, ნებაყოფლობით აიღო ადამიანთა მსჯავრი; გახდა რა სამსხვერპლო კრავი, ცოდვის მსხვერპლად იქცა. ვინც ცოდვა არ იცოდა, ის გახდა ცოდვად ჩვენს გამო, რათა მასში გავხდეთ ღვთის სამართლიანობა (2კორ 5:21). რომელმაც ჩვენი ცოდვები თვითონ აზიდა ძელზე თავისი სხეულით, რათა სიმართლისათვის ვიცოცხლოდ ცოდვისათვის მკვდრებმა. მისი ჭრილობებით თქვენ განიკურნეთ (1პეტრ 2:24). რადგან ქრისტეც მოკვდა ერთხელ ჩვენი ცოდვების გამო, მართალი უმართლოთა გამო, რათა მივეყვანეთ ღმერთთან; მოკლულ იქნა ხორცით და გაცოცხლდა სულით (1პეტრ 3:18). იესო მოკვდა ჯვარზე, როგორც ჩვენი შემცვლელი. წესით, როგორც დამნაშავენი, ჩვენ უნდა მოვმკვდარიყავით იქ, მაგრამ მოკვდა ის, გადაიხადა გამოსასყიდი ჩვენთვის. ჯვარი იყო ადგილი, სადაც მოხდა ეს კურთხეული გაცვლა. შენ ხედავ ამას? აუცილებელია, რომ შენ ეს დაინახო! მისი სისხლი დაღვრილი იყო, როგორც ცოდვის საზღაური. მან გასცა თავისი სიცოცხლე და მოკვდა იმისთვის, რომ შენთვის დაებრუნებინა გარდასული სიცოცხლე. მისი სიცოცხლე იყო გამოსასყიდი, რომელმაც გაგვათავისუფლა შენ და მე ტყვეობიდან, ეშმაკის მონური ბაზრიდან (1პეტრ 1:18-19). 452 6-ს მოსწონს
|