კულტურა გინდა იმუშაო კარდაშიანებთან? ოჯახი სამუშაოდ იწვევს პირად მონას 2018, 23 ნოემბერი, 22:54 არ მოგესმათ, კარდაშიანების ოჯახმა ვკანსია გამოაცხადა. რათქმაუნდა, მსურველი ძალიან ბევრი იქნება, რადგან ეს შესაძლებლობას გაძლევს ვარსკვლავს მიუახლოვდე, უყურო, უსმინო და ა.შ.
სინამდვილეში რაც ხდება ამ ვაკანსიათან დაკავშირებით, ეხლავე აგიხსნით... ერთი თვის წინ კარდაშიანების ოჯახმა გამოაქვეყნა ვაკანსია, რეალური დასაქმების პერსპექტივით. კომპანია Jenner Communication -ს სურს დაიქირავოს სტუდენტი, ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს, ასევე სადღესასწაულო დღეებში . სტაჟიორის ვალდებულება მოიცავს: დალაგებას ბავშვების ოთახში, პროდუქტების ყიდვას, ძაღლების გასეირნებასა და სხვა მსუბუქ საქმეს. და ყველაზე საინტერესო... ოჯახი, რომელიც იღებს ერთ სეზონზე 30 მლნ $ მეტს, რეალით შოუ "კარდაშიანების ოჯახი"-თვის, არ გადაუხდის სტაჟიორს არცერთ ცენტს.ამერიკული შრომითი კანონმდებლობით, დასაშვებია არაანაზღაუებადი სტაჟირება, თუ საქმიდან მიღებული გამოცდილება დაეხმარება სტუდენტს კარიერის დაგეგმვაში. თუმცა, საეჭვოა ძაღლების გასეირნება და დალაგება, დაეხმაროს დასაქმებულს წარმატების მიღწევაში. აი რას წერენ სტუდენტები ამის შესახებ: "სტაჟიორი, თუ პირადი მონა? სტაჟირების აზრი ისაა, რომ რაიმე შევისწავლოთ, რაც ახალ უნარებს შეგვძენს. რას ვისწავლით ძაღლის გასეირნებით? "არ დაუკავშირედეთ მათ, ისინი მომსახურე პერსონალს ცუდად ექცევიან, თავად ვმუშაობდი და ნამდვილად შემიძლია ამის თქმა". გავრცელებული ინფორმაციით, ვაკანსია შეჩერდა. 1106 6-ს მოსწონს
|