მსოფლიო ამერიკის პრეზიდენტის სკანდალური განცხადება: სამხედროებს უფლება ეძლევათ ესროლონ მშვიდობიან მოქალაქეებს 2018, 24 ნოემბერი, 12:10
ამერიკელ სამხედროებს აუცილებელ შემთხვევაში შეუძლიათ ესროლონ მშვიდობიან მოქალაქეებს.
დონალდ ტრამპი მექსიკის საზღვრის დახურვაზე იმუქრება.
ასევე, აშშ-ს პრეზიდენტმა ბრძანება გასცა მესაზღვრეებმა საჭიროების შემთხვევაში ესროლონ საზღვრის დამრღვევებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ დახურავს საზღვარს მექსიკასთან და მექსიკასთან ვაჭრობასაც შეაჩერებს, თუ მიგრანტებთან დამოკიდებულების სიტუაცია კონტროლს აღარ დაექვემდებარება. "თუ ჩვენ დავინახავთ, რომ სიტუაციაზე კონტროლს ვკარგავთ, ჩვენ მთლიანად დაბლოკავთ საზღვარს. დავხურავთ ქვეყანაში შესასველს. ანუ სრულიად საზღვარს ვგულისხმობ. მექსიკა ვერ შეძლებს გაყიდოს საქონელი, მანქანები ამერიკის შეერთებულ შტატებში. მე იმედი მაქვს, რომ მათ არ მოუწევთ ესროლონ საზღვრის დამრღვევებს. მე სხვა არჩევანი არ მაქვს: მათ აქვთ საქმე უხეშ ადამიანებთან." - განაცხადა დონალდ ტრამპმა." ახლა შეერთებული შტატებისა და მექსიკის საზღვარზე კონცენტრირებულია 5800 ამერიკელი ჯარისკაცი, შესაბამისად, საჰაერო ძალებიც. ადრე, ტრამპმა მიგრანტების ქმედების სიტუცაიას შემოჭრა უწოდა. 264 1-ს მოსწონს
|