სხვა როგორ დავიცვათ თავი დეკემბრის დასაწყისში მოსალოდნელი მაგნიტური ქარიშხლისგან 2018, 22 ნოემბერი, 13:58 2018 წლის დეკემბრის დასაწყისში ჩვენი პლანეტა დაიფარება მაგნიტური ქარიშხალით, მაგრამ ეს იქნება სუსტი - G1 დონე. ამის შესახებ იტყობინება რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკური ინსტიტუტის მზის რენტგენული ასტრონომიის ლაბორატორია. დედამიწა იგრძნობს გეომაგნიტურ მერყეობას 1 დეკემბერს, ხოლო 2 დეკემბერს დედამიწის მაგნიტოსფეროს პრობლემები შეექმნება. ადამიანებზე, რომლებსაც აქვთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის და არტერიული წნევის პრობლემები, ეს ყველაფერი ნეგატიურად აისახება. მათ შეიძლება განიცადონ თავის ტკივილი, უძილობა ან ძილიანობა, თავბრუსხვევა ან აპათია. მზის აქტივობის დროს გამოწვეული მაგნიტუროი ქარიშხლის დროს ადამიანების უმრავლესობა განიცდის გაღიზიანებას, შფოთვას. ექიმები გვირჩევენ ამ დროს ბუნებრივი დამამშვიდებელი საშუალებების, ვალერიანის წვეთების, კუნელის წვეთების მიღებას, ასევე რეკომენდებულია არომატული ჩაის მიღება, რაც დამზადებულია პიტნისა და ლიმონის ბალზამისგან, ეს ჩაი შეიცავს უამრავ ეთერზეთებს. ეს ნივთიერებები ნერვული სისტემას ამშვიდებს და უძილობას ებრძვის, გულზე დადებით გავლენა ახდენს, ხსნის ტკივილს და გულისრევის შეგრძნებას. ეფექტური საშუალებაა ძირტკბილა, რომელიც შეიცავს სპეციალურ ნივთიერებებს - კუმარინებს, რომლებიც ამცირებს სისხლის შედედების უნარს. ასევე, ბეტა კაროტინს, კაფსაცინს, კოფეინის მჟავას, კურკუმინს და შეუცვლელ ამინომჟავებს. ძირტკბილა ააქტიურებს გონებრივ აქტივობას, ათავისუფლებს კუჭ-ნაწლავს სპაზმისგან, ამცირებს გულისრევის შეგრძნებას. ქსპერტები ასევე გვირჩევენ, რომ ასეთ დღეებში აბსოლუტურად თავი შევიკავოთ ალკოჰოლისგან და მოწევისგან, ან მინიმუმამდე მაინც შევზღუდოთ. 282 შეფასება არ არის
|