x
image
დოზა26
"დასკვნა:ტელეკომპანია იმედის კვლევა, ტრადიციულად, გაყალბებულია"-ნიკა გვარამია

image
რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს:

რაც შეეხება კვლევების და ეგზიტპოლების გაყალბებით ცნობილი ტელეკომპანია იმედის კვლევას, რომლითაც სალომე ზურაბიშვილი 52% vs 48% უგებს გრიგოლ ვაშაძეს:

1. ეს კვლევა არაა ჩატარებული ცნობილი ამერიკული გელაპის ინსტიტუტის მიერ. გელაპ ინტერნეიშნალი არის ამერიკული გელაპის (Gallup World Poll) ფეიკ ვერსია, რომელსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით დასდევს ნამდვილი გელაპი და უჩივის ყველა იურისდიქციაში და ამერიკაში აკრძალული აქვს ოპერირება. ეს კომპანია მოღვაწეობს ავსტრიაში, ყავს ბულგარელი პრეზიდენტი და რუსი ვიცეპრეზიდენტი;

2. გელაპ ინტერნეიშნელის სახელით საქართველოში ოპერირებდა მერაბ ფაჩულია (გორბი). ეს ის მერაბ ფაჩულიაა, ტელეიმედისთვის რომ ითვლის სატელევიზიო რეიტინგებს და აყალბებს;

3. ნამდვილი გელაპის (Gallup World Poll) ქართველი პარტნიორია კომპანია IPM და მისი სახელით გაკეთებული კვლევის საველე სამუშაოებს არ და ვერ შეასრულებდა კომპანია ACT (ეს ის კომპანიაა, რომლის ეგზიტპოლითაც 2014 წელს ტელეკომპანია იმედმა პირველივე ტურში მერად გამოაცხადა დავით ნარმანია, რისთვისაც თითქმის 10%იანი ცდომილებით დადო შედეგი);

4. იმედის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემით, 2400 ადამიანის გამოკითხვას და შემდეგ ამ შედეგების დაჯამებას და ალოკაციას დასჭირდა მხოლოდ 3 დღე, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია. ასევე 46%ია მათი რიცხვი, ვინც პასუხს არ იძლევა ან გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია (შეგახსენებთ, არჩევნებამდე 5 დღეა დარჩენილი), რაც კვლევის არაკვალიფიციურობის უტყუარი ნიშანია. ისევე, როგორც ის გარემოება, რომ სრულიად სიმეტრიულადაა ალოკაციის შედეგად გადანაწილებული პროცენტები ოპოზიციის და ხელისუფლების კანდიდატებს შორის, რაც ასევე უკიდურესად საეჭვოა და პრაქტიკულად გამორიცხული.

დასკვნა: ტელეკომპანია იმედის კვლევა, ტრადიციულად, გაყალბებულია.imageimage


0
129
1-ს მოსწონს
ავტორი:დოზა26
დოზა26
129
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0