საქართველო
"ეს კაცი დღეს ჩემი ძმა არის და დღეს ჩემი ძმისშვილის დაბადების დღეა! მშვიდად განისვენე ჩემო პატარა ძმაო!" - ზაზა სარალიძე
2018, 25 ნოემბერი, 2:22
დღეს თემირლან მაჩალიკაშვილის დაბადების დღეა. ამ ფაქტთან დაკავშირებით ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში შმდეგ სიტყვებს წერს:
"მე ვიცი რას განიცდის დღეს მალხაზი, მე უკვე გავიარე დათუჩას დაბადების დღე. მის გულში რაც ტრიალებს, ღმერთს ვევედრებით ორივე, რომ არავინ გამოცადოს.
ეს კაცი დღეს ჩემი ძმა არის და დღეს ჩემი ძმისშვილის დაბადების დღეა. მშვიდად განისვენე ჩემო პატარა ძმაო.